ტვირთების დაცვა-გაცილება ტრანსპორტირების დროს საქართველოში

ტვირთების დაცვა

სამსახური უზრუნველყოფს ტვირთების  დაცვას და გაცილებას სახმელეთო სატრანსპორტო საშულებით განხორციელებულ სატვირთო გადაზიდვაზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

სიახლე
მთლიანი მარშრუტის GPS მონიტორინგი და პირდაპირი ვიდეო ტრანსლაცია

უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად დამკვეთს უკვე შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან პირდაპირ რეჟიმში თვალყური ადევნოს ტვირთების გადაადგილების და დაცვის პროცესს როგორც სატელიტის მეშვეობით რუკაზე (GPS მონიტორინგი), ასევე ვიდეო ფორმატში (ვიდეო მონიტორინგი).

ტვირთების დაცვას და გაცილებას ახორციელებენ გამოცდილი და ფიზიკურად მომზადებული დაცვის თანამშრომლები, რომელთაც გააჩნიათ:

  1. სიტუაციის სწრაფად შეფასების და მისი განვითარების პროგნოზირების უნარი
  2. ადეკვატური და კანონიერი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება

სამსახური უზრუნველყოფს ტვირთების მაქსიმალურ დაცვას უკანონო ხელყოფისგან გადაადგილების მთელ მარშრუტზე

ტვირთების დაცვა და გაცილება მოიცავს:

  • მსუბუქი/სატვირთო ავტომანქანით, მძღოლით და მცველით უზრუნველყოფას
  • გაცილების ავტომანქანით უზრუნველყოფას
  • მარშრუტის დამუშავებას და ანალიზს. ოპტიმალური მარშრუტის, დასვენების და კვების ადგილების, ავტოგასამართი და ავტო ტქმომსახურების სადგურების, სამედიცინო პუნქტების განსაზღვრას.

ღონისძიების სპეციფიკის გათვალისწინებით დამკვეთთან თანხმდება მცველების შერჩევა, ეკიპირება, კავშირის საშუალებები და მარშრუტი.

სამსახური უზრუნველყოფს გადაადგილების მთელი მარშრუტის ფოტო-ვიდეო გადაღებას და GPS მონიტორინგს

მომსახურების ტარიფი განისაზღვრება, ინდივიდუალურად, მარშრუტის მანძილით, ტვირთის სახეობით და ტვირთების ოდენობით, კრიმინოგენური მდგომარეობით, ტრანსპორტის სახეობით, დაცვის ეკიპაჟის შემადგენლობით და ა.შ.

სერვისები

15 წლიანი გამოცდილება
400+ კვალიფიციური თანამშრომელი
1000+ კლიენტი


24 საათიანი :
ოპერატიული რეაგირების ჯგუფები ყველა კვადრატში
სამორიგეო სამსახური და განაცხადების მიღება
უფასო პარკინგი ვიზიტორებისთვის


"დარგის ლიდერი" 2016 წ.
"დარგის ლიდერი" 2017 წ.
"ხარისხის ჯილდო" ოქრო, ჟენევა, 2017 წ.
"ხარისხის ჯილდო" ოქრო, ნიუ იორკი, 2015 წ.
"ხარისხის ჯილდო" ოქრო, ფრანკფურტი, 2013 წ.


სრული მატერიალური პასუხისმგებლობა
ნდობა რომელიც მოვიპოვეთ საქმით