აგარაკების დაცვა ზამთარში
დასვენების სეზონებს შორის პერიოდში, მათ შორის ზამთრის მოახლოებათან ერთად აგარაკების უმეტესობა ცარიელდება, ზოგიერთი ადგილები უკაცრიელიც კი ხდება. ამის გამო იდეალური პირობები იქმნება ქურდობებისთვის. აქ მოგიყვანეთ აგარაკების დაცვის 11 მეთოდი, რომელიც მეტნაკლებად უსაფრთხოს გახდის თქვენს ქონებას ყველაზე რთულ პერიოდში.
როგორ მოვიქცეთ?
- არ ილაპარაკოთ ბევრი და ნუ გაავრცელებთ ინფორმაციებს თქვენი “კეთილდღეობის” შესახებ, ნუ გახდებით თქვენივე აგარაკის ქურდების ინფორმატორი;
- დააზღვიეთ თქვენი სახლი (ღირებულების 1-2%). ეს დაგიცავთ არა მარტო ქურდობისაგან, არამედ ხანძრისგანაც. შეგიძლიათ დააზღვიოთ სხვა მატერიალური ფასეულობაც
- გაერთიანდით მეზობლები, დაიქირავეთ ყარაული და მიეცით მობილური ტელეფონი პოლიციასთან დასაკავშირებლად. არ ღის ეკონომიის გაკეთება. რისკი საკმაოდ მაღალია. თუ ფინანსები გაძლევთ საშუალებას მიმართეთ პროფესიონალურ დაცვის სამსახურს
- შემოღობეთ მებაღეობის ამხანაგობის ტერიტორია საერთო ღობით და ჭიშკარი ჩაკეტეთ გასაღებით.
- იზრუნეთ უშუალოდ თქვენი ნაკვეთის შემოღობისთვისაც
- საკეტები ჭიშკარზე და სახლშიც უმჯობესია გააკეთოთ შიდა კონსტრუქციის და არა გარე გამოყენების, დაკიდებული ბოქლომით (ადვილი შესამჩნევი რომ არ იყოს სახლში არიან თუ არა) ფანჯრებზე გააკეთეთ გისოსები
- შეინახეთ მოფარებულ ადგილას ან წაიღეთ ის ნივთები, რომლებიც ყველაზე მეტად მოგწონთ და ფასეულია თქვენთვის, რომელიც ყველაზე მეტად დაგენანებათ. შეგიძლიათ მოაწყოთ აგარაკზე მარტივი სამალავები „ორმაგი ფსკერით“ .
- ასევე შეიძლება შექმნათ „მიტოვებული სახლის“ ეფექტიც. თითქოს სახლში არავის უცხოვრია ბოლო 100 წლის მანძილზე და იქ მოსაპარიც არაფერია. ამ მიზნით შეიძლება აჭედოთ კარები და ფანჯრები
- შეიძლება პირიქითაც, შექმნათ იქ ცხოვრების იმიტაცია. არ დაიზაროთ და ზამთარშიც მიაკითხეთ, გაკვალეთ თოვლის ბილიკები, სთხოვეთ თქვენს მეზობლებსაც რომ მათაც მიაკითხონ. ნახეთ ოჯახი ვისაც ესაჭიროებათ საცხოვრებელი და დროებით დაუთმეთ საცხოვრებლად
- გამოიყენეთ ტექნიკური საშუალებები: ძაღლის ან ადამიანის ხმის იმიტატორები, შექის ავტომატური და მოძრაობაზე ჩამრთველები. ხმაღალი სირენები და სხვა.
- გამოიყენეთ სახანძრო და დაცვის სიგნალიზაცია ვიდეომეთვალყურეობის სისტემასთან ერთად. შექმენით დროული რეაგირების წინაპირობა, დაიცავით თქვენი ტერიტორიის პერიმეტრი სიგნალიზაციის დეტექტორებით, ლაზერული და მიკროტალღური სისტემებით.
სიგნალიზაციის სისტემა შეგძლიათ ჩართოთ პულტზე ან გამოიყენოთ ავტონომიურ რეჟიმში
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს, მოხარულები ვიქნებით დაგაკვალიანოთ!
კომენტარი