ვიდეოკამერები ინტელექტუალური ანალიზის ფუნქციებით

ვიდეოანალიტიკა

ვიდეო ანალიტიკა. ინტელექტუალური მოდულები

სრულიად ახალი შესაძლებლობები ინტელექტუალური მოდულების ბაზაზე

სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის და ვიდეოსისტემების მეშვეობით შეგიძლიათ:

სახის კონტურებით ადამიანის ამოცნობა და მონაცემთა ბაზაში მათი რეგისტრაცია

ავტომანქანების სახელმწიფო ნომრების ამოცნობა და ფიქსაცია

დაშვების სისტემაში ინტეგრაცია

მიიღოთ სტატისტიკური მონაცემები დროის გარკვეულ პერიოდში ობიექტზე შესული და გამოსული, იქ მყოფი ადამიანების  რაოდენობის შესახებ.

განსაზღვროთ მაქსიმალური და მინიმალური მომხმარებლების რაოდენობრივი მაჩვენებლები პერიოდების მიხედვით და შესაბამისად დაგეგმოთ სამუშაო რეჟიმი, პიკურ პერიოდში დაამატოთ პერსონალი, დაგეგმოთ აქციების დრო და ა.შ

განსაზღვროთ სავაჭრო ობიექზე ან სხვა ობიექტზე მომხმარებლის გადაადგილების ტრაექტორია, ობიექტზე დაყოვნების პერიოდი და ამის შესაბამისად განალაგოთ პროდუქცია

მოსალოდნელი რიგების პროგნოზირება შემოსული და გასული მომხმარებლების ანალიზის საფუძველზე

უმეთვალყუროდ დატოვებული ნივთების აღმოჩენა

ხანძრის და ბოლის აღმოჩენა

არასწორი პარკირების კონტროლი

პერიმეტრის დაცვა არასანქცირებული შეღწევისგან

განსაზღვროთ ობიექტზე აკრძალული ზონები და აღნიშნულ სექტორში მოძრაობის დაფიქსირების შემთხვევაში მიიღოთ შეტყობინება და ჩაირთოს საგანგაშო ვიდეომონიტორი

 სახის ამოცნობა

ვიდეონაკადიდან ავტომატურად იღებს სახის ოპტიმალურ გამოსახულებებს და ინახავს ბაზაში შემდგომი ამოცნობის მიზნით.

სახის ბიომეტრული მონაცემების ფიქსირების ინოვაციური მეთოდი უზრუნველყოფს ამოცნობის მაღალ სიზუსტეს, “შავი სიების” კონტროლი

ადამიანების დათვლა თავშეყრის ადგილებში

სავაჭრო კომპლექსებში, ქუჩაში, მოედნებზე, პარკებში, ვაგზლებში და სხვა მასობრივი თავშეყრის ადგილებში კრიტიკული მასის განსაზღვრა და მასობრივი არეულობების თავიდან აცილება.

სისტემა ავტომატურად ატყობინებს ოპერატორს წინასწარ დადგებილი ზღვრული ოდენობის გადაჭარბებას. შესაძლებელი დაწესდეს ორი  ზღვარი “ყურადღება” და “განგაში”

ვიდეოკამერის საშუალებით აფიქსირებს შემოსული და გასული მომხმარებლების რაოდენობას.

შესალებელია რამდენიმე შესასვლელ-გამოსასვლელების საერთო სტატისტიკა და შენობაში მყოფი მომხმარებლების მაქსიმალური და მინიმალური რაოდენობის დადგენა დროის კონკრეტული პერიოდისთვის.

ადამიანების დათვლა რიგში

ოპერატორს ატყობინებს რიგში ადამიანების დასაშვები რაოდენობის გადაჭარბებაზე, სალაროების გადატვირთვაზე. შესაძლებელია კამერაზე ცალკეული ზონის გამოყოფა, ანგარიშები ერთიანად და ცალცაკე ზონების მიხედვით.

