ტურისტი ექსტრემალურ სიტუაციებში

 ალბათობა ტურისტის ტერორისტულ აქტებში მსხვერპლად გახდომისა მილიონში ერთი შეიძლება იყოს, მაგრამ შესაძლებლობა რაკი არსებობს, მისთვის, ყოველ შემთხვევაში, მზად უნდა ვიყოთ:

სპეციალისტები ტურისტებს აძლევენ შემდეგ რჩევებს: 

ტერორისტები, ჩვეულებრივ ირჩევენ თავიანთ თავდასხმის მიზნად ხალხის დიდ დაჯგუფების ადგილებს, მათ შორის აეროპორტებს და ვაგზლებს. აქედან გამომდინარე, ნუ დაყოვნდებით ასეთ ადგილებში: უცბად გაიარეთ რეგისტრაცია და საპასპორტო კონტროლი. თვითმფრინავში ჩაჯდომას დაელოდეთ შესაბამის დარბაზში, ან სატრანზიტო ზონაში, რომელსაც პოლიცია აკონტროლებს;

რეგისტრაციის რიგში დგომისას, დაიანგარიშეთ ტერორისტების თავდასხმის შემთხვევაში და სროლების დროს სად შეიძლება შეაფაროთ თავი. ასეთ ადგილებად შეიძლება ჩაითვალოს სავაჭრო ავტომატები, დახლები, კოლონები, დიდი მოცულობის საგნები, ავეჯი და სხვა ობიექტები;

მოსაცდელ დარბაზში ეცადეთ დაიკავოთ ადგილი ზურგით კედლისაკენ, რადგან ეს თქვენ საშუალებას მოგცემთ დაინახოთ რა ხდება დარბაზში თქვენს გარშემო. არ დაჯდეთ ვიტრინებთან და ფანჯრებთან, რომ არ მოგხვდეთ ქუჩიდან ნასროლი ტყვია, ან მინის ნამსხვრევი;

არასდროს არ გაჩერდეთ უპატრონოდ მიტოვებულ ბარგთან ან ნივთებთან, რადგან მათში შეიძლება იყოს ასაფეთქებელი მოწყობილობა. არასასურველია დადგეთ სატელეფონო ჯიხურების, ან ურნების გასწვრივ. თუ შეამჩნიეთ, რომ რაღაც აურზაური იწყება და აეროპორტის თანამშრომლებმა ან უსაფრთხოების სამსახურის მუშაკებმა გააქტიურეს თავიანთი საქმიანობა, მშვიდად გადადექით გვერდზე (ნუ გაიქცევით!):

როგორც წესი, ტერორისტები თავდაპირველად პირველად ხელში იგდებენ პილოტების კაბინას, პირველი კლასის სალონს, რომელსაც იყენებენ თავიანთი შტაბის სახით. ეკონომ–კლასის სალონი ყოველთვის უხიფათოა ამ მხრივ: იქ ადვილია სხვა მგზავრებთან შერევა. თუ თავისუფალი დასხდომაა სალონში, ეცადეთ არ აირჩიოთ გასასვლელში ნაპირა სავარძლები. ტერორისტები პირველ რიგში სწორედ ასეთ სავარძლებში მსხდომებს ესხმიან ხოლმე თავს  და აყენებენ მათ შეურაცხყოფას.

დაიმახსოვრეთ და იხელმძღვანელეთ შემდეგი მნიშვნელოვანი წესებით!

ტერორისტებს უნდა შეხედოთ როგორც ნადირებს და მტაცებელ ცხოველებს (ეცადეთ არ შეხედოთ მათ თვალებში),

მოიქეცით ბუნებრივად, ვითომდაც არაფერი მომხდარა. ის მგზავრები, რომლებიც იწყებენ ფაციფუცს და წრიალს, როგორც წესი, პირველები იღუპებიან თანაც ხშირად – სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების ტყვიებით და არა ტერორისტებისაგან.

სპეცდანიშნულების რაზმის მიერ თვითმფრინავის გათავისუფლების მცდელობა ისეთივე სახიფათოა, როგორც აგრესია ტერორისტების მხრიდან. თუ თქვენ გაიგონეთ რაიმე ხმები ბორტს მიღმა, ნუ დაიწყებთ ყურებას ილუმინატორიში, ან ხმების მხარეს.

თუ შტურმი დაიწყო, დაიხარეთ სავარძელში და არაფერში არ ჩაერიოთ. თუ მოხდა აფეთქება, ან გაჩნდა ხანძარი, დაკვამლიანება, არ დაწვეთ პირქვე იატაკზე, მითუმეტეს გასასვლელში.

უნდა დადგეთ მუხლებზე, მიიფაროთ რაიმე სახეზე და იმოძრაოთ გასასვლელისაკენ.