ხშირად დასმული კითხვები

რა არის დაცვის კომპანია და რატომ არის იგი მნიშვნელოვანი?

დაცვის კომპანია უზრუნველყოფს შენს ბიზნესზე, სახლზე ან ობიექტზე უსაფრთხოებას გეგმით, პროფესიონალური მიდგომით და ტექნოლოგიური მხარდაჭერით.
ეს არ არის მხოლოდ სიგნალიზაცია; ეს სრულყოფილი სისტემა ფიზიკური დაცვით, ვიდეო-მონიტორინგით, დაშვების კონტროლით და სწრაფი რეაგირებით.
ნახე სრულად: “რატომ არის  დაცვის კომპანია აუცილებელი თანამედროვე ბიზნესისთვის

რა ღირს დაცვის მომსახურება?

ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:

  • ობიექტის ფართობი;
  • ლოკაცია;
  • საჭირო მომსახურების ტიპი (ფიზიკური დაცვა, ვიდეომონიტორინგი, სიგნალიზაცია და ა.შ.);
  • 24/7 დაცვა თუ ნაწილობრივი რეჟიმი.

ზუსტი ღირებულება განისაზღვრება ობიექტის დათვალიერებისა და რისკების შეფასების შემდეგ. მოკვლევა უფასოა.

რა განსხვავებაა სიგნალიზაციასა და ცოცხალ დაცვას შორის?

სიგნალიზაცია აფიქსირებს საფრთხეს და აგზავნის სიგნალს, ხოლო ფიზიკური დაცვა უშუალოდ ადგილზე უზრუნველყოფს პრევენციას და რეაგირებას.
სრულყოფილი უსაფრთხოებისთვის, რეკომენდებულია კომბინირებული სისტემა.
სიგნალიზაცია -  რას აკეთებს?

  • აფიქსირებს მოძრაობას, შეღწევას, მინის მსხვრევას, ხანძარს და სხვა რისკებს;
  • აგზავნის სიგნალს მონიტორინგის ცენტრში;
  • რთავს ხმოვან სირენას;
  • გაწვდით შეტყობინებას მობილურზე.

მაგალითად, თანამედროვე სისტემები როგორიცაა Ajax System უზრუნველყოფს:

  • მობილურ აპლიკაციით მართვას
  • დაშიფრულ კომუნიკაციას
  • სწრაფ სიგნალის გადაცემას

ცოცხალი ძალით დაცვა - რას  აკეთებს?

  • აკონტროლებს ტერიტორიას ადგილზე;
  • ამოწმებს საეჭვო პირებს;
  • მართავს დაშვებას (ვინ შედის/გამოდის);
  • რეაგირებს დაუყოვნებლივ ინციდენტზე;
  • ახორციელებს პრევენციას მხოლოდ თავისი ყოფნითაც კი.
რამდენად სწრაფია რეაგირების ჯგუფი?

შეგვიკვეთეთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ფორმით:

  • მობრძანდით ოფისში და შეგვიკვეთეთ
  • თუ დრო არ გაქვთ შეავსეთ ონლაინ განაცხადი ელექტრონულ ფოსტაზე: MAGISTRI@MAGISTRI.GE
  • თუ არ გაქვთ დრო ონლაინ განაცხადის შესავსებად, დაგვიკავშირდეთ ტელ. 2912755; 599473399
  • თუ არ გაქვთ დრო სატელეფონო საუბრებისთვის, უბრალოდ დაგვიტოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ მოვალთ თქვენთან.
  • თუ არცერთი არ გინდათ, მაშინ დარჩით მშვიდად თქვენს პრობლემებთან ერთად
შესაძლებელია თუ არა მხოლოდ ვიდეოკამერების მონტაჟი?

დიახ. შესაძლებელია როგორც დამოუკიდებელი ვიდეომონიტორინგის სისტემის ინსტალაცია, ასევე მისი ინტეგრირება სიგნალიზაციასთან და დაშვების კონტროლთან.

შემიძლია თუ არა სისტემის კონტროლი მობილურიდან?

დიახ. თანამედროვე უსაფრთხოების სისტემები გაძლევთ შესაძლებლობას აკონტროლოთ სიგნალიზაცია და ვიდეოკამერები მობილური აპლიკაციის საშუალებით

რა არის AJAX სიგნალიზაცია და რატომ ითვლება თანამედროვე სტანდარტად?

