სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ტექნიკური პრობლემა  წარმოიქმნება ზუსტად იმ დროს, როდესაც სისტემას ზედმიწევნად გამართული  მუშაობა მოეთხოვება

დაცვითი სისტემების სერვისული მომსახურების მიზანი არის მათი მუშაობის სისტემატიური კონტროლი და ტექნიკური ხარვეზების დროული აღმოფხვრა.

დაცვითი სისტემები ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ტექნიკური მოწყობილობა, საჭიროებს პერიოდულ ტექნიკურ მომსახურებას და შეკეთებას სხვადასხვა მიზეზების გამო: 1025

  • “ადამიანური ფაქტორი”.  ვიდეოსერვერის ან ვიდეორეგისტრატორის პარამეტრების, კამერების ან დეტექტორების ხედვის კუთხის შეცვლა, მოკლე ჩართვა, ქსელის გაწყვეტა, გათიშვა რაც შეიძლება გამოწვეული იყოს შეცდომით  ან დაუდევრობით.
  • “მექანიკური ფაქტორი”  24 საათიანი მუშაობის შედეგად შეიძლება მწობრიდან გამოვიდეს მეხსიერების ბლოკი, გამაგრილებელი ვენტილატორები, ირღვევა ობიექტივის ფოკუსი (ავტოდიაფრაგმის მწყობრიდან გამოსვლა)
  • “ელექტრონული ფაქტორი” ელექტროსადენების შემაერთებელი კონტაქტებზე მჟავა ნადებების წარმოქმნა, კვების წყაროს მწყობრიდან გამოსვლა, რეზისტორების, კონდენსატორების ელექტრონული მახასიათებლების ცვლილება
  • “დაჭუჭყიანება და ესთეტიკური ფაქტორი”:
    ვიდეოკამერის და დეტექტორების ოპტიკის დაჭუჭყიანება, ბოლის დეტექტორების ცხაურის გაჭედვა, მტვრისა და ჭუჭყისგან არაესთეტიკური შესახედაობა.
  • ორგანიზაციული ფაქტორი:
    თუ გეგმაზომიერად არ მიმდინარეობს ყოვეთვიური ტექმომსახურება, ინერციის ძალით დღითი-დღე სულ უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა დაცვით სისტემებს, სანამ არ მოხდება საგანგებო შემთხვევა.

ტექნიკური მომსახურების შედეგად დამკვეთი მიიღებს მუდმივად გამართულ ტექნიკურ სისტემას, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მისი აღდგენა მოხდება უფასოდ 24 სთ-ს განმავლობაში

შესასრულებელი სამუშაოების ნუსხა

ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა, სერვერი

  • მთლიანი სისტემის გამართული მუშაობის შემოწმება
  • ვიდეოსერვერის, ეკრანის, მონიტორის კორპუსის, კლავიატურის და ა.შ. გაწმენდა-გასუფთავება
  • სისტემური რესურსის დიაგნოსტიკა, მეხსიერების მასივების და სისტემური შეცდომების გასწორება
  • სისტემის პარამეტრების შემოწმება და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია-გამართვა
  • სერვერის ვენტილაციის და გაგრილების სისტემის დიაგნოსტიკა და რემონტი

ვიდეოკამერები

  • ობიექტივის გაწმენდა
  • კორპუსის გაწმენდა  და კამერის მიმართულების რეგულირება
  • შეერთებების კონტროლი და იზოლირება
  • თერმობუდის გაწმენდა და ჰერმეტულობის აღდგენა

დაცვის და სახანძრო სიგნალიზაცია

  • სპეციალური ხსნარით კორპუსის გაწმენდა
  • კვების ბლოკის გასუფთავება
  • ელექტრო დამცველების  და კონტაქტების ვიზუალური დათვალიერება და შემოწმება
  • სარეზერვო კვებაზე გადასვლის რეჟიმების შემოწმება
  • დეტექტორებისა და შლეიფების შემოწმება
  • შლეიფების პარამეტრების შემოწმება (წინაღობის რომელ დიაპაზონში იწყებს მოქმედებას)
  • ინფორმაციის (შეტყობინების) გადაცემის შემოწმება
  • ბოლის დეტექტორების ცხაურების გასუფთავება
  • უსადენო სიგნალიზაციის ელემენტების შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში გამოცვლა
  • და სხვა

ტექნიკოსის გამოძახება და ხარჯთაღრიცხვის შედგენა უფასოა

ჩვენი უპირატესობები

"მაგისტრი"-ს გუნდი გთავაზობთ სწრაფ და პროფესიონალურ მომსახურებას 24 საათის განმავლობაში

No1 ოქროს ბრენდი
დარგის ლიდერი
200
კერძო კლიენტი
100
ბიზნესი
1
გამოცდილება
100
პერსონალი

”მაგისტრს” შეგიძლიათ მიანდოთ მთელი თქვენი ქონება და იყავით დარწმუნებული, რომ ყველაფერი შესრულდება უმაღლეს დონეზე

თამარ დოლიძე

სტომატოლოგიური კლინიკა “მედი–დენტ+”-ის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი

თუკი შიშმა ჯვარზე გაცვათ, დაგჭირდებათ ჩვენი დაცვა

ცირა ბარბაქაძე

თანამედროვე რიტორიკის აკადემია - დამფუძნებელი და დირექტორი

პროფესიონალებით დაჯგუფებული გუნდი

ბექა უჯმაჯურიძე

პარტნიორები