ნებისმიერ შენობაში არსებობს ცეცხლის გამომწვევი კერები, რომლებსაც ხანძრის პროვოცირება შეუძლიათ. საუკეთესო გზა დაიცვათ საკუთარი თავი და ოჯახი, თქვენი ქონება შესაძლო ხანძრისგან, არის არსებული რისკების სრული აღმოფხვრა და პრევენციული ღონისძიებების გატარება.
რა უნდა ვიცოდეთ:
70 %-ზე მეტი ხანძარი დასახლებულ პუნქტებში ხდება, ასე რომ ხანძრის საწინააღდეგო პრევენციული ღონისძიებები შენობების უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. მაგალითისთვის, შსს-ს მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად ფიქსირდებოდა საშუალოდ 4 000-მდე ხანძარი.
დაცვის სამსახური „მაგისტრი“ წარმოგიდგენთ სამ მარტივ ნაბიჯს თქვენი ოჯახისა და ქონების უსაფრთხოებისთვის:
- შეავსეთ ჩვენი სააპლიკაციო ფორმა
- გახდით ჩვენი აბონენტი;
- მიიღეთ უსაფრთხოება ყველაზე მისაღებ ფასად, დაიცავით ოჯახი და საკუთრება ხანძრისგან!
გაითვალისწინეთ: უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რეკომენდირებულია ნებისმიერ შენობას ჰქონდეს მინიმუმ ერთი სახანძრო დეტექტორი თითოეულ სართულზე და ასევე ყველა საძინებელში. შეგახსენებთ, რომ სახანძრო დეტექტორი ცეცხლის უმცირესი კერის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი დროულ შეტყობინებას მოგაწვდით და ტრაგიკულ შედეგს აგაცილებთ თავიდან.
ასევე გაეცანით ჩვენს რჩევებს და იცოდეთ, რა უნდა გაითვალისწინოთ შენობის ხანძრისგან დასაცავად:
სამზარეულო:
სახანძრო უსაფრთხოებაზე ზრუნვა იწყება სამზარეულოდან. „5 წუთით“ უყურადღებოდ დატოვებული ანთებული ღუმელი ბინებში გაჩენილი ხანძრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
გათბობა:
ზამთრის თვეებში, როდესაც ინტენსიურად ვიყენებთ გათბობას, ხშირია გასათბობი საშუალებებით გამოწვეული ხანძრები. აუცილებელია გაითვალისწინოთ ის სივრცე რომელიც სჭირდება გამათბობლებს ფუნქციონირებისთვის. არ მოათავსოთ ადვილად აალებადი ნივთები დაშვებულზე ახლოს. გაითვალისწინეთ, რომ მაგიდიდან შემთხვევით გადმოვარდნილი ფურცელი ან აფრიალებული ფარდები შეიძლება ხანძრის გამომწვევი მიზეზები გახდნენ.
სიგარეტი:
იმის გარდა, რომ ჯანმრთელობას მკვეთრად აზიანებს, სიგარეტი რიგით მესამე ხანძრის გამჩენი მიზეზია. საუკეთესო საშუალება აირიდოთ სიგარეტით გამოწვეული ხანძარი არის სპეციალური ადგილის დაწესება შენობაში, სადაც დაშვებული იქნება სიგარეტის მოწევა. სასურველია შენობის გარეთ.
ელექტროობა:
გაუმართავი ელექტროობა შენობაში ხანძრის გამომწვევი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. შეამოწმეთ ან შეამოწმებინეთ თქვენი ელექტროობა ხომ არ არის დაზიანებული და შეაკეთეთ საჭიროებისამებრ. მოუწოდეთ მეზობლებსაც იგივე ქმედებისკენ.
სანთლები:
არასოდეს დატოვოთ ანთებული სანთელი უყურადღებოდ. მოარიდეთ ადვილად აალებად ნივთებს.
გაითვალისწინეთ:
- თუ თქვენს ტანსაცმელს ცეცხლი წაეკიდა, გაჩერდით, წაიქეცით და იგორეთ. თუ სირბილს დაიწყებთ ცეცხლი უფრო გაძლიერდება.
- თუ შეამჩნევთ ელექტრულ პრობლემებს და კაბელების სუნს შენობაში, არ დააყოვნოთ, შეამოწმებინეთ კომპეტენტურ პირს.
- ასწავლეთ თქვენი ოჯახის წევრებს როგორ მოიქცნენ ხანძრის შემთხვევაში, შეადგინეთ სახლის ევაკუაციის გეგმა.
- არ გამოიყენოთ წყალი გაუმართავი ელექტროობიის შედეგად ან ცხიმზე/ზეთზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად. ასეთ შემთხვევაში წყალს შეუძლია გამოიწვიოს სასიკვდილო ელექტროტრავმა. ხოლო ცხიმზე/ზეთზე წყლის ჭავლი გამოიწვევს ორთქლის ნაკადს, ზეთისა და ხანძრის კიდევ უფრო გავრცელებას.
ახლა თქვენ უკვე იცით, თუ როგორ ჩაატაროთ პრევენციული ღონისძიებები ხანძრისგან თავის დასაცავად. გახსოვდეთ, რომ ცეცხლთან თამაში არ შეიძლება, ასე რომ იყავით წინდახედული და ნუ გარისკავთ ყველაზე ძვირფასს – სიცოცხლეს.
დაცვის სამსახურ „მაგისტრის“ შესახებ ინფორმაცია წაიკითხეთ აქ.
დამატებითი ინფორმაციისთვის კი დაგვიკავშირდით ნომრებზე: 2912755 | 599473399
კომენტარი