შიდა დაცვა თუ დაცვის კომპანია? მაგისტრის რჩევები

რა უპირატესობები გააჩნია ლიცენზირებული დაცვითი კომპანიის მომსახურებას შიდა დაცვის მომსახურებასთან შედარებით:

ხარისხი

  • შიდა დაცვას არ გააჩნია კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზია
  • შიდა დაცვას არ გააჩნია ის უფლებები, რასაც კანონი ანიჭებს დაცვის სამსახურის მცველს და არც ის ცოდნა და გამოცდილება, რასაც მცველები იღებენ დაცვის სამსახურში მრავაწლიანი მუშაობის, ტრენინგებისა და ინსტრუქციების საფუძველზე
  • მცველების შერჩევა, სწავლება და მუშაობის მონიტორინგი მიმდინარეობს მუდმივად და სისტემატიურად
  • მცველის მუშაობის ხარისხი კონტროლდება თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით და მონიტორინგის სამსახურის მიერ 24 სთ-ს განმავლობაში

გარანტიები

  • ზარალის შემთხვევაში ანაზღაურება ხდება დაცვის სამსახურის მიერ
  • შიდა დაცვის თანამშრომელი ვერ უზრუნველყოფს ზარალის ანაზღაურებას
  • მაქსიმალური პასუხისმგებლობა და სასჯელი, რაც შეიძლება დააკისროთ შიდა დაცვის თანამშრომელს, არის სამსახურიდან მისი გათავისუფლება და ერთი თვის ხელფასის დაკავება

მცველი

დანახარჯების შემცირება

  • მცველების ეკიპირების ხარჯებს, როგორიცაა: ზამთრის ფორმა, ზაფხულის ფორმა, რადიოსადგურები, სპეციალური საშუალებები, გამოყოფილი რადიოსიხშირეები – იხდის დაცვის სამსახური;
  • დამკვეთს არ მოუწევს ე.წ. შიდა დაცვის მცველის შვებულების, ავადმყოფობის, დაზღვევის და სხვა ხარჯების ანაზღაურება;
  • დაცვით მომსახურებაში გადახდილი თანხა აკლდება ორგანიზაციის გადასახდელ დღგ-ს და მოგების გადასახადს;
  • არ იხდის თანხას მცველის სწავლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში, მისი მუშაობის მონიტორინგში, ავტო-სატრანსპორტო ხარჯებს და ა.შ.
  • საჭიროების შემთხვევაში მცველს ნებისმიერ დროს შეუძლია უფასოდ გამოიძახოს დამატებითი დამხმარე ძალა, რასაც მოკლებულია ე.წ შიდა დაცვა

პრესტიჟი

  • ნებისმიერ ორგანიზაციასთან ურთიერთობა იწყება და მთავრდება დაცვასთან ურთიერთობით
  • ლიცენზირებული დაცვის სამსახური მიუთითებს ორგანიზაციის პრესტიჟზე და მაღალ კორპორატიულ დისციპლინაზე

გარანტირებული პრობლემები სამართალდამცავ სამსახურებთან

  • ე.წ. შიდა დაცვის საფარ ქვეშ ხშირად მოქმედებენ კომპანიები, რომლებსაც არ გააჩნიათ დაცვითი მომსახურების ლიცენზია და შესაბამისად თავიანთ ქმედებას ნიღბავენ სხვადასხვა ფორმით. არ გააჩნიათ ოფიციალურად გამოყოფილი რადიო სიხშირული სპექტრი რადიო კავშირისთვის და პირატულად იყენებენ მას. შესაბამისად, ისინი მალავენ შემოსავალს, იყენებენ საეჭვო და კრიმინალური წარსულის მქონე პირებს, არ აფიქსირებენ დასაქმებულებს, არ აწარმოებენ ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას, არ იცავენ შრომის უსაფრთხოების წესებს და სხვა რიგი დარღვევებისა, რაც საბოლოოდ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის არა მარტო უკანონო სამეწარმეო სუბიექტს, არამედ დამკვეთსაც, რომელიც ხშირად “იხიბლება ეკონომიის ცრუ მოლოდინებით”

უახლესი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა

  • ლიცენზირებულ კომპანიებს ჩვეულებრივ აქვთ წვდომა თანამედროვე უსაფრთხოების აღჭურვილობასა და ტექნოლოგიაზე, რაც ზრდის უსაფრთხოების ეფექტურობას

დროის ფაქტორი

  • წარმოების ხელმძღვანელს გაცილებით მეტი დრო რჩება ძირითადი საწარმოო, ბიზნეს-პროცესების სამართავად, აქვს თავისუფალი დრო, რომელიც მნიშველოვანია ნებისმიერი საქმიანი ადამიანისთვის
  • ნაკლები პრობლემები სამართალდამცავ სამსახურებთან და დაზარალებული ყარაულის ოჯახთან
  • ობიექტზე თავდასხმის შემთხვევაში, რაც შეიძლება, დამთავრდეს შიდა დაცვის თანამშრომლის სხეულის მძიმე დაზიანებით, ხანგრძლივი შრომისუუნარობით, ან ლეტალური შედეგით, თავიდან აიცილებთ ხანგრძლივ და არასასიამოვნო ურთიერთობებს სამართალდამცავ ორგანოებთან, სასამართლოსთან, დაზარალებულის ოჯახთან და ა.შ.
  • ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს მხოლოდ დაცვის სამსახური

დამატებითი სარგებელი

დაცვის კომპანიას შეუძლია დაცვითი სისტემების გამოყენება და ნებისმიერი ობიექტის სრულად აღჭურვა:

იმედია, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ სწორი და თქვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში.

კომენტარი