როგორ შევარჩიოთ "მცველი" ძაღლი ქალაქის ბინისთვის? | მაგისტრი - დაცვის სამსახური

როგორ შევარჩიოთ “მცველი” ძაღლი ქალაქის ბინისთვის?

იცით თუ არა, რომ როდესაც არასასურველი სტუმარი ცდილობს თქვენ სახლში შემოჭრას ძაღლის ყეფა შესაძლოა მის ნაკბენზე მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ძაღლი, რომელიც უცნობებს უყეფს, ფაქტიურად გვევლინება, როგორც დამცველი, რომელიც აფრთხილებს სახლის მეპატრონეს და მეზობლებს მოსალოდნელი ან სავარაუდო ძარცვის შესახებ. ასე რომ სანამ საზარელი, თავდამსხმელი ძაღლის გაწრთვნას გადაწყვეტთ, დაფიქრდით, იქნებ ჯობია პატარა ჯიშის, მხიარული მცველი იყოლიოთ სახლში, რომელიც იგივე სამსახურს ბრწყინვალედ გაართმევს თავს.

გთავაზობთ რამდენიმე ჯიშს, რომლისგანაც მშვენიერი, ხმამაღალი ყარაული შეგიძლიათ გაწრთვნათ:

იორკშირ-ტერიერი

ეს არის – ერთგული, ცოცხალი, მოსიყვარულე ცუგა – რომელიც იდეალურად ეწყობა ბავშვებს. ეს არის ძაღლი, რომელსაც აქვს ამოუწურავი ენერგია და უჭირს ერთ ადგილას ჯდომა. მისი დაცვითი რეფლექსებისა და დაუოკებელი, მჭექარე ხმის წყალობით იორკშირ-ტერიერისაგან იწვრთნება საუკეთესო, უშიშარი ყარაული ძაღლი. ასევე თქვენ შეგიძლიათ მარტივად გააჩუმოთ ის სწორი ბრძანების სწავლებით.

ჩიხუახუა

ეს გახლავთ ბოროტი, მაგრამ თავდაჯერებული, მამაცი და ერთგული ჯიში. მოითხოვს დიდ ყურადღებას და როგორც წესი ეჩვევა მხოლოდ ერთ ადამიანს. წვრთნას რთულად ექვემდებარება, მაგრამ ის ყოველთვის უყეფს უცხო ადამიანებს, მითუმეტეს თუ ის აბრაზებს ან ეუხეშება მას.

მინიატურული პუდელი

თუ თქვენ ეძებთ კარგ დარაჯ ძაღლს, რომელიც ადვილად იწვრთნება არჩევანი შეაჩერეთ მინიატურულ პუდელზე. ეს არის საუკეთესო საოჯახო ძაღლი, რადგან ის როგორც წესი მხოლოდ ერთ ადამიანს არ ეჯაჭვება და მეგობრობს მთელს ოჯახთან. ის ყოველთვის ენერგიულად ყეფს, როდესაც უცხო პიროვნება უახლოვდება.

ტაქსა

ტაქსა ძალიან ენერგიული ჯიშია და ხშირად მოითხოვს ყურადღების ცენტრში ყოფნას. მათი გაწვრთნა არც თუ ისე ადვილია, მაგრამ მისი ხმამაღალი ყეფა შესაძლოა მძარცველისთვის მთავარ შემაჩერებელ ფაქტორად მოგვევლინოს, რაც ტაქსას საკმაოდ კარგ მცველ ძაღლად წარმოგვიჩენს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ძაღლი საკმაოდ ხშირად ყეფს, ის არ წარმოადგენს სასურველ ძაღლს პატარებისთვის

მინიატურული შნაუზერი

ეს ჯიში მთელს ოჯახს მშვენივრად ეწყობა, თუმცა მას მაინც ყავს საყვარელი პატრონი. მინიატურული შნაუზერი საკმაოდ სუფთა ძაღლია, ასე რომ თუ თქვენც გიყვართ სისუფთავე და წესრიგი, ეს ჯიში სწორედ თქვენთვის ყოფილა განკუთვნილი. ის არც თუ ისე კარგი კომპანიონია დანარჩენი შინაური ცხოველებისთვის, რადგან გამუდმებით უკან დასდევს მათ, თუმცა ბავშვებს იდეალურად ეწყობა. ასევე ძალიან მარტივად ექვემდებარება წვრთნას. მინიატურული შნაუზერი კარგი მცველია, რადგან ის სულ მზადყოფნაშია და როგორც ტაქსას მასაც ძალიან მჭექარე ხმა აქვს, მისი ყეფა ისე ჟღერს თითქოს ბევრად დიდი და აგრესიული ძაღლი ყეფდეს სახლიდან.

დასასრულს, კიდევ ერთხელ გვსურს გირჩიოთ, რომ აჯობებს თქვენი საბოლოო არჩევანი შეაჩეროთ ძაღლზე, რომელიც შეესაბამება თქვენი ცხოვრების სტილს, თქვენს ოჯახს და არ აიყვანოთ მცველი ძაღლი მხოლოდ იმ კრტიერიუმით, რომ ის საშიშად გამოიყურება. ხმაურიანი ძაღლი შესაძლოა ისეთივე კარგი მცველი იყოს, როგორც დიდი ზომის და ის ასევე ბევრად მეგობრულიცაა ბავშვებთან და მეპატრონესთან. ასე რომ, განიხილეთ ყველა ვარიანტი სანამ ოჯახისთვის ახალ წევრს შეარჩევდეთ. თუმცა, რაღა თქმა უნდა, მცველი ძაღლი არ უნდა წარმოადგენდეს თქვენი სახლის დაცვის ერთადერთ მექანიზმს. დაიცავით თქვენი ოჯახის და ოთხფეხა მეგობრის უსაფრთხოება სხვავდასხვა დაცვითი სისტმებით, ბევრი მათგანი ხომ მოძრაობის სენსორსაც მოიცავს სპეციალურად ცხოველებისთვის.

 

წყარო: https://www.safewise.com/blog/a-dog%E2%80%99s-bark-can-be-better-than-its-bite/

 

კომენტარის დატოვება