AJAX არის უსადენო, ინტელექტუალური უსაფრთხოების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ რეაგირებას, ზუსტ დეტექციას და მობილური აპლიკაციით კონტროლს.
მისი მთავარი უპირატესობებია:

  • სწრაფი რეაგირება
  • დაშიფრული კომუნიკაცია
  • ყალბი განგაშის მინიმიზაცია
  • დისტანციური მართვა

მეტი ინფორამცია

რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები უსაფრთხოების დაგეგმვისას?

ყველაზე ხშირი შეცდომებია:

  • მხოლოდ კამერებზე დაყრდნობა;
  • რეაგირების სერვისის არქონა;
  • იაფი და არალიცენზირებული ტექნიკის გამოყენება;
  • რისკების წინასწარი შეფასების გამოტოვება.

მეტი ინფორამცია

რა სარგებელი მოაქვთ ვიდეოკამერებს?

ვიდეოკამერები თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უსაფრთხოების კომპონენტია. ისინი არა მხოლოდ დამატებითი დაცვის დონეს ქმნიან, არამედ უზრუნველყოფენ პროცესების გამჭვირვალობასა და სიმშვიდეს.
მონიტორინგი.
დისტანციური წვდომა.
დაფიქსირება.

შიდა დაცვა თუ დაცვის კომპანია?

ხარისხი

  • შიდა დაცვას არ გააჩნია კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზია
  • შიდა დაცვას არ გააჩნია ის უფლებები, რასაც კანონი ანიჭებს დაცვის სამსახურის მცველს და არც ის ცოდნა და გამოცდილება, რასაც მცველები იღებენ დაცვის სამსახურში მრავაწლიანი მუშაობის, ტრენინგებისა და ინსტრუქციების საფუძველზე
  • მცველების შერჩევა, სწავლება და მუშაობის მონიტორინგი მიმდინარეობს მუდმივად და სისტემატიურად
  • მცველის მუშაობის ხარისხი კონტროლდება თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით და მონიტორინგის სამსახურის მიერ 24 სთ-ს განმავლობაში

გარანტიები

  • ზარალის შემთხვევაში ანაზღაურება ხდება დაცვის სამსახურის მიერ
  • შიდა დაცვის თანამშრომელი ვერ უზრუნველყოფს ზარალის ანაზღაურებას
  • მაქსიმალური პასუხისმგებლობა და სასჯელი, რაც შეიძლება დააკისროთ შიდა დაცვის თანამშრომელს, არის სამსახურიდან მისი გათავისუფლება და ერთი თვის ხელფასის დაკავება

ვრცლად

რა უნდა გავითვალისწინო სანამ უსაფრთხოების სისტემებს შევიძენ?

არამარტო სახლს, ქონებას და თუნდაც საკუთარი თავს, არამედ
გადაწყვეტილების მიღებასაც შესაძლოა საფრთხე დაემუქროს, რადგან დროული, სწორი და კვალიფიციური გადაწყვეტილების მიღება ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია.

გთავაზობთ 4 საკითხს, რომელთა გათვალისწინებაც საჭიროა, რათა სწორად შეარჩიოთ დაცვის სისტემები:

ვინ დაამონტაჟებს სისტემას?
ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში იმუშავებს თუ, არა, უსაფრთხოების სისტემა?

გჭირდებათ თუ არა მონიტორინგი ოპერატიული რეაგირების ჯგუფების მიერ?

რამდენს ხარჯავთ?

ყველა ამ საკითხის გათვალისწინებით, თქვენ შეძლებთ, მიიღოთ ხარისხიანი და გარანტირებული დაცვა, სწორად შერჩეული დაცვის სამსახურებისგან!

მუშაობს თუ არა სიგნალიზაცია ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში?

სისტემას გააჩნია სარეზერვო კვება, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის შეუფერხებელ მუშაობას მინიმუმ 24 საათის განმავლობაში.