ტრეკინგი

კამერის მხედველობის არეში საგნის გადაადგილების კონტროლი. შეგიძლიათ მიუთითოთ ვირტუალური ხაზი, აკრძალული ზონა, პერიმეტრი ან არე და მისი გადაკვეთის შემთხვევაში იძლევა განგაშის სიგნალს. არქივიდან შეგიძლიათ მიიღოთ ვიდეო ფრაგმენტები ასეთ ფაქტებზე, სადაც გადაიკვეთა ხაზი, ან ობიექტი შევიდა/გავიდა ზონაში

ავტომანქანების ნომრების ამოცნობა

ავტომატურად გამოიცნობს და აფიქსირებს კამერის მხედველობის არეში მოხვედრილი ავტომანქანის ნომრებს, ჩართავს შლაგბაუმს

შეგიძლიათ შექმნათ თქვენი “შავი” და “თეთრი” ნომრების ბაზა, მიუთითოთ კონკრეტული მფლობელის სახელი, გვარი, მარკა, ფერი და შექმნათ ავტომანქანების კონტროლისა და ძებნის საკუთარი ინსტრუმენტი

დატოვებული საგნების დეტექტორი

შეუძლია დატოვებული საგნების აღმოჩენა. თუ კადრში დაფიქსირდება რომელიმე საგანი წინასწარ მითითებულ დროზე მეტ ხანს, სისტემა იძლევა განგაშის სიგნალს. რითაც შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული საგანგებო სიტუაციები (ანტიტერორისტული უსაფრთხოება) მასობრივი თავშეყრის ადგილებში

ნივთების გადაადგილების დეტექტორი

შეგიძლიათ ვიდეოკამერას მიუთითოთ რამდენიმე ნივთი ზონაში და მისი გადაადგილების შემთხვევაში იძლევა განგაშის სიგნალს. საგანგაშო ვიდეომონიტორინგი, აგზავნის სმს შეტყობინებას, ელექტრონულ ფოსტას.

ხმაურის დეტექცია

სისტემა აფიქსირებს ხმაურის არსებულ დონეს კონკრეტული არხისთვის და მისი გადაჭარბების შემთხვევაში იძლევა განგაშის სიგნალს ოპერატორის ეკრანზე, აქტიურდება ვიდეო ჩაწერის რეჟიმი, აგზავნის სმს-ს, ელექტრონულ ფოსტას.

 

პერსონალის აქტიურობის კონტროლი

სისტემა აფიქსირებს რეალურ დროში კონკრეტულ ზონებში პერსონალის აქტიურობას. უზრუნველყოფს აქტიურობის გრაფიკის შესაძლებლობას დროის კონკრეტულ პერიოდებში.

თითეულ კამერას შეუძლია რამდენიმე ასეთი ზონის გამოყოფა

ობიექტის ინტერაქტიული ძებნა

მნიშვნელოვნად აჩქარებს და აადვილებს არქივში ობიექტის ძებნას.

შეგიძლიათ პროგრამაში ჩატვირთოთ ობიექტის ფოტო (ადამიანი, ავტომანქანა, ნებისმიერი მოძრავი ობიექტი) ან მიუთითოთ მისი ფერი, ზომა, მდებარეობა კადრში და სისტემა მოგცემთ ყველა კამერის მიერ დაფიქსირებულ მსგავს ობიექტებს

სერვისები

15 წლიანი გამოცდილება
400+ კვალიფიციური თანამშრომელი
1000+ კლიენტი


24 საათიანი :
ოპერატიული რეაგირების ჯგუფები ყველა კვადრატში
სამორიგეო სამსახური და განაცხადების მიღება
უფასო პარკინგი ვიზიტორებისთვის


"დარგის ლიდერი" 2016 წ.
"დარგის ლიდერი" 2017 წ.
"ხარისხის ჯილდო" ოქრო, ჟენევა, 2017 წ.
"ხარისხის ჯილდო" ოქრო, ნიუ იორკი, 2015 წ.
"ხარისხის ჯილდო" ოქრო, ფრანკფურტი, 2013 წ.


სრული მატერიალური პასუხისმგებლობა
ნდობა რომელიც მოვიპოვეთ საქმით