5 რჩევა მშობლებისთვის | მაგისტრი - დაცვის სამსახური

5 რჩევა მშობლებისთვის

ბავშვის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია მშობლისთვის.
მართალია, ყველა მშობელმა იცის, როგორ დაიცვას საკუთარი შვილი, თუმცა
ჩვენი მიზანია, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რამდენად ფრთხილად უნდა იყოთ, როდესაც საქმე ბავშვის უსაფრთხოებას ეხება.

 

გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას თუ როგორ გაუფრთხილდეთ შვილების უსაფრთხოებას

5 რჩევა მშობლებისთვის:

1. აჩვენეთ ბავშვებს ის ადგილები, საიდანაც მიიღებენ დახმარებას საფრთხის შემთხვევაში. მაგ: საავადმყოფოები, პოლიციის ოფისები და სხვ.

2. დარწმუნდით, რომ ბავშვებმა იციან: საგანგებო პოლიციის, სასწრაფო დახმარების, სახანძრო განყოფილების ტელეფონის ნომერი; ასევე –  სახლის მისამართი;

3. იმ შემთხვევაში, თუ ჯერ კიდევ ვერ ლაპარაკობს თქვენი პატარა, დაწერეთ ფურცელზე თქვენი საკონტაქტო ნომერი; სახლის მისამართი; მშობლების სახელი, გვარი და ჩაუდეთ ჯიბეში. ხალხმრავალ ადგილას დაკარგვის შემთვევაში, მარტივად შეძლებენ თქვენთან დაკავშირებას უცხო ადამიანები;

4. წინასწარ შეუთანხმდით და აჩვენეთ ის ადგილი, სადაც ერთმანეთს შეხვდებით, დაკარგვის შემთხვევაში;

5. ბავშვთა გასართობ ცენტრში ან ნებისმიერ ხალხმრავალ ადგილას, ბავშვს, აუცილებლად ჩააცვით ნათელი ფერის ტანსაცმელი, რათა კამერების ჩანაწერების ამოღებისას მარტივად მოხდეს მისი იდენტიფიკაცია. ამასთანავე, ასწავლეთ თქვენს პატარას, რომ საფრთხის დროს მაქსიმალურად მიიქციოს გარშემომყოფების ყურადღება.

 

თუ თქვენ, ითვალისწინებთ ხუთივე რჩევას, მაგრამ მაინც არ ხართ მშვიდად და გსურთ უფრო მეტის გაგება ბავშვთა უსაფრთხოების სისტემებზე, დაცვის სამსახური „მაგისტრი“ მზად არის შემოგთავაზოთ GPS საათი თქვენი შვილებისთვის.

 თუ გსურთ :

👌 ყოველთვის იცოდეთ, სად არის თქვენი შვილი;

👌 გესმოდეთ მისი და ტრიალებდეთ მის ირგვლივ;

👌 დაგირეკოთ მარტივად, მაშინაც კი როდესაც ციფრებს ვერ არჩევს;

👌 იყოთ მის გვერდით, თუკი საფრთხეს იგრძნობს

აჩუქეთ თქვენს შვილს GPS საათი და იყავით მშვიდად!

 

დაცვის სამსახური “მაგისტრი” – ჩემი, შენი, ჩვენი უსაფრთხოებისთვის!

მოგეწონათ სტატია? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარის სექციაში და გაუზიარეთ სტატია მათ ვისაც ფიქრობთ, რომ ეს ინფორმაცია დაეხმარება.

კომენტარის დატოვება