ჩვენ მოგიყვანეთ უსაფრთხოების წესები – ეს ზოგადი ჩამონათვალი დაგეხმარებათ თავი კიდევ უფრო დაცულად და მშვიდად იგრძნოთ.
1.უსაფრთხოების წესები ბინაში, სიფრთხილეს თავი არ სტკივა:
უმჯობესია თუ კარზე და ფანჯრებზე დააყენებთ საიმედო საკეტებს;
გირჩევთ არ შეინახოთ გასაღები…კართან ხალიჩის ქვეშ ან საყვავილეში
სათადარიგო გასაღების კომპლექტი დატოვეთ მეზობელთან
თუ საეჭვოდ მოგეჩვენებათ თქვენთან მოსული კურიერი ან სხვა სამსახურის წარმომადგენელი, კარის გაღებამდე კარგად გამოკითხეთ დაწესებულების შესახებ და გადაამოწმეთ ინფორმაცია მათსავე ოფისში ინტერნეტ-რესურსში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე ან საინფორმაციო სამსახურებში.
დარწმუნდით, რომ თქვენი კორპუსის მაჩვენებელი ნომერი განათებულია და კარგად ჩანს, რომ საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო და სამაშველო სამსახურებმა ადვილად და სწრაფად შეძლონ თქვენთან მოსვლა.
თუ გადაწყვეტთ სიგნალიზაციის დაყენებას, ჯობია ისარგებლოთ ორგანიზაციის მომსახურებით, რომელიც აიღებს საგარანტიო ვალდებულებას დაამონტაჟოთ სამედიცინო,სახანძრო და საგანგაშო ღილაკებიც, რომლებიც შესაბამის სამსახურებთან იქნება დაკავშირებული.
2. უსაფრთხოების წესები შენობის გარეთ:
ნუ ისეირნებთ მარტო, შეიძლება გზა დაგებნეთ, ან წაიქცეთ, ეცადეთ ისეირნოთ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად
საფულე შეინახეთ პიჯაკის შიდა ჯიბეში
საპენსიო ან სხვა რეგულარული შემოსავლები გადაარიცხინეთ თქვენს საბანკო ანგარიშზე
ეცადეთ ავტომანქანა გააჩეროთ კარგად განათებულ ადგილას, შესასვლელ კართან ახლოს.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაიკავეთ ადგილი მძღოლთან ან კართან ახლოს
3. თაღლითობისგან თავდასაცავად:
ნუ ენდობით მიმზიდველ იდეალურ შემოთავაზებებს სასწაულმოქმედი მკურნალობის, მომგებიანი ინვესტიციებისა და ლატარეის შესახებ.
არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ თქვენი საბანკო ანგარიშისა და საკრედიტო ბარათის ნომრები ან კოდი, პრიზის მოგების ან რაიმე სხვა დაპირების შემთხვევაშიც.
თუ გაჩქარებენ ან გაძალებენ სადაზღვევო პოლისზე, გაყიდვის ხელშეკრულებაზე და ა.შ. ხელმოწერას, ნუ ენდობით ასეთ პიროვნებას, გულდასმით წაიკითხეთ მთლიანი ხელშეკრულება, განსაკუთრებით წვრილი შრიფტით დაწერილი ტექსტი და წააკითხეთ თქვენს ახლობლებსაც.
კომენტარი