კომერციული ობიექტების დაცვა
100%-იანი პასუხისმგებლობა
გაიგეთ როგორი დაცვა გჭირდებათ
დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ღილაკს და მიიღეთ უფასო კონსულტაცია და უფასო მოკვლევა
ბიზნეს ცენტრების და ოფისების დაცვა
ბიზნეს ცენტრი წარმოადგენს ათეულობით კომპანიის, თანამშრომლისა და ვიზიტორის დინამიკას, რაც მაღალი სტანდარტის უსაფრთხოებას საჭიროებს. Magistri უზრუნველყოფს დაცვას, რომელიც მოქმედებს მშვიდად, მაგრამ ეფექტურად ისე, რომ თქვენი საქმიანობა შეუფერხებლად გაგრძელდეს.


საწარმოებისა და ქარხნების დაცვა
საწარმოები და ქარხნები წარმოადგენს სტრატეგიულ ობიექტებს, სადაც კონცენტრირებულია ძვირადღირებული ტექნიკა, ნედლეული, წარმოების პროცესები და ადამიანური რესურსი. უსაფრთხოების მცირე ხარვეზმაც კი შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ფინანსური ზარალი ან წარმოების შეჩერება.
Magistri Security უზრუნველყოფს საწარმოებისა და ქარხნების სრულფასოვან დაცვას - ტერიტორიის პერიმეტრის კონტროლიდან დაწყებული, შიდა პროცესების ზედამხედველობით დასრულებული. ჩვენი დაცვის სისტემა მორგებულია ინდუსტრიული გარემოს სპეციფიკაზე, მაღალი რისკებისა და უწყვეტი სამუშაო რეჟიმის გათვალისწინებით.
სავაჭრო ობიექტების, რესტორნებისა და სასტუმროების დაცვა
სავაჭრო ობიექტები, რესტორნები და სასტუმროები არის სივრცეები, სადაც ყოველდღიურად დიდი რაოდენობით სტუმარი მოძრაობს. აქ უსაფრთხოება პირდაპირ აისახება როგორც მომხმარებლის გამოცდილებაზე, ისე ბიზნესის რეპუტაციაზე.
Magistri Security გთავაზობთ დაცვას, რომელიც შეუმჩნევლად, მაგრამ ეფექტურად მუშაობს - იცავს სტუმრებს, პერსონალს, ფინანსურ რესურსებსა და მატერიალურ ქონებას. ჩვენი მიდგომა გათვლილია კომფორტსა და უსაფრთხოებას შორის ბალანსზე.


მიიღე ხარისხიანი მომსახურება მაგისტრში
შეკვეთა
რატომ Magistri
რა დამატებით სარგებელს იღებთ?
კურატორის პირადი ზედამხედველობა
ობიექტზე მუდმივად მივლინებულია კურატორი, რომელიც აკონტროლებს პროცესებს და უზრუნველყოფს უმაღლესი სტანდარტის შესრულებას.
სპეციალური აღჭურვილობა
დაცვის თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან პროფესიული აღჭურვილობით, რაც მათ მუშაობას ეფექტურს და სწრაფს ხდის.
GPS მონიტორინგი
ყველა მობილური ჯგუფი და თანამშრომელი სრულად კონტროლდება
მონიტორინგის სამსახურის უწყვეტი კონტროლი
24/7 რეაგირება, მუდმივი დავალებების ჩეკინგი და ოპერატიული ინფორმაციის გადაცემა.
ოპერატიული ჯგუფის ეტაპობრივი შემოვლები
ტერიტორიის პერიოდული შემოწმება დამატებით ამცირებს რისკებს და ზრდის უსაფრთხოების ხარისხს.
ვიდეოკამერების უფასო კომპლექტაცია
საჭიროების შემთხვევაში, ობიექტს კამერების საბაზისო პაკეტს უზრუნველყოფთ უსასყიდლოდ.

ობიექტების ფიზიკური (ცოცხალი) ძალით დაცვა წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგის და მატერიალური ფასეულობების დაცვის ერთ-ერთ საუკეთესო ფორმას.






