როგორ მოვიქცეთ თუ მეზობლად სახლი გატეხეს

თქვენს მეზობლად სახლი გატეხეს? დაუცველობისა და შიშის შეგრძნება ასეთ დროს მკვეთრად იმატებს – ბოლოს და ბოლოს ეს ხომ თქვენი სახლიც შესაძლოა ყოფილიყო!

ამ შემთხვევაში ალბათ გსურთ უფრო მეტად დარწმუნდეთ, რომ თქვენი ქონება და ოჯახი კარგად არის დაცული.

როგორ მოვიქცეთ მაშინ, როდესაც შევიტყობთ სამეზობლოში მომხდარი ქურდობის/ძარცვის შესახებ:

  1. თუ თქვენი მეზობლის სახლი გატეხეს, გაარკვიეთ რაც შეიძლება მეტი აღნიშნული შემთხვევის შესახებ. დაიწყეთ გარკვევით, თუ როგორ შეაღწიეს დაუპატიჟებელმა სტუმრებმა სახლში.
  2. დაათვალიერეთ თქვენი სახლი და გააკონტროლეთ, ხომ არ გაქვთ „სუსტი ადგილები“, საიდანაც ქურდი მარტივად შეძლებს შემოპარვას და ყოველთვის გააკონტროლეთ, რომ ყველა შემოსასვლელი კარი და ფანჯარა კარგად დაკეტოთ სახლის დატოვებისას.
  3. თუ არ გაქვთ სახლში არანაირი დაცვითი მექანიზმი, სიგნალიზაცია, მოძრაობის დეტექტორი და ა.შ. იზრუნეთ, რომ დაამონტაჟოთ. ზოგადად შეგახსენებთ, რომ სახლის უსაფრთხოების სისტემა მრავალფუნქციურია და დაგიცავთ არა მარტო ქურდების/მძარცველების შემოჭრისგან სახლში, ასევე კვამლის, ხანძრის, ბუნებრივი აირის გაჟონვის და სხვა უსიამოვნო შემთხვევებისგან.

როგორ შეარჩიოთ სიგნალიზაცია თქვენი საჭიროებების მიხედვით იხილეთ აქ.

  1. გამოიმუშავეთ ჩვევები, რომლებიც აგარიდებთ ქურდებისა და მძარცველების ვიზიტს თქვენს სახლში:
  • ძვირფასეულობა, მნიშვნელოვანი საბუთები შეინახეთ კარგად დაცულ ადგილზე, სასურველია სეიფში;
  • ფარდები ყოველთვის ჩამოფარებული გქონდეთ, რათა არ შემოიპატიჟოთ ქურდები მათთვის საყვარელი ნივთების გამომზიურებით;
  • თუ თქვენ კერძო სახლში ცხოვრობთ გააკონტროლეთ, რომ ავტოფარეხი ყოველთვის დახურული დატოვოთ;

მაშინ როცა ზაფხული ქურდებისთვის ყველაზე საყვარელ სეზონად ითვლება, ჩვენ გირჩევთ არ მოიცადოთ, სანამ თქვენს სამეზობლოში რომელიმე სახლს გატეხავენ და დღესვე უზრუნველყოთ თქვენი სახლის უსაფრთხოება.

ასეთ შემთხვევაში ჩვენ თქვენთვის განსაკუთრებული შემოთავაზება გვაქვს!

ჩვენ დავიცავთ თქვენს ქონებას, მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ ისვენებთ!

მოკლევადიანი, სეზონური მომსახურება „მაგისტრისგან“ – დაგვიკავშირდით დღესვე და გაიგეთ რას გთავაზობთ თქვენი და თქვენი ოჯახის უსაფრთხოებისთვის:  2912755 | 599473399

 

კომენტარი