ქალების უსაფრთხოება

მოგზაურობისას იყავით ფრთხილად და გაითვალისწინეთ სპეციალისტების რეკომენდაციები! (თუ მართლა უსაფრთხოება გაინტერესებთ და არა თავგადასავლები)

  • ტურისტმა ქალებმა უნდა ატარონ ქორწინების ბეჭდებიი და საუბრებში აღნიშნონ, რომ არიან გათხოვილები არიან. ეს, გარკვეულწილად “აცივებს” ზოგიერთი მამაკაცის მხურვალებას (მაგრამ არა ყველას). ეგვიპტეში გათხოვილ ქალბატონს უფრო თავშეკავებულად ეპყრობიან. გაცნობისას მამაკაცისათვის ქალი ტურისტის მიერ ნაჩვენები ქმართან გადაღებული ფოტოსურათი ძალზე ეფექტურად მოქმედებს ძალზე „ცხელ თავებზედაც“ კი. თუ ტურისტ ქალს ქმარი თან არ ჰყავს, უპრიანია მან გადაიღოს ანალოგიური ფოტოსურათი „ქმართან“ ერთად უცხოეთში გამგზავრებამდე.

  • თუ ტურისტი ქალი თავის მეგობართან ან ბოიფრენდთან ერთად არის წასული უცხოეთში სამოგზაუროდ, აღნიშნულ ქვეყანაში მან მამაკაცი უნდა გააცნოს ადგილობრივებს, როგორც თავისი ქმარი და არა როგორც უბრალოდ მეგობარი. უპრიანი იქნება, თუ ორივეს „საქორწინო ბეჭდები“ ექნებათ თითებზე წამოცმული.

  • ტურისტი ქალები უნდა ეცადონ თვალებში არ უყურონ მამაკაცებს. მათ უნდა გაიკეთონ მზის მუქი სათვალეები, იყურონ პირდაპირ და არ მიაქციონ ყურადღება სხვადასხვა მხრიდან უცხო პირების ქუჩაში ძახილს.

  • საერთოდ არ ღირს პასუხის გაცემა ორაზროვან და უწმაწურ შენიშვნებზე, ისე მოიქეცით, თითქოს არავის არაფერი არ უთქვამს.

  • ავტობუსში ან სამარშრუტო ტაქსიში ან სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ტურისტი ქალები უნდა ეცადონ დასხდნენ ქალის (ქალების) გვერდზე. სხვათაშორის, ეგვიპტის დიდ ქალაქებში მეტროპოლიტენის და გრძელი ტრამვაის პირველი ვაგონები დარეზერვებულია მხოლოდ ქალებისათვის.

  • ტურისტი ქალებისათვის, დამოუკიდებელი მოგზაურობის დროს, საკურორტო ზონის ფარგლებს გარეთ, უპრიანია ეცვათ სადა ტანსაცმელი.

  • თუ ტურისტი ქალები დაიწყებენ უცნობ პირთან ფლირტაობას და ორაზროვანი ფრაზებით უპასუხებენ მას, არის ალბათობის დიდი შანსი, რომ მათ შეხვდებათ დიდი უსიამოვნებები.

  • თუ ტურისტ ქალებს გაუჩნდებათ რაიმე კითხვა ან დასჭირდებათ დახმარება, უმჯობესია, უპირველეს ყოვლისა მათ მიმართონ ქალს. ენის ბარიერი არც ისე დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ამ შემთხვევაში და ამასთანვე ერთად ეგვიპტელი ქალები ყოველთვის მზად არიან დახმარება აღმოუჩინონ ტურისტ ქალებს, განსაკუთრებით მაშინ თუ უცხოელებს აცვიათ სადად.

  • უმჯობესია, რომ ტურისტმა ქალებმა არ ისეირნონ ცხენებით და აქლემებით ნაცნობი მამაკაცების ამალის გარეშე. დიდ რისკზე წასვლა მოუწევთ იმ ტურისტ ქალებს, ვინც დათანხმდება ბედუინს, რომ მასთან ერთად დაჯდეს უნაგირზე.

  • სასტუმროს “პლიაჟის” ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით ქალაქში და ექსკურსიების დროს, მიზანშეწონილია, რომ ტურისტ ქალებს ეცვათ თავისუფალი, სადა გაუმჭირვალე ტანსაცმელი, რაც დაფარავს ხელებს იდაყვების ქვევით და ფეხებს – მუხლებს ქვემოთ.

  • იმ შემთხვევაში თუ აუცილებელია, რომ ქალს ჰქონდეს განსაკუთრებულად კონსერვატული გარეგნობა, სასურველია ტურისტმა ქალმა თმები თავსაფრის ქვეშ მოიქციოს და დაფაროს თავისუფალი ტანსაცმელით ხელები მაჯამდე, ხოლო ფეხები – კოჭებამდე. სხვათაშორის ასეთი ტანსაცმელი კარგად იცავს სხეულს სიცხისაგან. დეკოლტემ  და ტანზე შემოტმასნილმა კაბამ, გაშლილი თმებით სიარულმა, შეიძლება შექმნას პრობლემები ადგილობრივ მამაკაცებთან.