fbpx

ჭკვიანი სახლი

ჭკვიანი სახლი

ჭკვიანი სახლი ეს არის სრულად ავტომატიზირებული საცხოვრებელი სივრცე, რომლის დისტანციური მართვაც შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ინტერნეტში დაკავშირებული მობილურის საშუალებით…

თუკი სახლიდან გამოსულს საკუთარი თავისთვის ერთხელ მაინც გიკითხავთ „ უთო ან განათება ხომ არ დამრჩა ჩართული?“ გილოცავთ, რადგან

ამ კითხვაზე  პასუხს სახლში  დაბრუნების გარეშე, თქვენი მობილურის საშუალებით მიიღებთ და ამასთანავე, შეძლებთ ყველა ჩართული მოწყობილობის გათიშვას დისტანციურად.

ჭკვიან სახლს შეუძლია გააკონტროლოს და შესაბამისად მართოს სხვადასხვა აპარატურა, როგორებიცაა: დენის როზეტი, განათება, ტემპერატურა, ტენიანობა, კვამლი, ინფრაწითელი მართვით კონტროლირებადი მოწყობილობები, კარებები და ასე შემდეგ.

ჭკვიანი დომოფონის სისტემებიჭკვიანი სახლის სისტემები

 

 

გიზიარებთ ჭკვიანი სახლის ყველაზე მოთხოვნად ფუნქციებს


1. ენერგიის წყაროს გათიშვა დისტანციურად

იმ შემთხვევაში თუ მოინდომებთ სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის მართვას, უნივერსალური ღილაკით, სახლიდან გასვლისას შეგიძლიათ გათიშოთ ყველა ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც უკავშირდება დენის წყაროს.

ჭკვიანი სახლის სისტემებიმაგისტრი - ჭკვიანი სახლის სისტემები

2. ავტონომიური სიგნალიზაცია

– მოძრაობის სენსორი –  უცხო პირის მოძრაობის დაფიქსირების შემთხვევაში განგაშის სიგნალი იგზავნება თქვენს მობილურში.
– კვამლის დეტექტორი – ახდენს კვამლის აღმოჩენას ჩაშენებული ხმამაღლა მოლაპარაკის საშუალებით რთავს სირენას, პარალელურად აგზავნის შეტყობინებას მობილურ ტელეფონზე;
– გაზის გაჟონვის სენსორი – ახდენს ბუნებრივი აირის შემცველობის გაზომვას ჰაერში და კონცენტრაციის გაზრდისთანავე ჩაშენებული ხმამაღლა მოლაპარაკის საშუალებით რთავს სირენას, პარალელურად აგზავნის შეტყობინებას მობილურ ტელეფონზე ;
– წვიმისა და სისველის  სენსორი – წვიმის წამოსვლის შემთხვევაში იძლევა სიგნალს და შეტყობინებას აგზავნის მობილურში. სისველის სენსორი კი გიცავთ წყლის გაჟონვისგან და დატბორვისგან;
– ტემპერატურის კონტროლი – ტემპერატურის სენსორი უერთდება გათბობის სისტემას და ინარჩუნებს სახლში მითითებულ ტემპერატურას.

ჭკვიანი სახლის სისტემებიმაგისტრი - ჭკვიანი სახლის სისტემები

3. ჭკვიანი ნათურა

განათების ავტომატიზირება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს წარმოადგენს ჭკვიანი სახლის სისტემებს შორის. განათების ავტომატიზირება გულისხმობს განათების მართვას, როგორც არსებული ტრადიციული მეთოდით, ისე დისტანციურად, მანძილის შეუზღუდავად. გაითვალისწინეთ, რომ განათების ავტომატიზირებას აქვს სხვადასხვა პრაქტიკული გამოყენება. მაგალითდ:

  • სხვადასხვა ადგილიდან სახლში განათების ჩართვა, გამორთვა და ტაიმერზე დაყენება.
  • სახლის კარების გაღებისას, შემოსასვლელში შუქის ანთება
  • უსაფრთხოების კუთხით, სახლში არასასურველი სტუმრის გამოჩენის შემთხვევაში შუქების ანთება და ა.შჭკვიანი სახლის სისტემები

ჭკვიანი სახლი

4. ჭკვიანი დომოფონი

ჭკვიანი სახლის კიდევ ერთი განუყოფელი ნაწილია ჭკვიანი დომოფონი, რომელიც სტუმრის მიღებას უფრო კომფორტულს ხდის. სტუმრის მიერ გარე ღილაკზე თითის დაჭერისას, თქვენ შემოგივათ ვიდეო ზარი, როგორც სახლის შიდა ეკრანზე, ისე საკუთარ სმარტფონზე. კარის გაღებისთვის აუცილებელი არაა სახლში იმყოფებოდეთ. უფრო მეტიც. მნიშვნელობა არ აქვს მსოფლიოს რომელ წერტილში იმფოფებით, რადგან ნებისმიერი მანძლიდან შეძლებთ აწარმოოთ ორმხრივი აუდიო-ვიდეო კომუნიკაცია და მოახდინოთ კარის გაღება

ჭკვიანი დომოფონი
ჭკვიანი დომოფონი

ჭკვიანი სახლის უპირველესი მიზანია: გაგიმარტივოთ ყოველდღიური ცხოვრება, დაგიზოგოთ დრო, შემოგთავაზოთ უსაფრთხოების უმაღლესი და თანამედროვე სტანდარტები, დაგიზოგოთ ენერგო რესურსები.

შეკვეთისთვის დაგვიკავშირდით: 599 11 20 20

დაცვის სამსახური “მაგისტრი” – ხარისხი, რომელიც გიცავთ!

კომენტარის დატოვება