რა პასუხისმგებლობას იღებს დაცვის სამსახური თუ მისი მიზეზით კლიენტი მატერიალურად დაზარალდება?
  • ზარალის ანაზღაურების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით, დამკვეთთან შეთანხმებით.
  • მაგისტრის სექურითის ფინანსური პასუხისმგებლობა დამკვეთის წინაშე უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობით, საბანკო გარანტიით და სადაზღვევო პაკეტით.
  • ჩვენი კომპანია ზარალს ანაზღაურებს სრულად, იმ მინიმალურ პერიოდზეც , რომელიც ხელშეკრულებით არის შეთანხმებული რეაგირების ჯგუფის ობიექტზე მისასვლელად
  • პარტნიორი სადაზღვევო კომპანიები უზრუნველყოფენ კლიენტის ქონების დაზღვევას სხვა რისკებზეც შეღავათიანი ტარიფებით
შეიძლება თუ არა სიგნალიზაციის დამონტაჟება გარემონტებულ ბინაში ისე რომ არ დამიზიანდეს კედლები?

დიახ, შესაძლებელია.
თანამედროვე უსადენო უსაფრთხოების სისტემები იძლევა შესაძლებლობას, რომ სიგნალიზაცია დამონტაჟდეს უკვე გარემონტებულ ბინაში კედლების გაჭრისა და კაბელების გაყვანის გარეშე.
ჩვენ ვიყენებთ Ajax Systems-ის უსადენო სისტემებს, რომლებიც მუშაობს:

  • რადიოსიგნალზე (არ საჭიროებს შიდა კაბელირებას);
  • ელეგანტურ, კომპაქტურ დეტექტორებზე;
  • მძლავრ ელემენტებზე (მრავალწლიანი რესურსით);
  • მობილური აპლიკაციით სრულ კონტროლზე.

დეტექტორები მაგრდება სპეციალური სამონტაჟო პლატფორმით, რაც მინიმალურ ჩარევას საჭიროებს და არ აზიანებს ინტერიერს.

ვრცლად

როგორ გავხდეთ თქვენი კლიენტი?

შეგვიკვეთეთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ფორმით:

  • მობრძანდით ოფისში და შეგვიკვეთეთ;
  • თუ დრო არ გაქვთ შეავსეთ ონლაინ განაცხადი ელექტრონულ ფოსტაზე: MAGISTRI@MAGISTRI.GE
  • თუ არ გაქვთ დრო ონლაინ განაცხადის შესავსებად, დაგვიკავშირდეთ ტელ. 2912755; 599473399
ოჯახის წევრები თითქმის მუდმივად იმყოფებიან სახლში და სიგნალიზაციის საჭიროება და მისი შეძენის საშუალება არ გვაქვს, მაგრამ პერიოდულად მივემგზავრებით ქალაქგარეთ აგარაკზე მოკლე პერიოდით. როგორ დავიცვა ჩემი ბინა ამ შემთხვევაში?

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი სერვისით “სეზონური მომსახურება”  ჩვენი სპეციალისტები უფასოდ დაამონტაჟებენ სიგნალიზაციის სისტემას. თქვენ გადაიხდით მხოლოდ სააბონენტო მომსახურების ღირებულებას.

სახლიდან გამოსვლისას დამავიწყდა სიგნალიზაციის ჩართვა, სამსახურში მაგვიანდება, როგორ მოვიქცე?

თქვენ შეგიძლიათ ტელეფონით დარეკოთ  და თქვენივე კოდით ობიექტი აიყვანოთ დაცვაზე ან მოხსნათ დაცვიდან

მე ვსარგებლობ ერთერთი კერძო ფირმის მომსახურებით. მომსახურების ხარისხზე სასაყვედურო ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ვისარგებლებ თქვენი მომსახურებით, რა უპირატესობას მივიღებ?

პორტირების შემთხვევაში:

  • სრული მატერიალური დაზღვევა
  • უფასო 1-თვიანი სატესტო მომსახურება
  • ინდივიდუალური შეღავათები
  • სისტემის განახლება-მოდერნიზაცია უფასოდ
  • სახანძრო დეტექტორი, დომოფონი, საგანგაშო მობილური ტელეფონი, CO გაზის დეტექტორი და სხვა უფასოდ დამატებითი უფასო მომსახურებები (სმს, გაცილება, ტრანსპორტირება, ინკასაცია, კონსულტაცია და სხვ.

