საგანგაშო ღილაკების დანიშნულებას წარმოადგენს უსაფრთხოების დაცვა ობიექტის ფუნქციონირების პერიოდში, სიგნალიზაციის ჩართვამდე.
საგანგაშო ღილაკები დაგიცავენ კონფლიქტურ სიტუაციებში. საჭირო დროს, საჭირო ადგილას თქვენს გვერდით იქნებიან სწრაფი რეაგირების ჯგუფები
ობიექტზე თავდასხმის, კონფლიქტური და არასაშტატო სიტუაციების დროს ღილაკზე დაჭერით სწრაფი რეაგირების ჯგუფების გამოძახება და დამკვეთის დაცვა უკანონო ხელყოფისგან.
საგაგაშო ღილაკი საიმედო დახმარებას გაუწევს მცირე ბიუჯეტიანი კომერციული ობიექტების, მაღაზიების, რესტორნების, კაფეების, ოფისების და ა.შ. პერსონალს, სადაც ეკონომიური თვალსაზრისით გაუმართლებელია ცოცხალი ძალით დაცვა
ღილაკი მუდმივად ჩართულია, მიუხედავად იმისა ობიექტი დაცვაზე არის თუ არა აყვანილი .
ის მოქმედებაში მოჰყავს უშუალოდ მომხმარებელს და არის პოლიციაში დარეკვის ანალოგი, იმ განსხვავებით, რომ თქვენ არსად არ გიწევთ დარეკვა (პრაქტიკულად არც გექნებათ დარეკვის საშუალება).
პულტზე ასეთი სიგნალის მიღების შემთხვევაში თქვენს დასაცავად გამოდიან გამოცდილი და სპეციალურად მომზადებული ოპერატიული რეაგირების ჯგუფები, რომლებიც გაგიწევენ კვალიფიციურ დახმარებას და დაგიცავენ უკანონო ხელყოფისაგან.
გამოძახებების რაოდენობა არ არის ლიმიტირებული და მომსახურების ღირებულებაზე არ აისახება.
უსადენო საგანგაშო ღილაკები
საგანგაშო ღილაკების საუკეთესო გადაწყვეტას წარმოადგენს სატელიტური, უსადენო, მრავალფუნქციური საგანგაშო ღილაკი-ტრეკერი.
აღნიშნულ მოწყობილობას გააჩნია ყველა უპირატესობა, რაც აქვთ დღემდე არსებულ საგანგაშო ღილაკის სისტემებს.
ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში დაცვის სამსახურს გადაეცემა არამარტო განგაშის სიგნალი, არამედ პულტის მონიტორზე (დეტალურ რუქაზე) გამოჩნდება წყაროს ადგილმდებარეობა, გეოგრაფიული კოორდინატების მითითებით.
აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელი გახდა კოსმოსური თანამგზავრული და მობილური სატელეფონო სისტემების სინთეზის შედეგად.
ის ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს კომერციული ობიექტების მეპატრონეებს, პერსონალს, ექსტრემალურ სიტუაციებში მყოფ პირებს, დაცვის სამსახურებს, VIP პერსონებს, კურიერებს, ტურისტებს, მონადირეებს, მეთევზეებს, მთამსვლელებს, ბავშვებს, მოხუცებს და ა.შ.
ღილაკზე დაჭერით GPS მიმღები კოსმოსური თანამგზავრის მეშვეობით ავტომატურად განსაზღვრავს მათ კოორდინტებს და მომენტალურად გადასცემს მონიტორინგის სამსახურს, რითაც ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს მათ უსაფრთხოებას
უარყოფით მხარე შეიძლება ჩაითვალოს მისი დამოკიდებულება მობილური ოპერატორის (დაფარვის ზონა) და კოსმოსური თანამგზავრების მუშაობაზე (ე.წ. ხილვადობაზე).
გააჩნია შემდეგი შესაძლებლობები:
- პერსონალის ადგილმდებარეობის და გადაადგილების მარშრუტის ჩვენება დროის ნებისმიერი მონაკვეთისთვის
- მეხსიერება (შავი ყუთი) 10000 კმ–ზე
- ინტეგრირებული საგანგაშო ღილაკი
- ხმოვანი კონტროლი მოწყობილობის ირგვლივ
- პერსონალური საგანგაშო ღილაკი VIP პერსონებისთვის
- საშუალებას გაძლევთ ყოველთვის იცოდეთ ახლობელი ადამიანის ადგილმდებარეობა (ბავშვი, მოხუცი, სატრანსპორტო საშუალება, შინაური ცხოველები და ა.შ)
- ფეხით მოსიარულე კურიერების კონტროლი: გადაადგილების მარშრუტი, დანიშნულების პუნქტში მისვლა
- ტურისტების გადაადგილების უსაფრთხოება
- დაცვის თანამშრომლების კეთილსინდისიერების კონტროლი დასაცავი ობიექტების შემოვლის თვალსაზრისით
- 18 საათამდე ავტონომიური მუშაობის შესაძლებლობა.
