ცრუ განგაში – ძირითადი მიზეზები და პროფილაქტიკა

დაცვითი სისტემის გააქტიურება შეიძლება არარელევანტურ დროს მოხდეს და დაცვის სამსახურს შეტყობინებაც კი გადაეცეს, რომ ობიექტზე უსაფრთხოება დაიღვა. ჩვენ დაგეხმარებით წინასწარ განსაზღვროთ რამდენად შესაძლებელია თქვენმა დაცვის სისტემამ გამოიწვიოს ცრუ განგაში და აირიდოთ მისი ავტომატური გააქტიურება.

ძირითადი მიზეზები, რომლებსაც შეუძლია ცრუ განგაში გამოიწვიოს:

  • დაცვითი სიგნალიზაციის ექსპლოატაციის ტექნიკური პირობების დარღვევა, აპარატურის არასწორი მონტაჟი. რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდის გამო მონტაჟის ხარისხის გაუარესება. სადენების არასაიმედო შეერთება, უხარისხო სადენები და წინაღობის ცვალებადობა.
  • არასწორი და დაგვიანებული ტექნიკური მომსახურება-პროფილაქტიკა;
  • ელექტროენერგიის გათიშვა და არასტანდარტული ელექტროენერგია. იმპულსური კვების ბლოკების გამოყენებით, აღნიშნული ხარვეზები მნიშვნელოვნად მცირდება;
  • აპარატურის ქარხნული წუნი. ბაზარზე დაბალფასიანი და საეჭვო წარმომავლობის აპარატურის მოჭარბების გამო აღნიშნული ხარვეზი სერიოზულ ფაქტორს წარმოადგენს;
  • კავშირის არხები. იაფფასიან აპარატურას არ გააჩნია სიგნალის გადაცემის დუბლირების საშუალება, რის გამოც კავშირგაბმულობის ქსელებში შეფერხება იწვევს სიგნალიზაციის აპარატურას და პულტს შორის კავშირის სრულ წყვეტას, რასაც პულტი აღიქვამს როგორც განგაშს და შესაბამისად რეაგირებს;
  • დეტექტორების და ოთახების არაჰერმეტულობა. მღრღნელები, მწერები, პატარა არსებები, ობობა, ჭიანჭველა, ტარაკნები, ბუზები და სხვ. ახერხებენ შეძვრნენ მოძრაობის ინფრაწითელ დეტექტორებში და იწვევენ განგაშს. ოთახში ჰაერის მოძრაობა. ორპირი ქარი, ღია ფანჯარა, სარკმელი. შეიძლება ჩართული დარჩეს სკონდიციონერი, გამათბობელი სისტემა, ვენტილატორი;
  • აკუსტიკური ფაქტორები. ხმაური, ჭექა-ქუხილი, ფოირვერკები და სხვა იწვევენ ასევე მსხვრევის და ვიბრაციული დეტექტორების განგაშს;
  • ელექტრომაგნიტური ფაქტორები. განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებენ უსადენო სისტემებზე;
  • ჰაერის ტემპერატურის და ტენიანობის მკვეთრი ცვალებადობა. მზის სხივები პირდაპირ თუ ხვდება ინფრაწითელ დეტექტორს, შეიძლება გამოიწვიოს განგაში;
  • სიბნელის და შუქის მკვეთრი ცვალებადობა. ბნელ ოთახში ვარვარების ნათურების ანთებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს განგაშები;
  • შინაური ცხოველები ბინაში. ამ შემთხვევაში  უნდა გამოვიყენოთ სპეციალური დეტექტორები, რომლებიც არ რეაგირებენ შინაურ პატარა ზომის ცხოველებზე;
  • ადამიანური ფაქტორი. შეცდომით აკრეფილი, არასწორი კოდი. მომხმარებელს დაავიწყდა სიგნალიზაციის მოხსნა, ან არასწორად შეიყვანა კოდი;

ნებისმიერ შემთხვევაში ცრუ განგაშები თავიდან უნდა იქნას აცილებული, ამისთვის საჭიროა განგაშების ანალიზი და მიზეზების დადგენა სპეციალური მეთოდიკით (დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვმართონ პირადად).

ნუ ისარგებლებთ იაფფასიანი სისტემებით. იხ. როგორ შევარჩიოთ სიგნალიზაცია,      როგორ შევარჩიოთ  სიგნალიზაციის კომპონენტები  და  სიგნალიზაციის პულტი

ისარგებლეთ მხოლოდ კვალიფიციური სპეციალისტების მომსახურებით.

კომენტარი