საზღვარგარეთ პასპორტი თუ დაკარგეთ

თუ თქვენ, საზღვარგარეთ ყოფნისას დაკარგეთ პასპორტი ან იგი მოგპარეს, მაშინვე შეატყობინეთ ამის შესახებ  საქართველოს საკონსულოს, ან საელჩოს (მათი კოორდინატები უნდა მოიპოვოთ საქართველოში უცხოეთში გამგზავრებამდე).

თუ არ მოგეპოვებათ ასეთი კოორდინატები, მაშინ ასეთი მონაცემები შეიძლება მონახოთ გზამკვლევებში, სატელეფონო ცნობარში, ან გამოართვათ სასტუმროს თანამშრომელს.

შემდეგ უნდა დაწეროთ განცხადება პოლიციის სახელზე. თუ თქვენ კარგად არ იცით უცხო ენა, ვინმეს უნდა სთხოვოთ გაგიწიოთ თარჯიმნობა.

საქართველოს საკონსულოში (ან საელჩოში) უნდა წარადგინოთ ოქმის ასლი, რაც პოლიციაში უნდა აიღოთ.

საკონსულოში მოგცემენ დროებით დოკუმენტს, რომელსაც ეწოდება „დაბრუნების მოწმობა“ . მისი აღებისათვის საკონსულოში უნდა წარადგინოთ: ორი ფოტოსურათი (ისეთივე, როგორც თქვენს საზღვარგარეთის პასპორტში იყო) და რაიმე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (მაგალითად, ავტომობილის მართვის მოწმობა).

საუკეთესო ვარიანტი იქნება თუ თქვენ გექნებათ საზღვარგარეთული პასპორტის ქსეროასლი. თუ ასეთი ასლი არ გაქვთ, საჭირო იქნება ორი თქვენი თანამემამულის განცხადება, რითაც დაადასტურდება თქვენი პიროვნება.

უსიამოვნებები რომ თავიდან აიცილოთ, მოგზაურობის დაწყების წინ დააქსეროქსეთ თქვენი პასპორტი, ვიზა. სამსახურებრივი მოწმობა, ნოტარიუსით დამოწმებული თქვენი პასპორტის ქსეროასლი და სხვ.

საქართველოს საკონსულოში წარადგინეთ ყველა არსებული დოკუმენტი, შეავსეთ სათანადო კითხვარი, გადაიხადეთ ფული და მიიღეთ სათანადო მოწმობა, რომ დაბრუნდეთ სამშობლოში.

თუ თქვენ მოგპარეს ყველა დოკუმენტი, რაც შეეხება თქვენს პიროვნებას, მაშინ ორმა საქართველოს მოქალაქემ უნდა დაადასტუროს თქვენი ვინაობა (მათ უნდა ჰქონდეთ თვითონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები), ან გაეგზავნოს სათანადო მოთხოვნა საქართველოს საკონსულოში.

თქვენ კი უნდა დაელოდოთ პასუხს. დროებითი მოწმობის მიღების შემდეგ  დაბრუნდით სამშობლოში.

კომენტარი