თანამედროვე სიგნალიზაციის სისტემების მაღალი საიმედოობისა და ეფექტურობის მიუხედავად, ცალკეულ შემთხვევებში მისი ქმედითობა შეიძლება გარკვეულწილად შეიზღუდოს.
ასეთი შემთხვევებია:
- სისტემის არასწორი მონტაჟი.
სისტემა ისე უნდა დამონტაჟდეს რომ ტექნიკური საშუალებებით დაცული უნდა იყოს ყველა ზონა საიდანაც შესაძლებელია ობიექტზე შეღწევა. - კარების და ფანჯრების საკეტები უნდა იყოს გამართული და საიმედო.
- დეტექტორების ხედვის არე უნდა იყოს მაქსიმალურად შეუზღუდავი
- სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შემდეგ აუცილებელია დაცვის ელექტრონული სისტემის შემოწმება-ტესტირება.
- ქურდისთვის ცნობილია დაცვის სისტემა
ტექნიკურ პროგრესთან ერთად იზრდება კრიმინალური სამყაროს ტექნიკური არსენალიც, რის გამოც არ არის გამორიცხული სიგნალიზაციის ნაწილობრივი ან სრული განეიტრალება. - დაცულ სათავსოში მძარცველმა შეიძლება შეაღწიოს დაუცველი ზონებიდან, “მოატყუოს” ან “დაემალოს” დეტექტორებს, გამორთოს სისტემა, ხელი შეუშალოს ინფორმაციის გადამცემი მოწყობილობის ნორმალურ მუშაობას, მწყობრიდან გამოიყვანოს სატელეფონო ხაზი, ჩაახშოს რადიო ან GSM სიგნალი.
- შეფერხებები ელექტრომომარაგებაში
თუ სისტემა მუშაობს მარტო სარეზერვო კვების წყაროდან (აკუმულატორი), გარკვეული დროის შემდეგ ის განიმუხტება და სისტემა სრულად გაითიშება. - თუ სისტემა იკვებება მხოლოდ ელექტროქსელიდან, ნებისმიერი, თუნდაც წამიერი გამორთვაც კი აფერხებს სისტემის ნორმალურ მუშაობას.
ელქტროენერგიის გამორთვებს თან ახლავს ძაბვის მკვეთრი ცვალებადობა, რასაც შეუძლია ელექტრომოწყობილობის მწყობრიდან გამოყვანა. ქსელში ძაბვის აღდგენის შემდეგ საჭიროა სისტემის სრული ტესტირება - უსადენო მოწყობილობების არასწორი მუშაობა
გადამცემიდან გაგზავნილი სიგნალი მიმღებმა მოწყობილობამ შეიძლება ვერ მიიღოს მეტალის ბარიერების, რადიოსიგნალის ჩამხშობი მოწყობილობის ან ტალღების შემთხვევითი ინტერფერენციის შედეგად - დეტექტორის ელემენტების მწყობრიდან გამოსვლა
- მომხმარებელი
შეიძლება მომხმარებელმა დროულად ვერ ჩართოს საგანგაშო ღილაკი პანიკის, დროებითი ფიზიკური უუნარობის, სისტემის გამოყენების უცოდინარობის გამო.
მომხმარებელმა უნდა იცოდეს სისტემის გამოყენება და მოქმედება განგაშის დროს - სახანძრო (ბოლის აღმომჩენი) დეტექტორები
შეიძლება ბოლმა ვერ მიაღწიოს დეტექტორამდე. სხვადასხვა ფაქტორების გამო განსხვავებულია ბოლის რაოდენობა და შემადგენლობა. დეტექტორებს არ შეუძლიათ ერთნაირი წარმატებით ყველა სახის ხანძრით გამოწვეული ბოლის აღმოჩენა. - დეტექტორის გამართული მუშაობის მიუხედავად სახანძრო განგაში შეიძლება დაგვიანებული აღმოჩნდეს და ვერ მოხერხდეს დროული ევაკუაცია.
- მოძრაობის (მოცულობითი) დეტექტორები
დეტექტორის სხივების შეუძლიათ მოძრაობის აღმოჩენა მხოლოდ გარკვეულ ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ზონაში. ის ვერ უზრუნველყოფს მთლიანი მოცულობის დაცვას თუ ის ამ ზონის ფარგლებს გარეთაა. - დეტექტორებს არ შეუძლიათ მოძრაობის დაფიქსირება კედლის ჭერის, კარების, ფანჯრების, მინის მიღმა.
- შენიღბვა, შეღებვა, ლინზაზე ან სარკეზე რაიმე ნივთიერების შეფრქვევა, იწვევს დეტექტორის გაუმართაობას.
- დეტექტორი მუშაობს ტემპერატურათა სხვაობის პრინციპზე. მისი მუშაობის ეფექტურობა მკვეთრად ეცემა თუ გარემოს ტემპერატურა ახლოს არის ადამიანის ტემპერატურასთან, ან თუ ახლოს განლაგებულია სითბოს წყარო.
- საგანგაშო მოწყობილობები
საგანგაშო მოწყობილობების ხმა შეიძლება დაფაროს გარეშე ხმებმა და შეუმჩნეველი გახდეს გარშემომყოფთათვის - სატელეფონო ხაზები
ინფორმაციის გადასაცემად თუ გამოიყენება სატელეფონო ხაზი, ის შეიძლება აღმოჩნდეს დაზიანებული, დაკავებული ან წინასწარ სპეციალურად მწყობრიდან იქნეს გამოყვანილი. - კომპონენტების მწყობრიდან გამოსვლა
მიუხედავად იმისა, რომ სისტემა შედგება მაქსიმალურად საიმედო კომპონენტებისაგან, გამორიცხული არ არის რომელიმე მათგანის მწყობრიდან გამოსვლა.
კომენტარი