    ჩვენ ორიენტირებული ვართ თქვენთან ხანგრძლივ თანამშრომლობაზე, ამიტომ თქვენ გარანტირებულად მიიღებთ იმას რაც ნამდვილად გჭირდებათ და რასაც გპირდებით.

როგორ გავხდეთ თქვენი კლიენტი?

შეგვიკვეთეთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ფორმით:

  • მობრძანდით ოფისში და შეგვიკვეთეთ
  • თუ დრო არ გაქვთ შეავსეთ ონლაინ განაცხადი ელექტრონულ ფოსტაზე: MAGISTRI@MAGISTRI.GE
  • თუ არ გაქვთ დრო ონლაინ განაცხადის შესავსებად, დაგვიკავშირდეთ ტელ. 2912755; 599473399
  • თუ არ გაქვთ დრო სატელეფონო საუბრებისთვის, უბრალოდ დაგვიტოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ მოვალთ თქვენთან.
  • თუ არცერთი არ გინდათ, მაშინ დარჩით მშვიდად თქვენს პრობლემებთან ერთად
ჩემი მაღაზია აღჭურვილია მეტალის გისოსებით და რკინის კარებით, საიმედო საკეტით, მყავს ყარაული და ძაღლი. რითი ჯობია “თქვენი სისტემა” “ჩემს სისტემას”?
  • ელექტრო ყარაული არ იძინებს, არ სვამს, არ აგვიანებს, არ აცდენს სამსახურს, ვერც  დააფრთხობ, ვერც დაემუქრები, ქურდებს არ  აძლევს “ნაკოლს”.
  • სამწუხაროდ გისოსებს ჭრიან, საკეტებსაც არგებენ გასაღებს და ა.შ.
  • რაც შეეხება ძაღლს, ის ნამდვილად კარგი მეგობარი და ყარაულია მაგრამ პასუხს ვერ მოსთხოვ თუ დროულად არ დაიყეფა და ვერ გაგაგებინათ ხანძრის ან ქურდობის შესახებ
როგორ გავიგო ჩემი ობიექტი აყვანილია თუ არა დაცვაზე?
  • სიგნალიზაციის კოდის აკრეფის შემდეგ თქვენ ავტომატურად სმს შეტყობინების სახით იღებთ შესაბამის ინფორმაციას.
  • თუ დაგავიწყდათ ობიექტის დაცვაზე აყვანა, თქვენ ავტომატურად მიიღებთ სმს შეხსენებას ამის შესახებ
მუშაობს თუ არა სიგნალიზაცია ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში?

სისტემას გააჩნია სარეზერვო კვება, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის შეუფერხებელ მუშაობას მინიმუმ 24 საათის განმავლობაში

რა პასუხისმგებლობას იღებს დაცვის სამსახური თუ მისი მიზეზით კლიენტი მატერიალურად დაზარალდება?
  • ზარალის ანაზღაურების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით, დამკვეთთან შეთანხმებით.
  • მაგისტრის ფინანსური პასუხისმგებლობა დამკვეთის წინაშე უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობით, საბანკო გარანტიით და სადაზღვევო პაკეტით.
  • ჩვენი კომპანია ზარალს ანაზღაურებს სრულად, იმ მინიმალურ პერიოდზეც , რომელიც ხელშეკრულებით არის შეთანხმებული რეაგირების ჯგუფის ობიექტზე მისასვლელად
  • პარტნიორი სადაზღვევო კომპანიები უზრუნველყოფენ კლიენტის ქონების დაზღვევას სხვა რისკებზეც შეღავათიანი ტარიფებით
შეიძლება თუ არა სიგნალიზაციის დამონტაჟება გარემონტებულ ბინაში ისე რომ არ დამიზიანდეს კედლები?

შეიძლება. ამისთვის გამოიყენება უსადენო სიგნალიზაციის სისტემა

რეაგირებს თუ არა სიგნალიზაცია შინაურ ცხოველებზე?

არსებობს დეტექტორების  სახეობა , რომელიც არ რეაგირებს 30-45 კგ-ზე ნაკლებ მასაზე

რა დრო სჭირდება დაცვის სიგნალიზაციის მონტაჟს?

ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 დღე