როგორ მოვიქცეთ კონცერტზე ყოფნისას

საყვარელი კუმირის მოლოდინში ხანგრძლივად მყოფი ადამიანები  ადვილად შეიძლება გადაიქცნენ უმართავად მასად, ამიტომ გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და უსაფრთხოება გარანტირებული გექნებათ:

გახსოვდეთ, რომ:

 

  • ყველა ცდილობს წავიდეს წინ და მიუახლოვდეს შემსრულებელს;
  • ყველაზე საშიში ადგილი არის სცენის წინა ტერიტორია. რომ არ მოჰყვეთ ჭყლეტაში, გაერიდეთ ასეთ ადგილებს;
  • ნუ დადგებით დინამიკების სიახლოვეს, მაქსიმალურ სიმძლავრეზე მათ შეუძლიათ სმენის ორგანოების დაზიანება;
  • ნუ დადგებით შუშის კარების და ფანჯრების სიახლოვეს, კედელთან, კუთხეში, შეიძლება მასის ზეწოლისგან გაიჭყლიტოთ, ან დაიჭრათ;
  • თუ ხალხის მასა გაიქცევა, მოერიდეთ მთავარ საშიშროებას, არ წაიქცეთ! წამოდგომა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.თუ მოექეცით მასის შუაში იდაყვში მოხრილი ხელები დაიჭირეთ ნიკაპის დონეზე, ხელები გქონდეთ თავისუფალი, არ ჩაიყოთ ჯიბეში;