ბინების, ოფისების, აგარაკების ვიდეო მეთვალყურეობა უწყვეტ რეჟიმში

ვიდეოკონტროლი

ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა საშუალებას გაძლევთ ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს აკონტროლოთ თქვენი ოფისი, ბინა, აგარაკი და ა.შ

სიტუაციები, როდესაც ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას:

საცხოვრებელი ადგილის დაცვა

გაიგეთ რა ხდება სახლში ან ოფისში როცა იქ არა ხართ.

  • ინტერნეტით ან ჯსმ მოდულით თქვენ მუდმივად იღებთ ინფორმაციას თქვენი სახლიდან
  • ხომ არ გესტუმრნენ “დაუპატიჟებელი სტუმრები”
  • აკონტროლებთ ბავშვების ქცევას
  • მშვიდად შეგიძლიათ დაუტოვოთ ბავშვი ძიძას
  • დარწმუნდებით რომ თქვენი შვილი დროულად დაბრუნდა სკოლიდან
  • თვალყური ადევნოთ ხანდაზმულ მშობლებს, ავადმყოფებს.
  • ყოველთვის გეცოდინებათ ვინ დგას თქვენს კარებთან, კიბის უჯრედზე
  • გარკვეულ ფორსმაჟორულ სიტუაციებში დროულად შეგიძლიათ ჩაერიოთ და თავიდან აიცილოთ რისკები .

ოფისების დაცვა

სრული კონტროლი თუ რა ხდება სამსახურებრივ კაბინეტებში, შეგიძლიათ ნახოთ ჩანაწერების არქივი და აღადგინოთ მოვლენათა განვითარება. რაც საშუალებას მოგცემთ აამაღლოთ თანამშრომელთა დისციპლინა, შეამციროთ დაცვითი დანახარჯები

ავტომობილების დაცვა

შეგიძლიათ მიმართოთ კამერა ავტომობილების გაჩერების ადგილისკენ და დაზიანების ან სხვა საეჭვო სიტუაციის შემთხვევაში გექნებათ ფაქტობრივი ვიდეო მასალები

საზოგადოებრივი ადგილების კონტროლი

ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა საშუალებას მოგცემთ თვალყური ადევნოთ წესრიგს სასტუმროებში, სასწავლებლებლებში, კომერციულ ობიექტებზე, სამრეწველო და საოფისე კომპლექსებში

უსაფრთხოების კონტროლი

თქვენ მუდმივად გექნებათ საშუალება იყოთ ყველაფრის საქმის კურსში, ეს ნიშნავს ობიექტის დაცვა მუდმივად იმყოფებოდეს გაძლიერებული კონტროლის ქვეშ.
ვიდეოკამერა, რომელიც “უყურებს” პოტენციურ დამნაშავეს, ეს უკვე არის შემაკავებელი ფაქტორი.

ის ასევე არის თანამშრომელთა ქცევის კონტროლის და პასუხისმგებლობის ამაღლების საშუალება.

ვიდეო მეთვალყურეობის სისტემის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ:

  • რა მიზნებისთვის გჭირდებათ ვიდეო მეთვალყურეობა
  • ფართობი, რომლის მეთვალყურეობასაც აპირებთ
  • სად უნდა დადგეს კამერა, ღია ტერიტორიაზე თუ დახურულ სათავსოში
  • მაქსიმალური მანძილი კამერამდე
  • როგორია ტერიტორიის განათება, ხილვადობა
  • როგორ უნდა დამონტაჟდეს ხილულად თუ ფარულად
  • იქნება სტატიკურად დამაგრებული თუ მოძრავი (წრიულად, ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად)
  • გესაჭიროებათ თუ არა კადრის მოახლოება, გადიდება
  • გჭირდებათ თუ არა ჩანაწერების არქივი, რა პერიოდზე
  • აუცილებელია თუ არა ჩაწერის გაგძელება დენის გათიშვის შემთხვევაშიც

დაგვიკავშირდით და ჩვენი სპეციალისტები სრულიად უსასყიდლოდ გაგიწევენ კვალიფიციურ კონსულტაციებს, შეგირჩევენ ვიდო კონტროლის სისტემის ოპტიმალურ ვარიანტს.

ტარიფები

სერვისები

15 წლიანი გამოცდილება
400+ კვალიფიციური თანამშრომელი
1000+ კლიენტი


24 საათიანი :
ოპერატიული რეაგირების ჯგუფები ყველა კვადრატში
სამორიგეო სამსახური და განაცხადების მიღება
უფასო პარკინგი ვიზიტორებისთვის


"დარგის ლიდერი" 2016 წ.
"დარგის ლიდერი" 2017 წ.
"ხარისხის ჯილდო" ოქრო, ჟენევა, 2017 წ.
"ხარისხის ჯილდო" ოქრო, ნიუ იორკი, 2015 წ.
"ხარისხის ჯილდო" ოქრო, ფრანკფურტი, 2013 წ.


სრული მატერიალური პასუხისმგებლობა
ნდობა რომელიც მოვიპოვეთ საქმით