მიტინგზე

  • ნუ დადგებით სანაგვე კონტეინერების, საბავშვო ეტლების, უმეთვალყურო ფუთების, ხელჩანთების სიახლოვეს. დესტაბილიზაციით დაინტერესებული ადამიანები ხშირად დებენ იქ ასაფეთქებელ მასალებს
  • არ დადგეთ მიტინგზე გამოსასვლელი სცენის სიახლოვეს,

    არეულობის დროს რთული იქნება უსაფრთხო ადგილზე გადასვლა.

  • მოერიდეთ მიტინგზე ვიდეო-ფოტო აპარატურით მისვლას, ისინი იქცევენ ექსტრემისტების ყურადღებას და შეიძლება დაგიზიანონ ან უარეს შემთხვევაში  შეიძლება თქვენ თვითონ დაზარალდეთ.
  • ასევე საშიშია პოლიციელის სიახლოვეს ყოფნა,  შემთხვევით შეიძლება აგრესიის მსხვერპლი გახდეთ და მოგხვდეთ ნასროლი საგნები
  • იდექით მშვიდად, არ იყვიროთ, ნუ გააკეთებთ ისეთ მოძრაობებს, რომელიც შეიძლება შეფასებულ  იქნას როგორც აგრესიის შემცველი. შეინარჩუნეთ მშვიდობიანი გამომეტყველება. სასურველია ატაროთ პირადობის მოწმობა, ეს დაგიცავთ თქვენ „პიროვნების დადგენის“ პროცედურებისგან.
  • საშიშია შუშებიანი ვიტრინების, კედლების, ხეების და ა.შ.  გვერდით ყოფნა, რადგან ხალხის მოძრავმა მასამ პანიკის დროს შეიძლება მიგაჭყლიტოთ და სერიოზული ტრამვა მიიღოთ.
  • ხალხის მოძრავ მასაში მთავარია არ წაიქცეთ, თუ მაინც წაიქეცით,ნებისმიერი ხერხით და საშუალებით  აუცილებლად უნდა წამოდგეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაიჭყლიტებით ხალხის მასის მიერ.
  • არ ჩაიცვათ ძვირფასი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი,
  • არ ატაროთ ძვირფასეულობა,
  •  ტანსაცმელი უნდა იყოს  თავისუფალი, არ ბოჭავდეს მოძრაობას, ქალებმა არ ჩაიცვათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, შეიძლება მოგიწიოთ იქაურობის სწრაფად დატოვება და ხელი შეგეშლებათ
  • არ ჩაიცვათ სამხედრო ტანსაცმელი, შეიძლება ეგონოთ სპეცრაზმელი ან შეიარაღებული და გახდეთ აგრესიის მსხვერპლი როგორც მომიტინგეების ასევე სამართალდამცავების მხრიდან.
  • მომიტინგეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს დანა, მითუმეტეს ცეცხლსასროლი იარაღი, თუნდაც ოფიციალურად რეგისტრირებული.

 

 

კომენტარი