როგორ მოვიქცეთ ტერორისტული თავდასხმის დროს

 სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში საკმაოდ გახშირდა ტერორისტული აქტები. ვიმედოვნებთ, ჩვენს თანამოქალაქეებს არ დასჭირდებათ ჩვენს მიერ მომზადებული რჩევების გათვალისწინება, მაგრამ რაკიღა არსებობს შესაძლებლობა, სასურველია მზად ვიყოთ.

ჩვენ, როგორც უსაფრთხოებაზე მზრუნველი კომპანია, თავს მოვალედ ვთვლით გაგაცნოთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ტერორისტების თავდასხმის დროს.

მასიური უბედურება ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები დაკავებული არიან ყოველდღიური ჩვეული საქმიანობით: მიდიან კონცერტზე, მგზავრობენ თავიანთი ნათესავების მოსანახულებლად, მოგზაურობენ, სეირნობენ, იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ან იმყოფებიან სავაჭრო ცენტრში. იმ შემთხვევაში თუ თქვენ აღმოჩნდით ტერორისტული აქტის ცენტრში, არ აქვს მნიშვნელობა რა მოტივი ამოძრავებს ტერორისტებს, რისი მიღწევა სურთ, აუცილებელია მყისიერად მოახდინოთ კონცენტრირება და ფოკუსირდეთ: თქვენ უნდა გადარჩეთ!

Pat Henry-მ გამოაქვეყნა რეკომენდაცია, რომელიც დაგეხმარებათ უფრო მეტად მომზადებული შეხვდეთ მსგავსს სიტუაციას:

“როდესაც იმყოფებით საზოგადოებაში, ეცადეთ ცოტა ხანი დაანებოთ ტელეფონში ყურებას თავი და დაიწყოთ სიტუაციის შეფასება თქვენს გარშემო. ვინ მოძრაობს თქვენს ირგვლივ, ვინმე ან რამე უჩვეულოდ ხომ არ გამოიყურება? იმ შემთხვევაში თუ რაიმე მოხდება რას მოიმოქმედებთ და საით წახვალთ? იცით კი უმოკლესი გზა გასასვლელისკენ?”.

სპეციალისტები ტურისტებს აძლევენ შემდეგ რჩევებს: 

  • ტერორისტები, ჩვეულებრივ ირჩევენ თავიანთ თავდასხმის მიზნად ხალხის დიდ დაჯგუფების ადგილებს, მათ შორის აეროპორტებს და ვაგზლებს. აქედან გამომდინარე, ნუ დაყოვნდებით ასეთ ადგილებში: სწრაფად გაიარეთ რეგისტრაცია და საპასპორტო კონტროლი. თვითმფრინავში ჩაჯდომას კი დაელოდეთ შესაბამის დარბაზში, ან სატრანზიტო ზონაში, რომელსაც პოლიცია აკონტროლებს;
  • რეგისტრაციის რიგში დგომისას, დაიანგარიშეთ ტერორისტების თავდასხმის შემთხვევაში და სროლების დროს სად შეიძლება შეაფაროთ თავი. ასეთ ადგილებად შეიძლება ჩაითვალოს სავაჭრო ავტომატები, დახლები, კოლონები, დიდი მოცულობის საგნები, ავეჯი და სხვა ობიექტები;
  • მოსაცდელ დარბაზში ეცადეთ დაიკავოთ ადგილი ზურგით კედლისაკენ, რადგან ეს თქვენ საშუალებას მოგცემთ დაინახოთ რა ხდება დარბაზში თქვენს გარშემო. არ დაჯდეთ ვიტრინებთან და ფანჯრებთან, რომ არ მოგხვდეთ ქუჩიდან ნასროლი ტყვია, ან მინის ნამსხვრევი;
  • როგორც წესი, ტერორისტები თავდაპირველად პირველად ხელში იგდებენ პილოტების კაბინას, პირველი კლასის სალონს, რომელსაც იყენებენ თავიანთი შტაბის სახით. ეკონომ–კლასის სალონი ყოველთვის უხიფათოა ამ მხრივ: იქ ადვილია სხვა მგზავრებთან შერევა. თუ თავისუფალი დასხდომაა სალონში, ეცადეთ არ აირჩიოთ გასასვლელში ნაპირა სავარძლები. ტერორისტები პირველ რიგში სწორედ ასეთ სავარძლებში მსხდომებს ესხმიან ხოლმე თავს  და აყენებენ მათ შეურაცხყოფას.
  • არასდროს გაჩერდეთ უპატრონოდ მიტოვებულ ბარგთან ან ნივთებთან, რადგან მათში შეიძლება იყოს ასაფეთქებელი მოწყობილობა. არასასურველია დადგეთ სატელეფონო ჯიხურების, ან ურნების გასწვრივ. თუ შეამჩნიეთ, რომ რაღაც აურზაური იწყება და აეროპორტის თანამშრომლებმა ან უსაფრთხოების სამსახურის მუშაკებმა გააქტიურეს თავიანთი საქმიანობა, მშვიდად გადადექით გვერდზე (ნუ გაიქცევით!):

დაიმახსოვრეთ და იხელმძღვანელეთ შემდეგი მნიშვნელოვანი წესებით:

  • არ შეხედოთ ტერორისტებს უნდა შეხედოთ როგორც ნადირებს და მტაცებელ ცხოველებს (ეცადეთ არ შეხედოთ მათ თვალებში),
  • მოიქეცით ბუნებრივად, ვითომდაც არაფერი მომხდარა. ის მგზავრები, რომლებიც იწყებენ ფაციფუცს და წრიალს, როგორც წესი, პირველები იღუპებიან თანაც ხშირად – სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების ტყვიებით და არა ტერორისტებისაგან.
  • სპეცდანიშნულების რაზმის მიერ თვითმფრინავის გათავისუფლების მცდელობა ისეთივე სახიფათოა, როგორც აგრესია ტერორისტების მხრიდან. თუ თქვენ გაიგონეთ რაიმე ხმები ბორტს მიღმა, ნუ დაიწყებთ ყურებას ილუმინატორიში, ან ხმების მხარეს.
  • თუ შტურმი დაიწყო, დაიხარეთ სავარძელში და არაფერში არ ჩაერიოთ. თუ მოხდა აფეთქება, ან გაჩნდა ხანძარი, დაკვამლიანება, არ დაწვეთ პირქვე იატაკზე, მითუმეტეს გასასვლელში, არამედ დადექით მუხლებზე, მიიფარეთ რაიმე სახეზე და მაქსიმალურად ეცადეთ იმოძრავოთ გასასვლელისაკენ.