სამედიცინო ღილაკები მარტოხელა და შშმ პირებისთვის

სამედიცინო ღილაკები

ოჯახის წევრების საზრუნავი საყვარელი ადამიანების ასაკის მატების პარარელურად იზრდება.  როდესაც ხანდაზმულ პირს არ ჰყავს ყოველდღიური მზრუნველი ან ოჯახისგან მოშორებით, დამოუკიდებლად ცხოვრებას ამჯობინებს, ან სულაც ძირითად დროს სახლში მარტო ატარებს, როგორ შეგვატყობინებს საგანგებო შემთხვევებში, თუ კი იგრძნობს ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებას (თუ კი ვერ ახერხებს ტელეფონის გამოყენებას)  რომ სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო დახმარება? 

ჩვენ გთავაზობთ სამედიცინო ღილაკებს თქვენი უძვირფასესი ადამიანებისთვის:

სამედიცინო (სიგნალიზაცია) ღილაკი მარტოხელა ხანდაზმულ ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანს საშუალებას აძლევს მობილურ ღილაკზე, რომელიც მუდმივად თან აქვს, თითის დაჭერით გააგზავნოს სასწრაფო შეტყობინება შესაბამის სამსახურთან ან ახლობელთან როცა მას დახმარება ესაჭიროება და ვერ ახერხებს ტელეფონის ხელში აღებას და დარეკვას. ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში მაგისტრი სამსახურის 24 საათიანი ქოლ-ცენტრის ოპერატორი ცდილობს დაუკავშირდეს აბონენტს ან ავადმყოფის ახლობლებს, მკურნალ ექიმს და ა.შ. დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში კი შეიძლება სტანდარტულ სისტემას დაემატოს წაქცევის მაუწყებელი. გონის დაკარგვის და წაქცევის შემთხვევაში სისტემა ავტომატურად გააგზავნის განგაშის სიგნალს.

სამედიცინო ღილაკი ესაჭიროებათ შშმ, ნერვული სისტემის დაზიანების მქონე პირებს, გულ-სისხლძარვთა სისტემის, შაქრიანი დიაბეტის და ა.შ. დაავადების მქონე ადამიანებს.

სამედიცინო სიგნალიზაცია პირველად დაინერგა გერმანიაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების გასაადვილებლად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მარტოხელა ავადმყოფი ადამიანებისთვის.

საგანგებო შემთხვევებში, როდესაც ადამიანი იგრძნობს ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებას და არ შეუძლია ტელეფონზე ნომრების დამოუკიდებლად აკრეფა, საკმარისია, ღილაკზე დაჭერა. უსადენო ღილაკი საშუალებას აძლევს ადამიანს შეუფერხებლად გადაადგილდეს ბინაში და მუდმივად ახლოს ჰქონდეს მოწყობილობა.

სამედიცინო ღილაკი ასევე შეიძლება აღიჭურვოს GPS ფუნქციით და უკვე მისი სარგებლობა შესაძლებელი იქნება დედამიწის ნებისმიერ წერტილში, სადაც არის ფიჭური კავშირგაბმულობა. GPS მოწყობილობა საშუალებას მოგცემთ დაადგინოთ აბონენტის ადგილმდებარეობა. საუკეთესო საშუალებაა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აწუხებთ მეხსიერების დაკარგვის პრობლემა.

აღნიშნული სპეციალური მოწყობილობა საშუალებას იძლევა სამედიცინო ღილაკები გამოყენებულ იქნას ბინის გარეთაც და რამდენიმე მეტრის სიზუსტით დადგინდეს ადამიანის ადგილსამყოფელი და ამგვარად გაეწიოს მას დახმარება მაშინაც კი, როცა ავადმყოფს, ან მოხუცს არ შეუძლია შეატყობინოს თუ სად იმყოფება.

სამედიცინო ღილაკები – თქვენი სიმშვიდისთვის და მათი ჯანმრთელობისთვის!

სერვისები

15 წლიანი გამოცდილება
400+ კვალიფიციური თანამშრომელი
1000+ კლიენტი


24 საათიანი :
ოპერატიული რეაგირების ჯგუფები ყველა კვადრატში
სამორიგეო სამსახური და განაცხადების მიღება
უფასო პარკინგი ვიზიტორებისთვის


"დარგის ლიდერი" 2016 წ.
"დარგის ლიდერი" 2017 წ.
"ხარისხის ჯილდო" ოქრო, ჟენევა, 2017 წ.
"ხარისხის ჯილდო" ოქრო, ნიუ იორკი, 2015 წ.
"ხარისხის ჯილდო" ოქრო, ფრანკფურტი, 2013 წ.


სრული მატერიალური პასუხისმგებლობა
ნდობა რომელიც მოვიპოვეთ საქმით