სიხარულით გაცნობებთ, რომ დაცვის კომპანია მაგისტრი რიგით მეორედ დაჯილდოვდა ნომერ პირველი ოქროს ბრენდის სტატუსით!
26 ივნისს შატო მუხრანში Global Idea-ს და The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებული, მედიაში ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის რიგით მეთექვსმეტე დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა!
ვფიქრობთ, რომ „მაგისტრი“-ს მთელი გუნდის დაუღალავი შრომისა და ენთუზიაზმის დამსახურებაა ის, რომ ნომერ პირველი ოქროს ბრენდის სტატუსის მფლობელები გავხდით
წელს, მედიის თანდასწრებით 57 გამარჯვებული ბრენდი დასახელდა
ღონისძიებას 100-ზე მეტი უმსხვილესი ქართული და უცხოური ბიზნეს კომპანიების ტოპ მენეჯმენტი ესწრებოდა, ასევე საპატიო სტუმრები უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებიდან. ტიტული ოქროს ბრენდი, ენიჭებათ კომპანიებს 2006 წლიდან. მისი მფლობელები არიან როგორც საქართველოს ასევე საერთაშორისო უმსხვილესი კომპანიები.
მადლობა ნდობისთვის და არჩევანისთვის!
კომენტარი