უსმა / USMA – წიგნის პრეზენტაცია

მიმდინარე წლის 29 იანვარს უსმა-ს ორგანიზებით გაიმართა წიგნის ,,უსაფრთხოების ახალი ტექნოლოგიები 6G ქსელებისათვის” პრეზენტაცია

  • წიგნში შესწავლილია უსაფრთხოების ახალი
    ტექნოლოგიები 6G ქსელებისთვის, რომელიც მომზადებულია
    უახლეს პუბლიკაციებსა და სამეცნიერო მიღწევებზე
    დაყრდნობით.
  • განხილულია 6G ქსელების უსაფრთხოებასთან
    დაკავშირებული ტექნოლოგიური ტენდენციები, საფრთხეები,
    გადაწყვეტილებები და ფიზიკური ფენის უსაფრთხოების
    როლი კონტექსტით გაცნობიერებული უსაფრთხოებისთვის 6G
    ქსელებში.
  • შესწავლილია მოძრავი სამიზნეების დაცვა, როგორც
    პროაქტიული თავდაცვის ელემენტი B5G სისტემებისთვის,
    ენერგოეფექტიანობის თვალსაზრისით ადაპტიური და
    დინამიკური უსაფრთხოება ხელოვნური ინტელექტის შემცველ
    6G ქსელებში.
  • შესწავლილია უსაფრთხოების ფუნქციის ვირტუალიზაც
  • ია საგნების ინტერნეტის

    აპლიკაციებისთვის 6G ქსელებში, ხოლო საგნების ინდუსტრიული ინტერნეტის კუთხით
    წარმოდგენილია ღრმა სწავლებაზე დაფუძნებული საფრთხის გამოვლენა, რაც კრიტიკული
    ინფრასტრუქტურის დაცვას და ბლოკჩეინზე დაფუძნებული, სანდო იდენტიფიკატორით ერთობლივი
    მმართველობის არქიტექტურას შეუწყობს ხელს.

ასევე, განხილულია უსაფრთხო ვირტუალური მობილური პატარა ფიჭები და ზონდირების,
კომუნიკაციისა და უსაფრთხოების ინტეგრირება, როგორც შესაბამისი ნაბიჯები მრავალფუნქციური 6G
ქსელებისკენ.

წიგნი სასარგებლო იქნება და დახმარებას გაუწევს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და
კომუნიკაციების დარგში მომუშავე სპეციალისტებს, აკადემიურ პერსონალს, ბაკალავრიატის მაღალი კურსის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

წიგნის ავტორები არიან:

  • რამაზ ხუროძე
  • სერგო შავგულიძე
  • მამუკა ჩხაიძე

საინტერესო ინიციატივებსა და სიახლეებზე იხ. გვერდი: www.usma.ge

ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე იყო თორნიკე ჯოჯუა:
დაცვის კომპანია ,,მაგისტრის” დამფუძნებელი, უსაფრთხოების ექსპერტი

კომენტარი