შლაგბაუმები. ვიდეო-აუდიო დომოფონები. სამუშაო დროის აღრიცხვა

დაშვების სისტემები

შლაგბაუმები, ტურნიკეტები, დომოფონები, სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემები

უზრუნველყოფენ ტერიტორიის დაცვას უცხო პირთა შემოჭრისგან, თანამშრომელთა და ვიზიტორთა მიმოსვლის კონტროლს და აღრიცხვას.

დაშვების სიტემა გამოიყენება უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად

ობიექტის იდენტიფიცირება შეიძლება მოხდეს:

ბიომეტრული კონტროლი:

  • თითის ანაბეჭდებით

  • თვალის ბადურით

ელექტრონული ბარათებით

ელექტრონული გასაღებით

პერსონალური, ინდივიდუალური და უნიკალური კოდებით

ავტომანქანის სახელმწიფო ნომრებით და სხვა.

სისტემა შეიძლება მუშაობდეს ავტომატურ რეჟიმშიც

მაგ. კარები გაიღოს კონკრეტულ დროს 9.00 სთ-ზე  და დაიკეტოს 19.00 სთ-ზე

ასევე შეიძლება ლიფტი გარკვეულ სართულებზე ავიდეს ბარათების მიხედვით. ეს მეთოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია ახალაშენებულ კორპუსებში, როდესაც შესახლებულია გარკვეული ნაწილი, ხოლო დანარჩენ ბინებში მიმდინარეობს რემონტი. ამ შემთხვევაში სამგზავრო ლიფტით ისარგებლებენ მხოლოდ ის მაცხოვრებლები, ვისაც ექნება სპეციალური ელექტრონული ბარათები, ხოლო მშენებლები ლიფტით ვერ ისარგებლებენ.

შეიძლება დაპროგრამდეს ე.წ. პირველ მომსვლელზე. როდესაც ობიექტზე გამოცხადდება  პირი, რომელსაც უფლება აქვს იმყოფებოდეს ობიექტზე, მხოლოდ ამის შემდეგ ავტომატურად გაიხსნება ძირითადი კარები

ჩვენთან დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეები საშუალებას იძლევა პიროვნების ან ავტოტრანსპორტის იდენტიფიცირება მოხდეს ინტელექტუალური ვიდეოანალიტიკის სისტემებით, რაც მნიშვნელოვნად სრულყოფილს ხდის სისტემის ფუნქციონირებას და სიზუსტეს, მინიმუმამდე დაჰყავს შეცდომის ე.წ. ადამიანური ფაქტორი.

დაშვება-აღრიცხვის და ვიდეოანალიტიკის ინტეგრაცია უზრუნველყოფს საგანგაშო ვიდეომონიტორინგის სისტემის მაღალ ეფექტურობას მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯებისა და დამატებითი ცოცხალი ძალის გამოყენების გარეშე.

სერვისები

15 წლიანი გამოცდილება
400+ კვალიფიციური თანამშრომელი
1000+ კლიენტი


24 საათიანი :
ოპერატიული რეაგირების ჯგუფები ყველა კვადრატში
სამორიგეო სამსახური და განაცხადების მიღება
უფასო პარკინგი ვიზიტორებისთვის


"დარგის ლიდერი" 2016 წ.
"დარგის ლიდერი" 2017 წ.
"ხარისხის ჯილდო" ოქრო, ჟენევა, 2017 წ.
"ხარისხის ჯილდო" ოქრო, ნიუ იორკი, 2015 წ.
"ხარისხის ჯილდო" ოქრო, ფრანკფურტი, 2013 წ.


სრული მატერიალური პასუხისმგებლობა
ნდობა რომელიც მოვიპოვეთ საქმით