სოციალური ქსელების გამოყენება ტურისტების მიერ და გაქურდვის საფრთხე

თუ სამოგზაუროდ წასლვას აპირებთ, უმჯობესია არ შეიტანოთ ინფორმაცია თქვენი უცხოეთში წასვლის შესახებ ინტერნეტის ისეთ ვებსაიტებში როგორიცაა Facebook და Twitter .

იცოდეთ, რომ ბოროტმოქმედებმა შეიძლება გამოიყენონ აღნიშნული ინფორმაცია (განსაკუთრებით თუ მითითებულია როდის მიემგზავრებით, რომელ ქვეყანაში, რა ხნით, როდის ბრუნდებით სამშობლოში და ა. შ.) და შემოაღწიონ თქვენს ბინაში გასაქურდად, რადგან დარწმუნებული იქნებიან ადგილზე პატრონის არ ყოფნაში.

 სპეციალისტები ურჩევენ უცხოეთში გასამგზავრებლად გამზადებულ ტურისტებს არ მიუთითონ სოციალურ ქსელების სარგებლობისას გამგზავრების და სამშობლოში დაბრუნების ზუსტი თარიღი, რეისების ნომრები და ა. შ.

მომზადება გასამგზავრებლად

  • არ დაჯავშნოთ სასტუმრო ან ავიაბილეთები თქვენთვის უცნობი ფირმის მეშვეობით. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი აგენტი არავის მოუყვება თქვენი მოგზაურობის გეგმაზე, კონკრეტულ თარიღებზე (წასვლა, მოსვლა, გადაფრენა, სატრანზიტო ქალაქები…) თუ იმ ქვეყნის კანონებით ეს შესაძლებელია, ნომრები დაჯავშნეთ გამოგონილი სახელით და გვარით. ეცადეთ, რომ არ მიუთითოთ თქვენი კომპანიის დასახელება. თქვენი თანამდებობა, სამხედრო ან დიპლომატიური რანგი, ჩინი იმ ქვეყანებში, სადაც რისკის მაღალი ხარისხია.

  • უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი პასპორტი სათანადოდ არის გაფორმებული და მისი მოქმედების ვადა არ იწურება თქვენს დაბრუნებამდე.

  • მოგზაურობისას ყოველთვის თან გქონდეთ პასპორტი და არავის არ გადასცეთ იგი, გარდა სამიგრაციო სამსახურის თანამშრომლებისა ან პოლიციისა. ზოგ ქვეყანაში მოგიხდებათ თქვენი პასპორტის დატოვება სასტუმროში რეგისტრირებისას, მაგრამ არ დატოვოთ იგი სასტუმროს ნომერში,არ ჩადოთ ჩემოდანში, საიდანაც შეიძლება მოიპარონ.

  • ზოგიერთ ქვეყანაში ითხოვენ სამედიცინო სერტიფიკატებს და ცნობებს აცრების გაკეთების შესახებ.

  • საზღვარგარეთ გამგზავრების წინ დააქსეროქსეთ თქვენი საზღვარგარეთის და ადგილობრივი გამოყენების პასპორტები, ავიაბილეთები.

  • ისინი უნდა შეინახოთ ორიგინალებისაგან და ფულისაგან განცალკევებით.

  • ქსეროასლების მეორე მხარეს დაწერეთ საქართველოს საელჩოს (საკონსულოს), მიმღები ტურფირმის, ან ქვეყანაში საქართველოს ტურფირმის წარმომადგენლის (თუ ასეთი წარმომადგენლობა არსებობს) ტელეფონები.

კომენტარი