თუ დაკარგეთ

ამ გვერდის დანიშნულებაა დაეხმარება გაუწიოს ადამიანებს დაკარგული ნივთების, საბუთების, შინაური ცხოველების და ა.შ. მოძიებაში.

თუ დაგეკარგათ ან იპოვეთ რამე ნივთი და პატრონს ვერ პოულობთ, განათავსეთ ინფორმაცია ჩვენს გვერდზე და მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები.

ჩვენი, როგორც დაცვის სამსახურის საქმიანობის მთავარ ამოცანას წარმოადგენს დავიცვათ და შევინარჩუნოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ფასეულობები. მაგრამ თუ მოხდა ისე რომ თქვენ უკვე დაგეკარგათ თქვენთვის ძვირფასი,  ნივთი ან თუნდაც შინაური ცხოველი, ან პირიქით თქვენ თვითონ იპოვეთ ასეთი და არ იცით როგორ მოიქცეთ, ვეცდებით გაგიწიოთ დახმარება.

სრულიად უფასოდ გთავაზობთ ახალ სერვისს.

თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ განცხადება დაკარგული/ნაპოვნი ნივთის შესახებ თქვენი კოორდინატების მითითებით ჩვენს გვერდზე და სუფთა სინდისით და იმედით დაელოდოთ შედეგს.

ჩვენი სერვისი იმუშავებს 24 საათიანი გრაფიკით, უქმე და დასვენების დღეების გარეშე.

თქვენ ასევე შეგეძლებათ ინფორმაცია გადასცეთ სატელეფონო ან სმს შეტყობინების სახით და ჩვენი ოპერატორები განათავსებენ მას ინტერნეტ გვერდზე

როგორც პრაქტიკა აჩვენებს ასეთი ნივთებს ხშირად პოულობენ ტაქსის მძღოლები, მეტროპოლიტენის, საავტომობილო და რკინიგზის სადგურის თანამშრომლები.

თუ გამოვიჩენთ ოდნავ გულისხმიერებას და არ დაგვეზარება 2 წუთის დახარჯვა, ბაზაში დაგროვდება უამრავი მასალა, რის შედეგადაც იმისი ალბათობა რომ თქვენ იპოვოთ ან დაუბრუნოთ პატრონს დაკარგული ნივთი საკმაოდ გაიზრდება. მიღებული სიამოვნება ბევრად მეტი იქნება, ვიდრე 2 წუთი რომელიც ინფორმაციის გადაცემაში დაგეხარჯებათ.

ალბათ ძალიან ბევრ ჩვენგანს უპოვნია გასაღები, სათვალე, პირადობის მოწმობა,  შინაური ძაღლი, კატა, სხვადასხვა ნივთები და საბუთები. ამ შემთხვევაში თქვენ ამის შესახებ შეგეძლოთ გეთქვათ მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, სამსახურში, ზოგადად ნაცნობებისთვის და ამით ამოიწურებოდა თქვენი, როგორც ერთი ადამიანის კონტაქტების წრე.

Energy 018ჩვენი სერვისი კი დაგეხმარებათ გააგებინოთ და წააკითხოთ თქვენი განცხადება ათასობით ადამიანს და მიიღოთ პასუხები დაკარგულ და ნაპოვნ ნივთებზე.

გაპოვნინებთ დაკარგულს