GPS ბავშვებისთვის

იყო მშობელი ეს დიდი გამოწვევაა, თუმცა ყველაზე რთული მაინც საკუთარი შვილის ნებისმიერი საფრთხისგან დაცვაა. როდესაც ისინი ქმნიან საკუთარ წესებს, მშობელსაც სანერვიულო ემატება. საბედნიეროდ GPS სამაჯურები ბავშვებისთვის ცოტათი აიოლებს უსაფრთხოებაზე ზრუნვას. სადაც არ უნდა იყოს თქვენი პატარა: სახლში, სკოლაში, ექსკურსიაზე, გზაში – ეს მოწყობილობები გაძლევენ სრულ ინფორმაციას მისი ადგილსამყოფელის შესახებ და გაძლევენ სიმშვიდის შეგრძნებას – ეს კი ნებისმიერი ჩვენგანისთვის ფასდაუდებელია.

უკანასკნელ წლებში მოძრავი ტექნოლოგიები ძალიან დაიხვეწა – შეიცვალა მათი ფორმა, ფუნქციები და გამოყენების სიმარტივეც. დაცვის სამსახური „მაგისტრი“ გაგაცნობთ GPS მოწყობილობების უპირატესობებს და ასევე წარმოგიდგენთ საუკეთესო GPS სამაჯურებს თქვენი პატარასთვის.

თქვენ შეგეძლებათ შექმნათ უსაფრთხო ზონა თქვენი პატარასთვის:

GPS მოწყობილობით შესაძლებელია უსაფრთხო ზონის შექმნა სადაც თქვენს შვილს ექნება თამაშის უფლება. წარმოიდგინეთ ვირტუალური ღობე. როგორც კი პატარა „ღობეს“ გასცდება ის მიიღებს შემახსენებელ მესიჯს, რომ დაუბრუნდეს უსაფრთხო ზონას, ასევე თქვენთანაც მოვა შესაბამისი შეტყობინება.

SOS ღილაკი:

თუ თქვენი პატარა საფრთხეშია, თქვენ ეს უნდა იცოდეთ. SOS ფუნქცია თქვენს ბავშვს მისცემს საშუალებას ღილაკზე თითის ერთი დაჭერით მოგაწოდოთ შეტყობინება, რომ თქვენი დახმარება ესაჭიროება. პატარას კი ეცოდინება რომ თქვენ მასთან ძალიან ახლოს – ღილაკზე თითის ერთი დაჭერის მანძილზე იმყოფებით ყოველთვის.

დამატებითი ფუნქციები:

GPS მოწყობილობებს როგორც წესი აქვთ ასევე ტელეფონის ფუნქციაც, ხოლო დამატებითი კომფორტისთვის შესაძლებელია საათისა და თამაშის რეჟიმის ჩართვაც რაც პატარას მისცემს საშუალებას თავისუფალი დროის გასაყვანად გამოიყენოს სამაჯური.

საუკეთესო GPS მოწყობილობების ათეული ბავშვებისთვის 2017 წლის მონაცემებით ასე გამოიყურება:

  1. hereO GPS Watch
  2. AngelSense
  3. AmbyGear Smartwatch
  4. Weenect Kids GPS
  5. Tinitell
  6. My Buddy Tag
  7. PocketFinder
  8. Lineable
  9. Amber Alert GPS Locator
  10. TraxPlay

შეარჩიეთ GPS მოწყობილობა დამოუკიდებლად ან დაგვიკავშირდით ჩვენს ცხელ ხაზზე:2912755 | 599473399 და ჩვენ დაგეხმარებით თქვენი პატარის უსაფრთხოების სრულყოფილ უზრუნველყოფაში 24/7-ზე!

კომენტარი