“მაგისტრი” – ნომერ პირველი ოქროს ბრენდი საქართველოში

სიხარულით გაცნობებთ, რომ ნომინაციაში:

🥇ნომერ პირველი ოქროს ბრენდი გახდა –
🛡 დაცვის სამსახური „მ ა გ ი ს ტ რ ი“

🔸 ოქროს ბრენდების დაჯილდოების ცერემონიის ორგანიზატორთა და მხარდამჭერთა მიერ შეჯამდა და გამოვლინდა 2019 წლის ოქროს ბრენდები.

მოხარულები ვართ, რომ გავხდით ამ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელები.
ჩვენთვის ეს არის გამოწვევა და სტიმული, რათა შევინარჩუნოთ ნომერ პირველი ოქროს ბრენდის ტიტული და მომხმარებლებს ახალი სტატუსით და კიდევ უფრო მეტი შემართებით შევთავაზოთ ხარისხიანი მომსახურება.

❤️ ვფიქრობთ, რომ „მაგისტრი“-ს მთელი გუნდის დაუღალავი შრომისა და ენთუზიაზმის დამსახურებაა ის, რომ ნომერ პირველი ოქროს ბრენდის სტატუსის მფლობელები გავხდით.

🔎 ოქროს ბრენდი რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანია, რომელიც საქართველოში კომპანია Global Idea -ს და The FINANCIAL -ს ეკუთვნის.

🔶 ბრენდების ნომინირება მათი ცნობადობის, ხარისხის, პიარ და მარკეტინგულ საქმიანობაში გაწეული მუშაობის გათვალისწინებით მოხდა.

2019 წლის კვლევაში მონაწილეობა მიიღო ასამდე ექსპერტმა:
🔸 ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში;
🔸 ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტები;
🔸 უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ მასწვალებლები;
🔸 საკონსულტაციო კომპანიები;
🔸 სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები;
🔸 გუგლის კითხვარის მეშვეობით გამოკითხულ იქნა – 2000 ადამიანი.

პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, საერთაშორისო პალატის, შვეიცარია საქართველოს ბიზნეს საბჭოს, მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში მხარდაჭერით.

🤝 მადლობა ნდობისთვის და არჩევანისთვის!

კომენტარი