მობილური GSM საგანგაშო ღილაკი
- მობილური საგანგაშო ღილაკი – არის ტრადიციული სტაციონარული და უსადენო საგანგაშო ღილაკების ალტერნატიული ვარიანტი
- არსებული სისტემებისგან განასხვავებს ოპერატიულობა. არ საჭიროებს არანაირი სამონტაჟო სამუშაოებს, სტაციონარულ და დამატებით დაცვით მოწყობილობებს, სადენებს, კვების წყაროს, ანტენას და ა.შ.
- დამყარებულია ფიჭურ სატელეფონო ტექნოლოგიებზე, მუშაობს იმავე ფიჭური კავშირგაბმულობის არხებზე დიაპაზონში.
- ერთერთ მთავარ უპირატესობას წარმოადგენს ამ მოწყობილობის გადატანის შესაძლებლობა ნებისმიერ სხვა ობიექტზე (საკმარისია მხოლოდ მისამართის შეტყობინება დაცვის სამსახურისთვის)
- ორმხრივი შეტყობინების სერვისი. ღილაკზე თითის დაჭერის, შეტყობინების მიღების შემდეგ, პულტი ავტომატურად აგზავნის დადასტურებას, სმს შეტყობინებას და მომხმარებლისთვის გასაგები ხდება, რომ განგაშის სიგნალი მიღებულია.
- მოქმედების არეალი პრაქტიკულად შეუზღუდავია და დამოკიდებულია მხოლოდ მობილური ოპერატორის დაფარვის ზონაზე (სტანდარტული ე.წ. უსადენო საგანგაშო ღილაკები უზრუნველყოფენ სიგნალის გადაცემას გადამცემი მოწყობილობიდან მხოლოდ რამდენიმე მეტრში).
- მობილური საგანგაშო ღილაკი ასევე შეიძლება გამოიყენოთ როგორც ჩვეულებრივი მობილური ტელეფონი.
მობილური საგანგაშო ღილაკის ერთერთ ნაირსახეობას წარმოადგენს Kontact GSM, რომელიც კავშირის ალტერნატიულ არხად დამატებით იყენებს GPRS და SMS არხებს.
უსადენო საგანგაშო ღილაკი
ე.წ. “ბრელოკი” უკავშირდება რადიოგამცემ მოწყობილობას და გადასცენს განგაშის სიგნალს. მოქმედების რადიუსი პირდაპირი ხრდვის არეში 100 მ-მდე რადიოგადამცემიდან.
დადებითი მხარე: მაღალი საიმედოობა, არა არის დამოკიდებული მობილური ოპერატორის მუშაობაზე.
უარყოფითი მხარე: შეზღუდული დაფარვის ზონა; მოქმედების შეზღუდული რადიუსი
სადენიანი (ფიქსირებული) საგანგაშო ღილაკები
ფიქსირებული საგანგაშო ღილაკები
ფიქსირებული სადენიანი ღილაკები დაკავშირებულია გადამცემ მოწყობილობასთან და ღილაკზე დაჭერისას გადასცემს განგაშის სიგნალს.
შეიძლება მოქმედებაში მოყვანა როგორც ხელით, ასევე ფეხით
LAN საგანგაშო ღილაკები
განგაშის სიგნალის გადასაცემად იყენებს ინტერნეტ ქსელს. ერთ მოწყობილობას შეუძლია ერთდროულად გადასცეს განგაშის სიგნალი 2 სხვადასხვა ღილაკიდან და მოახდინოს მათი იდენტიფიკაცია.
გააჩნია უწყვეტი კავშირის კავშირის კონტროლის მექანიზმი.
საუკეთესო გადაწყვეტაა კომერციული ობიექტების, ინტერნეტის, სატელეფონო ქსელების და სხვა კომუნიკაციების დასაცავად. დადებითი მხარეა ინფორმაციის გადაცემის სისწრაფე, ინფორმაციის ერთდროული გადაცემა 2 ადრესატზე. (დაცვის სამსახური, შიდა უსაფრთხოების სამსახური)
უარყოფითი მხარე: დამოკიდებულია ინტერნეტის ქსელის მუშაობაზე
შეუქმენით თქვენს პერსონალს მუშაობის მშვიდი და უსაფრთხო გარემო