fbpx

4 რჩევა ოფისის უსაფრთხოებისთვის

ოფისის უსაფრთხოება. მაგისტრი

ყოველდღიურად იზრდება რისკები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
კრიზისების მენეჯმენტის ექსპერტები თვლიან, რომ კრიზისის მართვის საუკეთესო საშუალება,

მისი წინასწარმეტყველებაა. ანალოგიურად, თქვენი ორგანიზაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საუკეთესო გზა მოსალოდნელი რისკების შეფასებაა.

გთავაზობთ 4 რჩევას ოფისის უსაფრთხოებისთვის, რომელიც საჭიროა ყველა ორგანიზაციისთვის, რათა თავიდან აიცილონ და დაიცვან კომპანია პოტენციური საფრთხეებისა და რისკებისგან.

1. უსაფრთხოების რისკის შეფასება

უსაფრთხოების რისკის შეფასება არის ორგანიზაციის ბიზნესის ობიექტების, პროცესებისა და საქმიანობის შეფასება, რათა გაირკვეს, თუ რა საფრთხეები შესაძლოა დაემუქროს კომპანიას.

2. დაცვის თანამშრომლის დასაქმება 

თუ გსურთ, რომ თქვენი ორგანიზაცია იყოს დაცული, სასურველია აიყვანოთ დაცვის თანამშრომელი.
– დაცვის თანამშრომელმა მუდმივად უნდა აკონტროლოს ორგანიზაციაში შემოსული პირი, უკანონო შეჭრისა და საქმიანობის შეფერხების ნიშნების თავიდან ასაცილებლად;
– მან უნდა უზრუნველყოს ორგანიზაციის უსაფრთხოება;
– ნებისმიერი უსიამოვნო ინციდენტი აღმოფხვრას და დაასტაბილუროს სიტუაცია;
– საჭიროების შემთხვევაში გამოიძახოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფები;
და სხვ.
მაგისტრი. დაცვა


3. პერიმეტრის დაცვა 

ელექტრონული დაცვითი სისტემები გარე და შიდა პერიმეტრის დასაცავად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტაა.

– გამოიყენეთ ვიდეო სამეთვალყურეო კამერები  და დისტანციურად აკონტროლეთ გარე და შიდა პერიმეტრზე არსებული სიტუაცია;
– შესასვლელ კარებზე დააყენეთ დაშვების და აღრიცხვის სისტემები, რათა აკონტროლოთ ობიექტზე შემოსული და გასული პირები და თავიდან აიცილოთ უსიამოვნო შემთხვევები;
– ისარგებლეთ დაცვითი სიგნალიზაციით

 

ვიდეო კამერები
დაშვების და აღრიცხვის სისტემა

სიგნალიზაცია

 

4. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის შემუშავება

  • ორგანიზაციის ყველა წევრმა უნდა იცოდეს ევაკუაციის გეგმები და გასასვლელი გზები საგანგებო სიტუაციის დროს გამოსაყენებლად;

  • დაზიანებული ან გაუმართავი უსაფრთხოების სისტემების შესახებ შეატყობინეთ შესაბამის პერსონალს, სარემონტო და ტექნიკური მომსახურებისთვის.

    დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ, კონსულტაცია უფასოა 

    დაცვის სამსახური “მაგისტრი” – ხარისხი, რომელიც გიცავთ!

1 thought on “4 რჩევა ოფისის უსაფრთხოებისთვის”

  1. zura 568619830 ამბობს:

    gtx0vt damikavhirdi 500 larad dacvahi\

კომენტარის დატოვება