სტაციონარული ობიექტების დაცვა ცოცხალი ძალით - მაღალი სტანდარტი.

ფიზიკური დაცვა

ცოცხალი ძალით დაცვა

ობიექტების ფიზიკური ძალით დაცვა, ანუ ცოცხალი ძალით დაცვა წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგის და მატერიალური ფასეულობების დაცვის ერთ-ერთ საუკეთესო ფორმას. ელექტრონული დაცვითი სისტემების, ტექნიკის და ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად ცოცხალი ძალით დაცვა კვლავ რჩება დაცვის ყველაზე ეფექტურ და საუკეთესო მეთოდად.

დაცვის გარანტიას უზრუნველყოფს:

  • დამკვეთის მოთხოვნების და ინტერესების მაქსიმალური დაცვა
  • ინდივიდუალური მიდგომა დასაცავი ობიექტების კატეგორიებისა და თავისებურებების გათვალისწინება
  • მცველების შერჩევა პროფესიონალურ მონაცემებით
  • სისტემატიური ინსტუქტაჟი და მომზადება
  • დაცვის კონტროლის მაღალი ხარისხი

ობიექტების ფიზიკური, ცოცხალი ძალით დაცვა როგორც წესი იწყება შესაძლო რისკებისა და საფრთხეების გამოვლენით და მათი გადაჭრის გზების განსაზღვრით.

ობიექტების ცოცხალი ძალით ძალით დაცვა გულისხმობს დასაცავ ტერიტორიაზე მცველების უშუალოდ ყოფნას და მათ მიერ უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე კონტროლს.

ობიექტების დაცვა

ობიექტების ფიზიკური დაცვა ცოცხალი ძალით

მცველები ასრულებენ შემდეგ ამოცანებს:

კვალიფიციური მცველი ობიექტზე ეს არის დამკვეთის მატერიალური ფასეულობების და საზოგადოებრივი წესრიგის საიმედო დაცვასთან ერთად ობიექტის სტატუსისა და იმიჯის მაჩვენებელი.

კერძო დაცვის სამსახურის მცველს:

  • გააჩნია სპეციალური ფორმის ტანსაცმელი ან მკაცრად დადგენილი ნიმუშის სამოქალაქო კოსტიუმი.
  • შეუძლია ჰქონდეს კანონით განსაზღვრული სპეცსაშუალებები, სწრაფი რეაგირების სამსახურები.
  • მათ მუშაობას ამოწმებს და მუდმივად თვალყურს ადევნებს საკუთარი მონიტორინგის სამსახური.
  • გააჩნია კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების მეტი შესაძლებლობები.
  • მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება თქვენს შესახებ კონფიდენციალური და კომერციული ინფორმაციის დაცვის თვალსაზრისით.

ხელშეკრულებით “მაგისტრს” ეკისრება სრული მატერიალური პასუხისმგებლობა დასაცავად ჩაბარებულ ფასეულობაზე და მისი დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში უფრთხილდება რა თითეულ კლიენტს, რეპუტაციას და ავტორიტეტს კლიენტის წინაშე, დაინტერესებულია მაქსიმალურად სწრაფად ამოწუროს ინციდენტი, მოლაპარაკების და შეთანხმების გზით, სასამართლო გარჩევების გარეშეც.

ტარიფები: დაცვითი მომსახურების ტარიფი მოიცავს მცველის ანაზღაურებას, აღჭურვილობის, კავშირის საშუალებების, დაზღვევის, ოპერატიული რეაგირების ჯგუფების მომსახურების, საბიუჯეტო გადასახადებს და სხვა ზედნადებ ხარჯებს.

მომსახურების ტარიფი

განისაზღვრება ინდივიდუალურად, მცველის ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარების, გამოცდილების, სპორტული და სპეციალური მომზადების, დამკვეთის მოთხოვნების მიხედვით.

დაცვა მათთვის ვისაც დაცვა სჭირდება და არა დაცვის იმიტაცია

სერვისები

15 წლიანი გამოცდილება
400+ კვალიფიციური თანამშრომელი
1000+ კლიენტი


24 საათიანი :
ოპერატიული რეაგირების ჯგუფები ყველა კვადრატში
სამორიგეო სამსახური და განაცხადების მიღება
უფასო პარკინგი ვიზიტორებისთვის


"დარგის ლიდერი" 2016 წ.
"დარგის ლიდერი" 2017 წ.
"ხარისხის ჯილდო" ოქრო, ჟენევა, 2017 წ.
"ხარისხის ჯილდო" ოქრო, ნიუ იორკი, 2015 წ.
"ხარისხის ჯილდო" ოქრო, ფრანკფურტი, 2013 წ.


სრული მატერიალური პასუხისმგებლობა
ნდობა რომელიც მოვიპოვეთ საქმით