fbpx

როგორ დავიცვათ ოჯახი და ბიზნესი კარანტინის პირობებში – უფასოდ!

მაგისტრი; დაცვა

Covid-19-მა  შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა – დაიკეტა მაღაზიები, ოფისები  და საწყობები;
მოქალაქეთა ნაწილმა დატოვა ბინა და დროებით საცხოვრებლად გადავიდა აგარაკზე, ნაწილი კი პირიქით, იძულებული გახდა აგარაკიდან ქალაქში დაბრუნებულიყო.

მუდმივად დაკეტილი კომერციული თუ საცხოვრებელი ფართები, საკარანტინო პირობებში,

ქურდობისთვის ქმნის ხელსაყრელ პირობებს.

 

ნუ დაკარგავთ კონტროლს თქვენს აქტივებზე

დარჩით თვითიზოლაციაში, მაგრამ სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით იზრუნეთ, როგორც პირად, ასევე ბიზნესის უსაფრთხოებაზე:

  • სატელეფონო ზარებს დახმარების თხოვნაზე შეხვდით კრიტიკულად, ნუ ენდობით უცნობებს;
  • გააფრთხილეთ ბავშვები არ გაუღონ კარები უცნობებს;
  • ყურადღებით და ფრთხილად იყავით ბანკომატებიდან ფულის გამოტანისას;
  • შეამოწმეთ ბინაში საკეტების გამართულობა;
  • დაამონტაჟეთ სიგნალიზაცია დამოუკიდებლად ან ისარგებლეთ ლიცენზირებული მომსახურებით;
  • კარები, ფანჯრები, სათადარიგო შესასვლელები უნდა იყოს ბლოკირებული საიმედო საკეტებით, გისოსებით, რაც მნიშვნელოვნად გაართულებს შენობაში შეღწევას, გაზრდის დროს, ხშირ შემთხვევაში საერთოდ დაუკარგავს არასანქცირებული შეღწევის სურვილს;
  • ვიდეომეთვალყურეობის თანამედროვე სისტემები ხელმისაწვდომია, როგორც ფასის, ასევე მონტაჟის სიმარტივით. ონლაინ რეჟიმში მობილური ტელეფონით აკონტროლეთ თქვენი ობიექტი. შეღწევის შემთხვევაში დაუკავშირდით პოლიციას. გაუკეთეთ ვიდეოკონტროლის, სიგნალიზაციის სტიკერი;
  • ისარგებლეთ საკუთრების დაცვის ალტერნატიული შესაძლებლობით -დაზღვევით. ბევრი სადაზღვევო კომპანია უზრუნველყოფს ზარალის ანაზღაურებას ხანძრის, სტიქიური მოვლენების და პირთა მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შემთხვევაში

ამ რთულ პერიოდში , დაცვის სამსახური „მაგისტრი“ აგრძელებს მუშაობას გაძლიერებულ რეჟიმში, კლიენტების უსაფრთხოებისთვის.

მაგისტრის ყველა თანამშრომელი გადის ყოველდღიურ თერმოსკრინინგს, უტარდებათ სათანადო ინსტრუქტაჟი, დაცვის ობიექტებზე მცველების უსაფრთხო ტრანსპორტირება ხდება კომპანიის ავტოტრანსპორტით, სრულად ვიცავთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, ტექნიკური პერსონალი და სწრაფი რეაგირების ჯგუფები მუშაობენ დამცავი პირბადეებით, დამცავი ფარებით, ხელთათმანებით; დაემატა 24 საათიანი რეაგირების ჯგუფები, ოფისის თანამშრომლები მუშაობენ თოთხმეტდღიანი ინტერვალებით და სხვ.

დაცვა უფასოდ
უფასო დაცვითი მომსახურება პანდემიის დროს

კორონავირუსული პანდემიის პერიოდში, შეგიძლიათ მიიღოთ, თქვენი სახლის და ბიზნესის მაღალი ხარისხის დაცვა სრულიად უფასოდ.

ჩვენ მოხარული ვიქნებით დაგეხმაროთ და მონაწილეობა მივიღოთ სოციალური ურთიერთ თანადგომის აქციაში.

თუ ჯერ კიდევ არ სარგებლობთ მაგისტრის დაცვითი მომსახურებით, ეს აქცია თქვენთვისაა!

  • დაცვითი სიგნალიზაციის აპარატურა უფასოდ;
  • მოკვლევა და მონტაჟი უფასოდ;
  • სააბონენტო მომსახურება უფასოდ;

უფასო მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ საგანგებო მდგომარეობის მთელ პერიოდზე!

 

ვის შეუძლია აქციაში მონაწილეობის მიღება

ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ვისაც დღემდე არ უსარგებლია ელექტრონული დაცვითი სიგნალიზაციით ან უკმაყოფილოა მომსახურებით და სურს მიიღოს მაღალი ხარისხის სერვისები.

აქციაში მონაწილეობის წინაპირობაა ხელშეკრულების გაფორმება – არანაკლებ 1 წლის ვადით.


რას მიიღებთ დამატებით

– სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ დაცვითი მომსახურებით სარგებლობას, შეკვეთის გაფორმებიდან 48 საათში;
– მოკვლევა და მონტაჟი განხორციელდება ყველანაირი ჰიგიენური წესის დაცვით;
– ხელშეკრულების გაფორმება მოხდება ონლაინ ან თქვენი სურვილის შემთხვევაში, ჩვენი კურიერი მას სახლში მოგიტანთ;
– მომსახურება 24/7-ზე


როგორ შევუკვეთოთ?

დაგვიკავშირდით:
ტელ: 599 11 20 20; 2 91 27 55
ელ. ფოსტა: magistri@magistri.ge
Facebook: https://www.facebook.com/Magistri.ge/

ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს უსაფრთხოებაზე!

დაცვის სამსახური “მაგისტრი” – ხარისხი, რომელიც გიცავთ!

კომენტარის დატოვება