საგანგაშო ვიდეომონიტორინგი. ინტელექტუალური კამერები

საგანგაშო ვიდეომონიტორინგი

გთავაზობთ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ორგანიზებას ტერიტორიულად სხვადასხვა ადგილას განლაგებული ობიექტებიდან.

შეგიძლიათ ჩვენი ქსელის მეშვეობით ერთი ფანჯრის პრინციპით მონიტორინგი აწარმოოთ სხვადასხვა მწარმოებლის და სხვადასხვა ტიპის ვიდეოკამერების, მათ შორის ანალოგური და ციფრული კამერებისთვისაც.

გთავაზობთ ობიექტების ვიდეომონიტორინგს ჩვენი 24 საათიანი მონიტორინგის სერვისის მეშვეობით.

კვალიფიციური კადრების მეშვეობით მოხდება თქვენი ობიექტის მონიტორინგი კონკრეტული ამოცანების შესაბამისად

აღნიშნული მეთოდი დაგიზოგავთ თანხას,  დროს და შრომით რესურსებს.

საგანგაშო ვიდეომონიტორინგი

მაგისტრი ნერგავს ახალი ტექნოლოგიის სერვისს: საგანგაშო IP ვიდეომონიტორინგი.

აღნიშნული სერვისი წარმოადგენს ვიდეომონიტორინგის, ვიდეოანალიტიკის, საგანგაშო ღილაკის და სიგნალიზაციის სინთეზს.

ახალი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა თვისებრივად ახლებურად იქნას უზრუნველყოფილი უსაფრთხოება და წესრიგი დასაცავ ობიექტზე. მაქსიმალურად შემცირებულ იქნას ადამიანური ფაქტორი, შემცირდეს დანახარჯები ცოცხალ დაცვაზე. ფასის და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობა.

დღეისთვის დაცვის სიგნალიზაციაზე არის საკმაოდ მაღალი მოთხოვნილება, არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება ბიზნესის უსაფრთხოებისთვის, მატერიალური ფასეულობების ქურდობისგან დასაცავად.

12 წლიანმა გამოცდილებამ გვიჩვენა რომ მიუხედავად უამრავი დადებითი მხარეებისა, სიგნალიზაციას გააჩნია ერთი არსებითი ნაკლი-ის რეაგირებს მაშინ როცა უკვე მოხდა ობიექტზე არასანქცირებული შეღწევა, ანუ პოსტფაქტუმ, როცა დანაშაული უკვე მომხდარია, დარღვეულია შენობის კონსტრუქციული მთლიანობა (კარები, ფანჯრები, კედლები და ა.შ).

ამ რისკების შესამცირებლად რამდენიმე წლის წინ ჩვენ დავნერგეთ დისტანციური ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.

როგორც პრაქტიკამ აჩვენა ეს მეთოდი კარგია დანაშაულის დასაფიქსირებლად და გასახსნელად მაგრამ არა პროფილაქტიკისთვის, ვინაიდან ოპერატორისთვის ძალიან ძნელია ერთდროულად აკონტროლოს ვიდეოინფორმაციის დიდი მასივი და აღმოაჩინოს გარკვეული დარღვევა.

ამასთან დაკავშირებით მიმდინარე პერიოდიდან დავნერგეთ პრინციპულად ახლებური მეთოდი-საგანგაშო ვიდეომონიტორინგი: იგივე ვიდეომონიტორინგი ოღონდ არსებითი დამატებით-საგანგაშო მონიტორით.

მონიტორზე გამოდის მხოლოდ იმ კამერის ვიდეოგამოსახულება, სადაც ხდება წინასწარ დაპროგრამებული მოქმედება: გარკვეულ დროს გარკვეულ ზონებში მოძრაობის დაფიქსირება, ნებისმიერი ცვლილება კადრში.

ეს აძლევს საშუალებას ოპერატორს დროულად მოახდინოს რეაგირება, გააანალიზოს სიტუაცია და გააგზავნოს ობიექტზე ოპერატიული რეაგირების ჯგუფი.

ეს შესაძლებელი გახდა სისტემაში ვიდეოანალიტიკის ბლოკების და მოდულების ჩანერგვის შედეგად.

საგანგაშო ვიდეომონიტორინგი გათვლილია მომხმარებელთა ფართო წრეზე და ხელმისაწვდომია მათთვის ვინაიდან ცოცხალი ძალით დაცვასთან შედარებით გაცილებით დაბალი ღირებულებისაა.

ფასის და ხარისხის ოპტიმალური თანაფარდობა.

გამოყენებაშია მაღალი გარჩევადობის 3 და მეტი მეგაპიქსელიანი კამერები ინფრაწითელი განათებით, რაც უზრუნველყოფს კამერის მაღალ გარჩევადობას და დაბალი განათების პირობებში ფუნქციონირებას

საგანგაშო ვიდეომონიტორინგის დამატებითი შესაძლებლობები:

შესაძლებელი ხდება გაკონტროლდეს არამარტო შენობის შიდა ნაწილი, არამედ ღია სივრცე, ქუჩა, მოედანი, ღია საწყობები და ა.შ.

მობინადრეს შეუძლია რეალურ დროში ინტერნეტში ჩართული მობილური ტელეფონით ან სმარტფონით აკონტროლოს ეზო, სათამაშო მოედანი, სკოლა და ა.შ. ადგილები სადაც თამაშობენ და სეირნობენ ბავშვები, ავტოსადგომი, სადარბაზო და სხვა.

საგანგაშო ვიდეომონიტორინგის დანერგვა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს უსაფრთხო ქალაქის და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის სფეროში, პოლიციის და კერძო დაცვითი სამსახურების ერთობლივ ღონისძიებებში

იხილეთ დამატებითი ფუნქციები და პროგრამული მოდულები

სერვისები

15 წლიანი გამოცდილება
400+ კვალიფიციური თანამშრომელი
1000+ კლიენტი


24 საათიანი :
ოპერატიული რეაგირების ჯგუფები ყველა კვადრატში
სამორიგეო სამსახური და განაცხადების მიღება
უფასო პარკინგი ვიზიტორებისთვის


"დარგის ლიდერი" 2016 წ.
"დარგის ლიდერი" 2017 წ.
"ხარისხის ჯილდო" ოქრო, ჟენევა, 2017 წ.
"ხარისხის ჯილდო" ოქრო, ნიუ იორკი, 2015 წ.
"ხარისხის ჯილდო" ოქრო, ფრანკფურტი, 2013 წ.


სრული მატერიალური პასუხისმგებლობა
ნდობა რომელიც მოვიპოვეთ საქმით