დაცვის სამსახური “მაგისტრი” წარმოგიდგენთ მარტივ რჩევებს, რომლებიც მაღაზიების მფლობელებს დაეხმარებათ უზრუნველყონ საკუთრების უსაფრთხოება და დაიცვან ისინი დაუპატიჟებელი სტუმრების ვიზიტისგან:
- სალარო უნდა განთავსდეს კარგად განათებულ და ქუჩიდან გამოსაჩენ ადგილზე
- სალაროში მოათავსეთ რამდენიმე დანომრილი ბანკნოტი
- სალაროში დააყენეთ ბოლო ბანკნოტის დეტექტორი. სალაროდან (ყველა ბანკნოტის ამოღების შემთხვევაში გადაიცემა განგაშის სიგნალი)
- სალაროსთან და სხვა მნიშვნელოვან ადგილებში დაამონტაჟეთ საგანგაშო ღილაკები.
- ეფექტურია შიდა და გარე პერიმეტრზე ხმოვანი მაშუქების არსებობა.
- სამუშაო დღის განმავლობაში ფული შეინახეთ სეიფში.
- აწარმოეთ 24 საათიანი ვიდეომეთვალყურეობა და შეინახეთ ჩანაწერის არანაკლებ ერთკვირიანი არქივები. ვიდეოჩანაწერების ანალიზი საშუალებას მოგცემთ აღადგინოთ მომხდარის დეტალები.
- გარდა ამისა, საშუალებას მოგცემთ დროულად გამოავლინოთ და რეაგირება გააკეთოთ ქურდობის ფაქტებზე როგორც მომხმარებელთა, ასევე პერსონალის მხრიდან
- წარმატებით გადაჭრათ კონფლიქტური სიტუაციები მომხმარებლებთან
- თუ ფინანსური მდგომარეობა არ გაძლევთ სრულფასოვანი ვიდეოკონტროლის საშუალებების მონტაჟის შესაძლებლობას დააყენეთ იაფფასიანი იმიტაციური კამერები, მომხმარებლის და პერსონალის დისციპლინირებისთვის
- ფული შეინახეთ საიმედო კონსტრუქციის და კედელზე ან იატაკზე დამაგრებულ სეიფებში, აღჭურვეთ განგაშის ღილაკით რეაგირების ჯგუფის გამოსაძახებლად
- ფული დათვალეთ უსაფრთხო ადგილზე, უცხო პირებისთვის აკრძალულ ზონაში. შესასვლელი კარი აღჭურვეთ დაშვების სისტემით, საბარეთე ან ბიომეტრული, ელექტრონული საკეტით, კოდური კლავიატურით და სხვა, რეაგირების ჯგუფის გამოძახების შესაძლებლობით
- ბანკში ფული გადაიტანეთ სხვადასხვა დროს, არანაკლებ ორი პირის თანხლებით. მნიშვნელოვანი თანხების გადასატანად გამოიყენეთ ინკასაციის სამსახური
- ეცადეთ არ მიიქციოთ ზედმეტი ყურადღება, ფული გაიტანეთ ჩვეულებრივი ჩანთით და არა ბანკის სპეციალური ან გამჭვირვალე შეფუთვებით
- უზრუნველყავით მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიის კარგი განათება. ყურადღება მიაქციეთ რომ მაღაზიიდან გამოსასვლელის სიახლოვეს არ იყოს ისეთი ადგილები, სადაც ბოროტმოქმედი შეიძლება ჩაგისაფრდეთ
როგორ მოვიქცეთ ძარცვის დროს
- მაქსიმალურად დაიცავით სიმშვიდე და არავითარ შემთხვევაში არ დაუთმოთ ბოროტმოქმედს ყველაზე ძვირფასი – თქვენი სიცოცხლე
- ყურადღება მიაქციეთ და დაიმახსოვრეთ დამნაშავის გარეგნობა, ტანსაცმელი, მეტყველების და ქცევის მანერა
- არ გაუწიოთ წინააღმდეგობა და არ გამოიწვიოთ მისი აგრესიულობის პროვოცირება. ნუ გამოიჩენთ ზედმეტ გმირობას
- ნუ შეეკამათებით მძარცველს, დაემორჩილეთ მის მოთხოვნებს. დამნაშავეები იშვიათად აყენებენ ზიანს მათ, ვინც ემორჩილებათ და ასრულებენ მათ მოთხოვნებს
- დამნაშავის ზედმეტი განერვიულება მხოლოდ გაზრდის მის აგრესიულობას და გაახანგრძლივებს მისი იქ ყოფნის დროს
- მძარცველს მიეცით მხოლოდ ის რასაც თვითონ ითხოვს. ეცადეთ მისცეთ მას დანიშნული და დამუშავებული ბანკნოტებიც
- მიაქციეთ ყურადღება თუ რომელ ნივთს შეეხება ბოროტმოქმედი, რომ შესაძლებელი გახდეს მისგან ანაბეჭდების აღება
- შეათანხმეთ დამნაშავესთან თქვენი თითეული მოქმედება, მოძრაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მან შეიძლება არასწორად გაიგოს თქვენი მოძრაობის მიზანი
- როცა დამნაშავე დატოვებს მაღაზიას, ნუ ეცდებით, გაეკიდოთ მას, ყურადღება მიაქციეთ, თუ
რა მიმართულებით და რა ტრანსპორტით წავაროგორ მოვიქცეთ ძარცვის შემდეგ
- ჩაკეტეთ ყველა კარი
- დარეკეთ პოლიციაში და აცნობეთ:
- სად და რა დროს მოხდა ძარცვა (მისამართი, ობიექტი)
- დამნაშავეების აღწერა
- რა მიმართულებით გაემართნენ
- როგორ დატოვეს ტერიტორია (ფეხით, მანქანით და ა.შ.)
- მანქანის აღწერა
- რით იყო შეიარაღებული
- ეცადეთ ხელი არ ახლოთ არაფერს. ყველაფერი დატოვოთ თავის ადგილზე
- თითეულმა თანამშრომელმა (სასურველია კლიენტებმაც) დამოუკიდებლად და გააკეთოს ნანახის წერილობითი აღწერა
კომენტარი