მონიტორინგის ერთიანი სისტემა.
სისტემის დანიშნულებაა სტაციონარული და მობილური ობიექტების ერთდროული კონტროლი WEB ინტერფეისით.
თქვენ შეგიძლიათ ერთ ინტერფეისში ერთდროულად აკონტროლოთ ყველა თქვენი ობიექტი, როგორც მობილური, ასევე სტაციონარული.
აღნიშნული სისტემით სარგებლობისთვის მომხმარებელს არ დასჭირდება დამატებით არც პროგრამული და არც აპარატურული უზრუნველყოფა
სისტემა მუშაობს ნებისმიერ ოპერაციულ პლატფორმაზე
ვის სჭირდება აღნიშნული სისტემა
ლოჯისტიკის კომპანიებს
მუშაობის ოპტიმიზაციისთვის, ასევე კლიენტებისთვის დამატებითი მომსახურების შეთავაზებისთვის
სარეკლამო სააგენტოებს
და ისეთ ორგანიზაციებს, რომელთაც ჰყავთ ე. წ. მობილური თანამშრომლები, კურიერები, სარეკლამო აგენტები, პრომოუტერები, სარეკლამო და სხვა სახის პროდუქციის გამავრცელებლები. მათი მუშაობის და ავტოტრანსპორტის გამოყენების მიზნობრიობის კონტროლითვის
ავტოპარკის მფლობელებს
დაგეხმარებათ მძღოლების მუშაობის ორგანიზებაში, აკონტროლოთ საწვავის ჩასხმის და “გადმოსხმის” ადგილები, სპეცტექნიკის მუშაობის ადგილები და რაოდენობრივი მაჩვენებლები, სხვა მაქინაციები.
ფიზიკურ პირებს
გაიგებთ მოხდა თუ არა უკანონო შეღწევა თქვენს ობიექტზე
შეგიძლიათ ნახოთ თუ რა მარშრუტით იარეთ შვებულების პერიოდში, ნადირობისას, საქმიანობისას და ა. შ. და გაუზიაროთ მეგობრებს
დააზუსტებთ საწვავის დანახარჯებს
გეცოდინებათ რამდენ საწვავს ხარჯავთ ყოველთვიურად
სად არის ამ მომენტში თქვენი შვილი, მეუღლე ან სხვა პირი და რამდენად უსაფრთხოდ მართავს ავტომობილს (მაქსიმალური სიჩქარე, აგრესიული ტარება)
სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორებს
(სპორტული ორიენტირება, რბოლები, რეგატა-შეჯიბრი ნავებით) შეგიძლიათ შემატოთ ღონისძიებას მეტი ინტერაქტიობა და აზარტი, გაზარდოთ გულშემატკივართა რაოდენობა შეუზღუდავად, დედამიწის ნებისმიერ წერტილში
ვის შეუძლია ამ სისტემით სარგებლობა
ამ სისტემით უფასოდ სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ჩვენს კლიენტს, რომელიც უკვე სარგებლობს ელექტრონული დაცვითი ან GPS მომსახურებით და არის ჩვენი აბონენტი.
ორგანიზაციებს და ფიზიკური პირებს რომელთაც აქვთ სურვილი გაწევრიანდნენ ქსელში ისარგებლოთ აღნიშნული სერვისით, გთავაზობთ ინდივიდუალურ პირობებს
ამ სისტემის მეშვეობით თქვენ შეგეძლებათ:
- მობილური და სტაციონარული ობიექტების მოწყობილობების პარამეტრების შეცვლა WEB ინტერფეისით;
- მომხმარებლის კოდების შეცვლა, დამატება, გაუქმება, ობიექტის დაცვაზე აყვანა-მოხსნა;
- შეცვალოთ მობილური ობიექტის მუშაობის რეჟიმი, გააკონტროლოთ ტემპერატურა, ძაბვა
- ვიდეო ტრანსლაცია მობილური ობიექტიდან (დამატებითი ოფცია)
- სატრანსპორტო საშუალებების მიზნობრივი გამოყენების და ტექნიკური პარამეტრების კონტროლი
- ძრავის და ტვირთის (სამაცივრე აგრეგატის) ტემპერატურული რეჟიმი
- ბორტის და აკუმულატორის ძაბვა
- მომხმარებლების ტიპების და დაშვების ხარისხების გრადაცია (მაგ. ზოგიერთი პარამეტრის შეცვლის შეზღუდვა)
- სტაციონარული ობიექტების დაცვა
- პერსონალის გადაადგილების კონტროლი
- საწვავის დანაკარგების გამოვლენა
- სატვირთო გადაზიდვების უსაფრთხოება
- სატრანსპორტო საშუალებების დაცვა
- სატრანსპორტო საშუალების და ქვეითად მოსიარულე პერსონალის მოძრაობის მარშრუტის ნახვა სხვადასხვა ტიპის რუკებზე
- ანალიტიკური ანგარიშგებები PDF და XLSX ფორმატებში
- ელექტრონულ ფოსტაზე ანგარიშგებების ავტომატური გაგზავნა
- და სხვა ძალიან ბევრი სასარგებლო ფუნქცია
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 24/24