ყველას გვინახავს და მოგვისმენია, თუ როგორ მოიტაცა უცხო პირმა პატარა და ყოველთვის ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენ შვილს არ დაემართება. გაითვალისწინეთ – ზუსტად ეს უნდათ ბოროტმოქმედებსაც. რაც უფრო ადრეულ ასაკში ასწავლით შვილს პირადი უსაფრთხოების დაცვას და კრიტიკული სიტუაციებიდან თავის დაღწევას, ყველაფერი ბევრად გამარტივდება. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და გახსოვდეთ, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
- ასწავლეთ შვილებს საგანგაშო ზარის აკრეფა/განხორციელება. დარწმუნდით, რომ მათ კარგად გაიაზრეს როდის უნდა დარეკონ ამ ნომერზე. მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ბავშვს გადაურჩენია მშობელი, რადგან მათ იცოდნენ როდის და როგორ დაერეკათ საგანგაშო ნომერზე.
- ასწავლეთ ბავშვს, როგორ მოიქცეს ხანძრის დროს ან თუ კი სახლში უცნობს შენიშნავენ. მოიფიქრეთ სიტუაციური თამაშები.
- დაეხმარეთ პატარას, გაიაზროს როგორი შეიძლება იყოს საშიში „უცნობი“ და ნუ ეტყვით რომ ყველა უცნობი საშიშია. ასწავლეთ როგორ მოიქცეს არაკომფორტულ სიტუაციაში.
- ასწავლეთ შვილებს, რომ თუ კი უცხო პიროვნება ეცდება მათ წაყვანას, რაც შეიძლება სწრაფად გაშორდენ ამ ადამიანს. გაიქცნენ და არ მოერიდონ ხმამაღლა შველის თხოვნას. ნებისმიერი უცნობი უფრო უსაფრთხოა ვიდრე პირი რომელიც მათ წაყვანას შეეცადა, ასე რომ გაიქცნენ ნებისმიერ ადამიანთან, უახლეს სახლში, მაღაზიაში, ოფისში. არ დააკაკუნონ თუ კი კარები ღიაა, არამედ შიგნით შევარდნენ და მოითხოვონ შველა.
- თუ შეამჩნევს, რომ ვინმე აედევნა სასწრაფოდ გაიქცეს „უსაფრთხო ადგილისკენ“. უსაფრთხო ადგილი არის იქ სადაც ბევრი ხალხია, მეზობლის ან მეგობრის სახლი ან თუნდაც მაღაზია/ოფისი. უსაფრთხო ადგილი არ არის ტყიანი გარემო და მიტოვებული შენობა.
- ნებისმიერ ბავშვს შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა, სულ ცოტა თითის თვალში ტაკება მაინც, რაც მარტივია და თან ძალიან მტკივნეული. ასე პატარა გაქცევისთვის დროს მოიგებს.
- ასევე, ყოველი შემთხვევისთვის, იქონიეთ თქვენი შვილის მეგობრებისა და მათი მშობლების საკონტაქტო ინფორმაცია.
თუ კი ყველა ჩვენს მიერ ჩამოთვლილი რჩევა გაითვალისწინეთ, მაგრამ მაინც ნერვიულობთ ბავშვის უსაფრთხოებაზე, მაშინ გახსოვდეთ, რომ ჩვენ გთავაზობთ GEO მონიტორს, რის მეშვეობითაც შეძლებთ, ყოველთვის იცოდეთ თუ სად არის თქვენი პატარა კონკრეტულ დროს.
კომენტარი