საყვარელი კუმირის მოლოდინში ხანგრძლივად მყოფი ადამიანები ადვილად შეიძლება გადაიქცნენ უმართავად მასად, ამიტომ გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და უსაფრთხოება გარანტირებული გექნებათ:
გახსოვდეთ, რომ:
- ყველა ცდილობს წავიდეს წინ და მიუახლოვდეს შემსრულებელს;
- ყველაზე საშიში ადგილი არის სცენის წინა ტერიტორია. რომ არ მოჰყვეთ ჭყლეტაში, გაერიდეთ ასეთ ადგილებს;
- ნუ დადგებით დინამიკების სიახლოვეს, მაქსიმალურ სიმძლავრეზე მათ შეუძლიათ სმენის ორგანოების დაზიანება;
- ნუ დადგებით შუშის კარების და ფანჯრების სიახლოვეს, კედელთან, კუთხეში, შეიძლება მასის ზეწოლისგან გაიჭყლიტოთ, ან დაიჭრათ;
- თუ ხალხის მასა გაიქცევა, მოერიდეთ მთავარ საშიშროებას, არ წაიქცეთ! წამოდგომა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.თუ მოექეცით მასის შუაში იდაყვში მოხრილი ხელები დაიჭირეთ ნიკაპის დონეზე, ხელები გქონდეთ თავისუფალი, არ ჩაიყოთ ჯიბეში;
კომენტარი