მაგისტრი – ნომერ პირველი ოქროს ბრენდი

სიხარულით გაცნობებთ, რომ დაცვის კომპანია მაგისტრი რიგით მეორედ დაჯილდოვდა ნომერ პირველი ოქროს ბრენდის სტატუსით!

🔹 26 ივნისს შატო მუხრანში Global Idea-ს და The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებული, მედიაში ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის რიგით მეთექვსმეტე დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა!

🥇 უკვე მეორედ გავხდით ამ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელები!
ჩვენთვის ეს არის გამოწვევა, რათა შევინარჩუნოთ ნომერ პირველი ოქროს ბრენდის ტიტული და მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი შემართებით შევთავაზოთ ხარისხიანი მომსახურება.

❤️ ვფიქრობთ, რომ „მაგისტრი“-ს მთელი გუნდის დაუღალავი შრომისა და ენთუზიაზმის დამსახურებაა ის, რომ ნომერ პირველი ოქროს ბრენდის სტატუსის მფლობელები გავხდით

🔍 ოქროს ბრენდი რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანია, რომელიც საქართველოში კომპანია Global Idea-ს და The FINANCIAL-ს ეკუთვნის.

წელს, მედიის თანდასწრებით 57 გამარჯვებული ბრენდი დასახელდა

🔹 ბრენდების ნომინირება მათი ცნობადობის, ხარისხის, პიარ და მარკეტინგულ საქმიანობაში გაწეული მუშაობის გათვალისწინებით მოხდა.

🔹 ღონისძიებას 100-ზე მეტი უმსხვილესი ქართული და უცხოური ბიზნეს კომპანიების ტოპ მენეჯმენტი ესწრებოდა, ასევე საპატიო სტუმრები უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებიდან. ტიტული ოქროს ბრენდი, ენიჭებათ კომპანიებს 2006 წლიდან. მისი მფლობელები არიან როგორც საქართველოს ასევე საერთაშორისო უმსხვილესი კომპანიები.

🤝 მადლობა ნდობისთვის და არჩევანისთვის! ♥️