მეგობარი დაცვის სამსახურები

აქ მოცემულია იმ დაცვის სამსახურების მონაცემები, რომლებიც:

  • აღიარებენ მცველის ეთიკის კოდექს და დაიცავენ მის ნორმებს.
  • იმოქმედებენ მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებით,
  • კოორდინირებულად იმოქმედებენ ერთობლივ ღონისძიებებში
  • გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და საჯარო ინფორმაციას
  • იზრუნებენ საზოგადოებაში კერძო დაცვითი ორგანიზაციების ავტორიტეტის და ნდობის ამაღლებაზე

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი საქმიანობის წარმატება და სოციალური დაკვეთა ზოგადად დამოკიდებულია თითეული ჩვენი ფირმის კონკრეტულ წარმატებებზე და მომსახურების ხარისხზე, რაშიც ერთერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს კეთილსინდისიერი და პროფესიონალი კადრების საკითხი.

ურთიერთთანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების, ჯანსაღი კონკურენციის განვითარების და საზოგადოებაში მაღალი მოთხოვნილების ფორმირების მიზნით სასურველი იქნებოდა შექმნილიყო ერთიანი მონაცემთა ბაზა სხვადასხვა მიმართულებებით.

ერთერთ ასეთ მიმართულებად მიგვაჩნია საჯარო ინფორმაციების გაზიარება იმ კონკრეტულ პირებზე, რომლებიც საქმისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან და შემდგომ ცდილობენ დასაქმებას ანალოგიურ სამსახურებში.

თქვენი სურვილის შემთხვევაში საშუალება გექნებათ ინტერნეტის საშუალებით შეუფერხებლად მიიღოთ და განათავსოთ აღნიშნული სახის ინფორმაცია

ასევე განთავსდება მონაცემები აგრეთვე იმ პირებზე და კომპანიებზე, რომლებიც თავს არიდებენ ვალდებულებების შესრულებას და ჯიუტად არ იხდიან დავალიანებას