2016 წელი დაცვის სამსახურ “მაგისტრისთვის” საკმაოდ ნაყოფიერად და წარმატებულად სრულდება:
კომპანიამ სრულად მიაღწია წლის დასაწყისში დასახულ მიზნებს, რასაც ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის მიერ გადმოცემული ჯილდოებიც ადასტურებს!
- 2016 წელს დაცვის სამსახურ “მაგისტრს” მიენიჭა დარგის ლიდერის წოდება:
- ჩვენი დირექტორი, ბატონი თორნიკე ჯოჯუა კი დაჯილდოვდა “წლის მმართველის” სტატუსით 2016 წელს თავდაუზოგავი შრომით მიღწეული პროგრესისა და კომპანიის შესამჩნევი განვითარებისთვის:
დიდი მადლობა დაცვის სამსახურ “მაგისტრის” თითოეულ თანაშრომელს იმ გაწეული შრომისთვის, რომელმაც ჩვენი კომპანია ასე მნიშვნელოვნად გამოარჩია კონკურენტებისგან და გპირდებით, რომ 2017 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, კიდევ უფრო საინტერესო და განსაკუთრებული, როგორც “მაგისტრის” გუნდისათვის, ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიებისთვის.
აქვე შეგახსენებთ, რომ ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირი – ეს არის მასში მონაწილე ქვეყნების საორგანიზაციო კომიტეტების ინფორმაციულ-ანალიტიკური სტრუქტურული გაერთიანება, რომლებიც ეწევიან აქტიური ეკონომიკური საქმიანობის საწარმოების კომპლექსურ რანჟირებას. თანამეგობრობის წარმომადგენლობა არსებობს აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, საქართველოში, ყაზახეთში, რუსეთში, უზბეკეთსა და უკრაინაში.
ძირითადი რიცხვები და ფაქტები:
- 7 ქვეყნის გაერთიანება
- 12 წლიანი გამოცდილება დამოუკიდებელ და გამჭვირვალე რანჟირებაში
- 2 620 000 ყოველწლიურად რანჟირებული საწარმო
- 17 371 დაჯილდოებული კომპანია (2016 წლის სექტემბერის მდგომარეობით)
- 30 ლიდერთა დაჯილდოების ცერემონია
- 30 ორგანიზებული ეკონომიკური ფორუმინაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირი აერთიანებთს ლიდერებს, რომლებიც მიისწრაფიან წარმატებისკენ, შთააგონებენ თავიანთ გუნდს, მიჰყავთ ქვეყანა აყვავებისკენ.
კომენტარი