როგორ დავიცვათ საკუთარი უსაფრთხოება | მაგისტრი - დაცვის სამსახური

როგორ დავიცვათ საკუთარი უსაფრთხოება

ჩვენ ყველა ერთხელ მაინც მოვხვედრილვართ სახიფათო სიტუაციაში. მსგავსი შემთხვევების მინიმუმამდე დასაყვანად და თქვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩვენ გთავაზობთ 13 ძირითად სიტუაციასა და მარტივ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ დაიცვათ თქვენი თავი – თქვენ თვითონ რისკის პრევენციის საშუალებით.

წვეულებები

ყველას უყვარს ხმაურიანი წვეულებები. ეს ხომ შესანიშნავი საშუალებაა რთული სამუშაო დღის შემდეგ განტვირთვისთვის. თუმცა, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ  დღესდღეობით ასეთ წვეულებებზე საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ამ საკითხთან დაკავშირებით:

  1. სასურველია ტელეფონზე დააყენოთ სპეციალური აპლიკაცია, რომელიც დაუყოვნებლივ შეატყობინებს თქვენს ოჯახს თუ თქვენ საფრთხეში აღმოჩნდებით.
  2. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სასმელს რომელსაც მიირთმევთ: არასდროს იცით რა შეიძლება იყოს მასში შერეული.
  3. მოერიდეთ სიტუაციებს სადაც სხვა ადამიანები შეძლებენ ფოტო გადაგიღონ და შემდეგ ინტერნეტში განათავსონ თქვენი ნებართვის გარეშე.
  4. აუცილებლად შეატყობინეთ რომელიმე თქვენს ახლობელს ზუსტად თუ სად და ვისთან ერთად მიდიხართ (სრული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ა.შ.).
  5. წინასწარ მიიღეთ ზომები თუ როგორ წამოხვალთ წვეულებიდან. განსაკუთრებით თუ არასრულწლოვანი ბრძანდებით, სთხოვეთ მშობლებს მოგაკითხონ. თუ სრულწლოვანი ხართ გამოიძახეთ ტაქსი ან მეგობრებს სთხოვეთ დახმარება.
  6. თუ მაინც მოგიწევთ წვეულებიდან ფეხით წამოსვლა სიფრთხილით შეარჩიეთ ქუჩები, რომელიც უნდა გაიაროთ და აუცილებლად იქონიეთ თან თავდაცვის რაიმე საშუალება შერჩეული თქვენი სურვილით (მაგალითად წიწაკის სპრეი და ა.შ.)

 

კომენტარის დატოვება