შეუძლებელია მოიპარო ის რასაც ვერ ხედავ – ნისლის გენერატორი

ნისლის გენერატორი

ნისლის გენერატორი

დაიცავით  თქვენი ქონება პირველივე წამებიდან.

ეს  უკვე შესაძლებელია  თვისობრივად ახალი დაცვითი სისტემის მოწყობილობის საშუალებით, რომელიც დამუშავებულია ევროპის დაცვითი ტექნოლოგიების ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში და აპრობირებულია მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში.

აღნიშნული მოწყობილობა უერთდება პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის სიგნალიზაციის და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებს.

ობიექტზე უკანონო შეღწევის შემთხვევაში გენერატორი მომენტალურად იწყებს ნისლის სქელი ფენის გამოფრქვევას და რამდენიმე წამში ხილვადობას ხდის ნულოვანს, რაც იწვევს ბოროტმოქმედების დეზორიენტაციას  და შესაბამისად დანაშაულის აღკვეთას.

წარმოქმნილი ნისლი არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხო და არ ტოვებს არანაირ კვალს საგნებზე, არ აზიანებს ელექტრო აპარატურას და სხვ.

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ დახურულ შენობაშიც კი ნისლი თავისით ქრება და არ ტოვებს არანაირ სუნს და ნაკვალევს.

აღნიშნული მოწყობილობა არის მცირე ზომის და მისი გამოყენება შესაძლებელია ბანკებში, მაღაზიებში, სუპერმარკეტებში, საიუველირო სალონებში, საწყობებში, კერძო სახლებში, აგარაკებზე და ა.შ. მისი გამოყენების სფერო პრაქტიკულად შეუზღუდავია.

 

განსაკუთრებული მახასიათებლები:

  • ფუნქციონირებს ძირითადი კვებიდან გათიშვის შემთხვევაშიც
  • ნისლის გამოტყორცნის მაღალი სიჩქარე;
  • ნულოვანი ხილვადობის მქონე სქელი ნისლი;
  • საქშენის გადაკეტვისგან დაცვის ტექნოლოგია;
  • სათადარიგო ბალონების დაბალი ფასი და გამოცვლის სიმარტივე
  • დაბალი ენერგო მოხმარება;
  • მონტაჟის სიმარტივე – შენობის კონსტრუქციული და დეკორატიული ელემენტების დაზიანების გარეშე;

შეკვეთისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 24/7
ტელეფონზე: +995 599 544 042

ვიდეო იხილეთ : youtube

კომენტარი