მეტროში

ესკალატორზე ყოფნისას გახსოვდეთ, რომ ის ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩერდეს (ან ჩამოინგრეს), ამიტომ ხელი კარგად ჩაავლეთ სახელურს და მზად იყავით ავარიის დროს გადახტეთ მეზობელ ესკალატორზე.

არ დადგეთ პლატფორმის კიდესთან, მატარებლის მოახლოებისას შეიძლება ბორბლების ქვეშ აღმოჩნდეთ ხალხის მასის ზეწოლის გამო;
უპირატესობა მიანიჭეთ ცენტრალურ ვაგონებს. ავარიის დროს უფრო ნაკლებად ზიანდებიან ვიდრე ბოლო და წინა ვაგონები

ყურადღება მიაქციეთ და გაუფრთხილდით ვაგონში უმეთვალყუროდ მიტოვებულ ჩანთებს, სათამაშოებს, ფუთებს და ა.შ. იქ შეიძლება დამონტაჟებული იყოს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. დაუყონებლივ აცნობეთ ამის შესახებ სადგურის მორიგე პერსონალს.

არ შეეხოთ საეჭვო ნივთს  და გააფრთხილეთ ირგვლივ მყოფები მოსალოდნელი საშიშროების შესახებ;

გაითვალისწინეთ, რომ ასაფეთქებელი თვითნაკეთი მოწყობილობა შეიძლება მოთავსებული იყოს სკამების ქვეშ. ამიტომ აფეთქების შემთხვევაში გადარჩენის შანსი უფრო მაღალია თუ არ ზიხართ, არამედ ფეხზე დგახართ.

უმჯობესია იმყოფებოდეთ ხალხის მასაში, საფრთხის შემთხვევაში ისინი შეასრულებენ დამცავი ფარის ფუნქციას.

თუ აფეთქება მაინც მოხდა და მატარებელი  გვირაბში გაჩერდა, არ ეცადოთ ვაგონიდან ნებისმიერ ფასად გადმოსვლას. გვირაბში გადის ათობით მაღალი ძაბვის ელექტრო სადენი, რომელიც შეიძლება დაზიანდა აფეთქების შედეგად და წარმოადგენდეს საფრთხის წყაროს.

ბოლისგან სასუნთქი ორგანოების დაცვის მიზნით უმჯობესია კარები გააღოთ  დაწვეთ იატაკზე და ისუნთქოთ ცხვირსახოცის ან სხვა ნაჭრის მიფარებით.

ვაგონის მეტალის კორპუსი შეიძლება აღმოჩნდეს ძაბვის ქვეშ, ამიტომ ნუ შეეხებით მათ და დაელოდეთ მაშველებს

კომენტარი