ქალი თუ კაცი?

პირადი მცველი-ქალის, უპირატესობები:

შეუძლია თავისუფლად იმყოფებოდეს ისეთ ადგილებში, სადაც მამაკაცის ყოფნა შეუძლებელი ან გართულებულია

  • როგორც წესი ქალისგან არ ელოდებიან  სერიოზულ წინააღმდეგობას და აგრესიას, საშიშროებას და ამიტომ ნაკლებად აღიქვამენ როგორც პირად მცველს
  • ზოგიერთ შემთხვევაში პირადი მცველი ქალი შეუცვლელია, მაგ. როდესაც ჩხუბობენ ქალები. თუ პირადი მცველი მამაკაცი შეეცდება ერთერთის დაცვას, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ სრულიად ჯენტლმენური მოსაზრებით  ჩაერიოს უცხო მამაკაცი.
  • ქალს-პირად მცველს არსენალში ობიექტურად გააჩნია მეტი საშუალებები. შეუძლია განასახიეროს საქმიანი პარტნიორი, მდივან-რეფერენტი, დელეგაციის მეორეხარისხოვანი წევრი, მოსამსახურე, ბავშვების მომვლელი, მასწავლებელი, მეგობარი ქალი, ცოლი, შვილი და ა.შ.
  • პირად მცველ ქალს ფიზიკური ძალით არ შეუძლია მეტოქეობა გაუწიოს მამაკაცს, მაგრამ გააჩნია სხვა უპირატესობა-მოულოდნელობის ეფექტი, სხვადასხვა იარაღის და სახელდახელო საგნების გამოყენება (აეროზოლი, ელექტროშოკი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ა.შ.
  • პირად მცველ ქალს გააჩნია უპირატესობა თუ დასაცავი პირი ქალია. მას შეუფერხებლად შეუძლია იმყოფებოდეს მასთან ყველგან (ტუალეტი, სილამაზის სალონი, სპორტული დარბაზები)
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემებში აპრობირებულია  გამოკვლეული ფსიქოლოგიური მეთოდი, რომლის მიხედვითაც პოტენციური დამნაშავისა თუ ტერორისტის წინააღმდეგ უფრო ეფექტურად იმოქმედებს იდენტური სქესის წარმომადგენელი აზროვნების მსგავსების გამო.

კომენტარი