ფიზიკური პირის უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი თორნიკე ჯოჯუა, ტელევიზია „ახალი საქართველოს“ პროექტ „განათლების ეპოქაში“ ადამიანის უსაფრთხოებაზე საუბრობს .
ბატონმა თორნიკემ ასევე თავდაცვის მექანიზმებზეც გაამახვილა ყურადღება.
როგორც ჯოჯუამ გადაცემის მსვლელობისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტერორიზმის პრეცენდენტი არ ყოფილა, ამ მიმართულებით მოსახლეობას უნდა ჩაუტარდეს გარკეული სწავლება.
მისივე თქმით, გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ მიემგზავრებიან და ტერორიზმის ეპიცენტში აღმოჩენის შემთხვევაში ამ კუთხით პატარა ინსტრუქციის ცოდნა მათივე უსაფრთხოებისთვის კარგი იქნება.
ექსპერტმა, ასევე ყურადღება გაამახვილა ვიდეო ანალიტიკაზე, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მის მნიშვნელობაზე, ბიზნესის დაცვასა და უსაფრთხოების სამსახურების როლზე თანამედროვე ეპოქაში.
იხილეთ სტატია geonews.ge-ზე.
კომენტარი