მემორანდუმი (უსმა/USMA)

8 ივლისს, დაცვის კომპანია მაგისტრსა და უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციას (უსმა/USMA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!

შეთანხმების მიზანია სხვადასხვა კვლევითი პროექტების ერთობლივად განხორციელება საზოგადოებრივი უსაფრთხოების აქტუალურ თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებთან მიმართებაში.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მემორანდუმს ხელი მოაწერეს “უსმა”-ს (უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაცია) თავმჯდომარემ ბესიკ ობოლაძემ და შპს „მაგისტრი“-ს დირექტორმა  თორნიკე ჯოჯუამ.

კომენტარი