სად დავამონტაჟოთ სახანძრო დეტექტორი?

თანამედროვე კვლევებმა აჩვენეს, რომ დღესდღეობით ხანძარი უფრო სწრაფად ვრცელდება, რაც ჩვენს გარშემო ხელოვნური მასალების რაოდენობის მატებამ გამოიწვია. ცეცხლი და კვამლით ინტოქსიკაცია ყოველწლიურად აზიანებს ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში კლავს უამრავ ადამიანს, კვამლის აღმომჩენი დეტექტორის დამონტაჟებას კი ამ ტრაგედიის თავიდან აცილება მარტივად შეუძლია. ყოველივე ეს ზრდის სახანძრო დეტექტორების მონტაჟის აუცილებლობას სახლებსა თუ ოფისებში.

ჩვენ მოგიყვებით რა უნდა იცოდეთ როდესაც გადაწყვეტთ სახანძრო დეტექტორის მეშვეობით თქვენი ოჯახისა თუ ოფისის ხანძრისგან დაცვას:

საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ სახანძრო დეტექტორები შექმნილი არიან ცეცხლის აღმოსაჩენად, მაგრამ რეალურად ისინი რეაგირებენ კვამლზე, ანუ გვაფრთხილებენ ცეცხლის გავრცელებამდე –  ეს კი გვაძლევს საშუალებას დროულად ვიმოქმედოთ: ჩავაქროთ ხანძარი ან მოვითხოვოთ დახმარება.  კვამლის აღმომჩენი დეტექტორის სახლში მონტაჟი საუკეთესო საშუალებაა ხანძრისგან თავის დასაცავად, რადგან ისინი მუშაობენ 24 საათი – რა თქმა უნდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი გამოყენება მაშინ როცა ჩვენ გვძინავს და  მათი დახმარების გარეშე ვერ შევამჩნევთ ხანძრის ნიშნებს.

სად უნდა დავამონტაჟოთ სახანძრო დეტექტორები? ლოკაციები მათი ეფექტურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე აუცილებელია გავითვალისწინოთ ჭერის სიმაღლეც. მიჩნეულია, რომ ისინი უნდა დამოტაჟდეს მაღლა კედლებზე და არა ჭერზე, რათა გაიზარდოს კვამლის აღმოჩენის სისწრაფე.

კვამლის აღმომჩენი დეტექტორები უნდა დამონტაჟდეს საძინებლებში, სამზარეულოებში (მოშორებით ღუმელისგან), საერთო ოთახში, კიბეების თავზე, ასევე აუცილებელია სახლის ყოველ სართულზე მინიმუმ ერთი დეტექტორის მონტაჟი.

პერიოდულად კი საჭიროა შევამოწმოთ თუ რამდენად გამართულად მუშაობენ ისინი.

თანამედროვე სამყაროში კვამლის აღმომჩენი დეტექტორები სახლის შეძენისას უკვე აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, რათა გააზრებულია მათი მნიშვნელობა სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოებისთვის.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით ჩვენ განსაკუთრებული საჩუქარი მოგიმზადეთ – სახანძრო დეტექტორები სრულიად უფასოდ!

გახდით დაცვის სამსახურ „მაგისტრის“ აბონენტი და დაიცავით თქვენთვის ყველაზე ღირებული ხანძრისგან ძალიან მარტივად, ყოველგვარი მატერიალური დანახარჯის გარეშე. აქციის პირობების გასაცნობად გაეცანით ჩვენს სტატიას, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 5 99 11 20 20

მოხარული ვიქნებით თქვენთან თანამშრომლობით!

 

კომენტარის დატოვება

Time limit is exhausted. Please reload CAPTCHA.