ახალი თაობის უსადენო GSM დომოფონები | მაგისტრი - დაცვის სამსახური

ახალი თაობის უსადენო GSM დომოფონები

ტექნოლოგიური სიახლე, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.

დაცვის სამსახური „მაგისტრი“ მუდამ ზრუნავს თქვენს უსაფრთხოებაზე.

უფასო კონსულტაციისათვის მოგვმართეთ: 599 54 40 42; 2 91 27 55.

“მაგისტრი” გთავაზობთ დაცვას და არა დაცვის იმიტაციას!

 

 

უპირატესობა ძველი თაობის დომოფონებთან შედარებით:

  • არ საჭიროებს ელექტროსადენების გაყვანას არც ბინაში, არც სადარბაზოში, შესაბამისად არ აზიანებს დიზაინს;
  • არ არის სადენების დაზიანების და სისტემის მწყობრიდან გამოსვლის საფრთხე და შესაბამისად სისტემა საიმედოა;
  • ინფორმაციას ვიზიტორთან დაკავშირებით იღებთ მობილურ ტელეფონზე და კარს აღებთ მობილური ტელეფონით, არ გჭირდებათ დამატებითი მოწყობილობა, ყურმილი;
  • კომფორტულია მოსახმარად რადგან მობილური თითქმის მუდმივად თქვენს სიახლოვეს არის;
  • დომოფონზე დარეკვით ქურდი ვერ დაადგენს რომ სახლში არ იმყოფებით;
  • შეგიძლიათ დროებითი დაშვება მისცეთ ხელოსნებს, ძიძას და ა.შ. და შემდგომ დაშვება მოუხსნათ როცა მათი საჭიროება აღარ გექნებათ
  • დაცულია ატმოსფერული ზემოქმედებისაგან, ვანდალიზმისგან;
  • მარტივია მოსახმარად, სადარბაზოს კარი შეგიძლიათ გააღოთ პირადი ID ბარათით, ელექტრონული ჩიპით, პლასტიკური ბარათით, ინდივიდუალური კოდით, თქვენი (სისტემაში რეგისტრირებული) ტელეფონით;
  • თუ თქვენ დაკავებული ხართ და არ გინდათ უპასუხოთ სადარბაზოს ღილაკს, ზარის გადამისამართება ოჯახის სხვა წევრებზე, ან საერთოდ ბლოკირება ხდება, როგორც ავტომატურ რეჟიმში, ასევე თქვენს მიერ მხოლოდ ერთ ღილაკზე დაჭერით;
  • დომოფონის მართვა მობილური ტელეფონის გარდა ასევე შესაძლებელია საქალაქო ატს სადენიანი ტელეფონით;
  • შესაძლებელია ასევე გამოიყენოთ კონკრეტული მობილური ტელეფონი, რომელიც მუდმივად იქნება ბინაში და დამაგრებული იქნება შემოსასვლელ კართან როგორც სადენიანი დომოფონის ანალოგი (კონსერვატორი მომხმარებლებისთვია);
  • შესაძლებელია ცალკეული, კონკრეტული აბონენტის გათიშვა (თუ საცხოვრებლად სხვაგან გადავა, ან არ გადაიხდის საერთო გადასახადებს და სხვ.)

ერთადერთი უარყოფითი მხარე:

  • მობილური კავშირის ხარჯი, სადარბაზოზე 10 ლარი თვეში

სისტემის ღირებულება ელექტროსაკეტის, კარის მიმხურის, კვების წყაროს და სამონტაჟო სამუშაოების ჩათვლით: 1200 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
შესაძლებელია უპროცენტო შიდა განდვადება.

კომენტარის დატოვება